წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
წინანდლის ისტორიულ მამულში, თეოლოგმა გიორგი გვასალიამ საჯარო ლექცია გამართა, რომელსაც კულტურის სფეროს წარმომადგენლები, წინანდლის ფესტივალის და ისტორიული მამულის სტუმრები დაესწრნენ.
ლექცია საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის აღსანიშნავ ღონისძიებების ციკლის ნაწილია, რომელიც წინანდლის მამულში მთელი წლის განმავლობაშია დაგეგმილი.
აღნიშნული ღონისძიება ისტორიულ მამულში მიმდინარე წინანდლის ფესტივალის მე-8 სეზონის ფარგლებში გაიმართა. საფესტივალო დღეებმა გააერთიანა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ვარსკვლავები, ახალგაზრდა მუსიკოსები, ხელოვანები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.
ღონისძიების პარალელურად, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის საგამოფენო სივრცეში ქართველი მხატვრის, გიგა დათუაშვილის, ნამუშევრები, ჩანახატები და ჩანაწერებია წარმოდგენილი. მხატვრის მემკვიდრეობა ეფუძნება სულიერების, ქრისტიანული მსოფლმხედველობის, ხელოვნებისა და ლიტერატურის მუდმივი შეცნობის იდეას. გამოფენას ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი მთელი შემოდგომის განმავლობაში უმასპინძლებს.
ღონისძიებების ორგანიზატორია სილქ ჰოსფითალითი, მასპინძელი წინანდლის მამული. წინანდალსა და „სილქ როუდ ჯგუფის“ სხვა ობიექტებში მიმდინარე საგამოფენო სერიების ტრადიციული მხარდამჭერია კომპანია „სილქნეტი“.
წინანდლის მამული წლების განმავლობაში საქართველოს კულტურული ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად ჩამოყალიბდა და წარმოადგენს სივრცეს, სადაც ისტორიული მემკვიდრეობა, ქართული ტრადიციები და თანამედროვე კულტურა ბუნებრივად ერწყმის ერთმანეთს.
სხვა სიახლეები
GOLDWAY-ის საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვები ხუთჯერ გაიზარდა - გიორგი ლოლუა წლის პირველი ნახევრის შედეგებზე
15.09.2026.14:00
საერთაშორისო გადაზიდვების ბაზარზე მიმდინარე ცვლილებების, სატრანზიტო მარშრუტების ტრანსფორმაციისა და მომხმარებელთა მზარდი მოთხოვნების ფონზე, GOLDWAY-მ 2026 წლის პირველი ნახევარი მნიშვნელოვანი ზრდით დაასრულა. საანგარიშო პერიოდში კომპანიის ბრუნვა 26%-ით, ხოლო შეკვეთების რაოდენობა 19.7%-ით გაიზარდა. განსაკუთრებით მაღალი დინამიკა დაფიქსირდა საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების მიმართულებებზე, სადაც გადაზიდვების მოცულობა ხუთჯერ გაიზარდა.
GOLDWAY საერთაშორისო გადაზიდვების ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს და ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბიზნესებს სრულ ლოგისტიკურ მომსახურებას სთავაზობს. კომპანიის საქმიანობა მოიცავს სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო და სარკინიგზო გადაზიდვებს, საბაჟო-საბროკერო მომსახურებას, ტვირთისა და პასუხისმგებლობის დაზღვევას, სასაწყობე მომსახურებასა და შიდა დისტრიბუციას.
როგორია კომპანიის მიმდინარე წლის პირველი ნახევრის შედეგები, რა გავლენა მოახდინა ახალი ERP სისტემის დანერგვამ სამუშაო პროცესებზე და განვითარების რა გეგმები აქვს GOLDWAY-ს - დეტალებზე Business Insider Georgia GOLDWAY-ის CEO-ს, გიორგი ლოლუას ესაუბრა.
როგორ შეაფასებდით GOLDWAY-ისთვის 2026 წლის პირველ ექვს თვეს?
მიმდინარე წლის პირველი ნახევარი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ზრდის და, ამავდროულად, სტრუქტურული განვითარების პერიოდი იყო. ბრუნვა 26%-ით გაიზარდა, შეკვეთების რაოდენობის ზრდამ კი 19.7% შეადგინა.
ამ ორი მაჩვენებლის ერთდროული ზრდა მნიშვნელოვანია. ის მიუთითებს, რომ კომპანია არა მხოლოდ მეტ შეკვეთას იღებს, არამედ უფრო მასშტაბურ და კომპლექსურ ლოგისტიკურ ოპერაციებსაც ახორციელებს.
შედეგები გუნდის თანმიმდევრული მუშაობის, პარტნიორული ქსელის განვითარებისა და მომხმარებლების ნდობის დამსახურებაა. მიღწეულ ზრდას არ განვიხილავთ როგორც ერთჯერად წარმატებას - ის ჩვენი გრძელვადიანი განვითარების საფუძველი და, ამავდროულად, დამატებითი პასუხისმგებლობაა.
ყველაზე მაღალი ზრდა რომელ მიმართულებებზე დაფიქსირდა?
განსაკუთრებით მაღალი დინამიკა საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების მიმართულებებზე გვქონდა, სადაც გადაზიდვების მოცულობა ხუთჯერ გაიზარდა. ეს ჩვენი პირველი ნახევრის ერთ-ერთი მთავარი შედეგია და ბაზარზე მიმდინარე სტრუქტურულ ცვლილებებსაც ასახავს.
დღეს ბიზნესი მხოლოდ ერთი ტიპის ტრანსპორტირებაზე აღარ არის დამოკიდებული. მომხმარებლისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანია დროის, ღირებულების, უსაფრთხოებისა და მარშრუტთან დაკავშირებული რისკების ოპტიმალური დაბალანსება. შესაბამისად, იზრდება ალტერნატიული და ერთმანეთის შემავსებელი ლოგისტიკური გადაწყვეტილებების მნიშვნელობაც.
ბაზრის ცვლილება კომპანიის ზრდად მხოლოდ მაშინ გარდაიქმნება, როდესაც მას შესაბამისი ოპერაციული გამოცდილება, საერთაშორისო პარტნიორული ქსელი და პროცესების ეფექტიანად მართვის უნარი აქვს. ჩვენ ამ შესაძლებლობების განვითარებაზე წლების განმავლობაში ვმუშაობთ.
GOLDWAY-ის მიზანია, მომხმარებელს შევთავაზოთ არა მხოლოდ ტვირთის ერთი წერტილიდან მეორეში გადაზიდვა, არამედ მის ბიზნესსაჭიროებებზე მორგებული სრული ლოგისტიკური გადაწყვეტა.
რას უკავშირებთ შეკვეთების რაოდენობის 19.7%-იან ზრდას?
ლოგისტიკა ნდობის ბიზნესია. ტვირთი, რომელსაც მომხმარებელი გვანდობს, ხშირად მისი გაყიდვების, წარმოების ან კონკრეტული ბიზნესგეგმის შესრულებას განსაზღვრავს. შესაბამისად, პარტნიორისთვის მნიშვნელოვანია ინფორმაციის დროული მიწოდება, პასუხისმგებლობა, შეთანხმებული პირობების დაცვა და შესაძლო ცვლილებებზე სწრაფი რეაგირება.
ჩვენი მომხმარებლები განსხვავებული მასშტაბისა და პროფილის კომპანიები არიან. ზოგისთვის პრიორიტეტულია მიწოდების სისწრაფე, ზოგისთვის - ხარჯების ოპტიმიზაცია, მოქნილი გრაფიკი ან რამდენიმე დაკავშირებული მომსახურების ერთ სივრცეში მიღება. ამიტომ თითოეულ მათგანს მის საჭიროებებზე მორგებულ გადაწყვეტას ვთავაზობთ.
მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა საშუალებას გვაძლევს, შევინარჩუნოთ არსებული პარტნიორები და პარალელურად მოვიზიდოთ ახალი კომპანიები. შეკვეთების 19.7%-იანი ზრდა ჩვენთვის ბაზრის მხრიდან მიღებული ნდობის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.
რა იყო წლის პირველი ნახევრის მთავარი გამოწვევები?
ლოგისტიკა გლობალურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებზე განსაკუთრებით მგრძნობიარე სფეროა. საერთაშორისო მარშრუტების ცვლილება, ტრანსპორტირების ღირებულება, მიწოდების ვადები და სხვადასხვა ბაზარზე მოქმედი რეგულაციები კომპანიებისგან მუდმივ ყურადღებასა და სწრაფ გადაწყვეტილებებს მოითხოვს.
შეკვეთების თითქმის 20%-იანი ზრდა შიდა პროცესებისთვისაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა. როდესაც ოპერაციების რაოდენობა იზრდება, საჭიროა მათი მართვის სისტემაც შესაბამისი ტემპით განვითარდეს. სწორედ ამიტომ წლის პირველ ნახევარში განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ პროცესების ოპტიმიზაციას, ავტომატიზაციასა და მონაცემების ცენტრალიზებულ მართვას.
გამოწვევებს მხოლოდ რისკებად არ განვიხილავთ. ხშირ შემთხვევაში ისინი ახალი მიმართულებების ათვისებისა და მომსახურების გაუმჯობესების შესაძლებლობასაც ქმნის. საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების ხუთმაგი ზრდა სწორედ იმის მაგალითია, თუ როგორ შეიძლება ბაზრის ცვლილებებს სწორი ოპერაციული გადაწყვეტილებებით ვუპასუხოთ.
კომპანიაში ახალი ERP სისტემა დაინერგა. როგორ აისახა ეს სამუშაო პროცესებზე?
ახალი ERP სისტემის დანერგვა ჩვენი ციფრული ტრანსფორმაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია. სისტემამ მოგვცა შესაძლებლობა, მონაცემები ცენტრალიზებულად ვმართოთ, გავაუმჯობესოთ კოორდინაცია სხვადასხვა ოპერაციულ რგოლს შორის და სრულ სამუშაო პროცესზე უფრო ეფექტიანი კონტროლი გვქონდეს.
დანერგვის შედეგად ოპერაციების შესრულების სისწრაფე 35%-ით, ხოლო სამუშაო პროცესების ეფექტიანობა 28%-ით გაიზარდა. შემცირდა ინფორმაციის დამუშავებისთვის საჭირო დრო და გუნდს მიეცა შესაძლებლობა, გადაწყვეტილებები უფრო სწრაფად, ზუსტ და განახლებულ მონაცემებზე დაყრდნობით მიიღოს.
რა იქნება GOLDWAY-ის ტექნოლოგიური განვითარების შემდეგი ეტაპი?
უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებას კომპანიის შიდა სისტემაში. AI-ზე დაფუძნებული ინსტრუმენტები დაგვეხმარება დიდი მოცულობის მონაცემების უფრო სწრაფად დამუშავებაში, განმეორებადი ოპერაციების ავტომატიზაციასა და დაგეგმვის პროცესის გაუმჯობესებაში.
ERP სისტემის დანერგვით უკვე შეიქმნა შესაბამისი ტექნოლოგიური საფუძველი. ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება ამ პროცესის შემდეგი ეტაპი იქნება, რომელიც შიდა ეფექტიანობისა და გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფის შემდგომ ზრდაში დაგვეხმარება.
რა ეტაპზეა ახალი A კლასის სასაწყობე-ლოგისტიკური ცენტრის პროექტი?
ახალი A კლასის სასაწყობე-ლოგისტიკური ცენტრი GOLDWAY-ის გრძელვადიანი განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია. თანამედროვე ლოგისტიკა მხოლოდ ტრანსპორტირებას აღარ გულისხმობს. ბიზნესს სჭირდება ერთიანი სივრცე, სადაც შესაძლებელია ტვირთის მიღება, განთავსება, დამუშავება, შესაბამისი პროცედურების მართვა და შემდგომი დისტრიბუცია.
პირველი, საპროექტო-სანებართვო ეტაპის დასრულება მიმდინარე წლის ბოლომდეა დაგეგმილი. ამის შემდეგ გადავალთ მეორე ფაზაზე, რომელიც უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას ითვალისწინებს.
ახალი ცენტრი საშუალებას მოგვცემს, გავაფართოოთ ჩვენი ოპერაციული შესაძლებლობები და მომხმარებლებს თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული, უფრო სრულყოფილი და ინტეგრირებული ლოგისტიკური მომსახურება შევთავაზოთ.
რას უნდა ელოდოს ბაზარი GOLDWAY-ისგან წლის მეორე ნახევარში?
ჩვენი მთავარი ამოცანა მიღწეული ზრდის შენარჩუნება და მისი მდგრად განვითარებად გარდაქმნა იქნება. განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების გაძლიერებას, საერთაშორისო პარტნიორული ქსელის განვითარებას, ციფრული შესაძლებლობების გაფართოებასა და მომსახურების ხარისხის შემდგომ გაუმჯობესებას.
წლის ბოლომდე ვგეგმავთ A კლასის სასაწყობე-ლოგისტიკური ცენტრის საპროექტო-სანებართვო ეტაპის დასრულებას, რის შემდეგაც პროექტი სამშენებლო ფაზაში გადავა. პარალელურად, გავაგრძელებთ ERP სისტემის შესაძლებლობების განვითარებას და შიდა სისტემაში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებას.
ჩვენი მიზანია, GOLDWAY იყოს არა მხოლოდ გადამზიდავი კომპანია, არამედ პარტნიორი, რომელსაც მომხმარებელი საკუთარი ლოგისტიკური პროცესების მართვას ანდობს.
მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გუნდს, მომხმარებლებსა და საერთაშორისო პარტნიორებს ნდობისა და თანამშრომლობისთვის. ბრუნვის 26%-იანი, შეკვეთების 19.7%-იანი და საზღვაო-სარკინიგზო გადაზიდვების ხუთმაგი ზრდა საერთო ძალისხმევის შედეგია.
თითოეული ახალი შეკვეთა ჩვენთვის ახალი პასუხისმგებლობაა. ამიტომ მომავალშიც თანმიმდევრულად გავაგრძელებთ მომსახურების განვითარებას, თანამედროვე გადაწყვეტილებების დანერგვასა და მომხმარებელთა ბიზნესისთვის რეალური ღირებულების შექმნას.