მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ცირკულარული ეკონომიკა და მწვანე ინიციატივები - „თეგეტა გრინ პლანეტი“ ლისაბონში საერთაშორისო კონფერენციაზე წარდგა

news image
mbc image

გარემოსდაცვითი ინიციატივები თანამედროვე სამყაროში ეკონომიკური და სოციალური განვითარების მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. მდგრადი განვითარება აღარ არის მხოლოდ იდეა - ის გახდა რეალური პროცესი, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ქმნის და გარემოზე ზრუნვას ეკონომიკურ სარგებელთან აკავშირებს.

ამ გლობალური ტრანსფორმაციის ფონზე „თეგეტა ჰოლდინგთან“ დაკავშირებული მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაცია (PRO) „თეგეტა გრინ პლანეტი“ ლისაბონში, ერთ-ერთ პრესტიჟულ საერთაშორისო კონფერენციაზე - RAR2025 - წარდგა, სადაც ცირკულარული ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საბურავების გადამუშავების შედეგად მიღებული რეზინის ასფალტში შერევის საკითხს, რომელზედაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულმა მწარმოებლებმა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებმა იმსჯელეს და წარადგინეს როგორც მათ მიერ დანერგილი ინოვაციური მიდგომები, ისე უახლესი კვლევები რეზინით მოდიფიცირებული ასფალტის გამოყენებისა და მისი უპირატესობების შესახებ. 

ღონისძიებაზე „თეგეტა გრინ პლანეტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა პრეზენტაცია წარადგინა თემაზე: Circular Industry in Motion. შალვა ახვლედიანის გამოსვლამ საერთაშორისო მედიის ყურადღებაც მიიპყრო - სტატიები გამოქვეყნდა გამოცემებში The CEO Weekly და The Hudson Weekly.

შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის“ აღმასრულებელი დირექტორი: „თეგეტა გრინ პლანეტის“ მონაწილეობა RAR2025-ზე მნიშვნელოვანი ეტაპია როგორც ქვეყნის, ისეკომპანიის განვითარების გზაზე. ეს ღონისძიება ხელს უწყობს საქართველოში საბურავების ნარჩენების ცირკულარულ ეკონომიკაში ჩართვას თანამედროვე და ინოვაციური მიდგომებით. კერძოდ, რეციკლირებული რეზინის ასფალტში შერევა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გზის საფარის ხარისხსა და თვისებებს. ასევე, თითქმის აორმაგებს მის გამძლეობას.

ამასთანავე, ფორუმში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო კომპანიისთვის, რადგან RAR2025 ცირკულარული ეკონომიკისა და მდგრადი ინფრასტრუქტურის საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც მოწინავე ქვეყნების გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკებს აერთიანებს.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს პრაქტიკული მიღწევები ნარჩენების მართვაში, ინოვაციური მიდგომები და პროცესები, რაც აჩვენებს, როგორ შეიძლება,კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამშრომლობამ შექმნას მდგრადი, ეფექტური და ფუნქციონალური ეკონომიკური მოდელი“.

გამოყენებული საბურავები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რთულად სამართავ ნარჩენად მიიჩნევა. მათი უკონტროლო დაგროვება ან უკანონო დაწვა მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ეკოსისტემას. თუმცა, „თეგეტა გრინ პლანეტის“, Wasteless-ისა და სხვა მწარმოებლის გაფართოებული ორგანიზაციების ჩართულობით, საქართველოში ეს პრობლემა შესაძლებლობად იქცა და ახალი ეკონომიკური მიმართულება შეიქმნა ისტორიული პროექტის - საქართველოს პირველი ინდუსტრიული მასშტაბის საბურავების გადამმუშავებელი ქარხნის სახით, რომელიც 2026 წლის მესამე კვარტალში ამოქმედდება.

გადამმუშავებელი ქარხანა უახლესი ევროპული ტექნოლოგიებით აღიჭურვება და წელიწადში ათასობით ტონა საბურავის გადამუშავებას შეძლებს. მიღებული მასალები კი - ფოლადი, ტექსტილი და რეზინის გრანულატი - გამოყენებული იქნება გზების მშენებლობაში, სპორტულ მოედნებსა და ინდუსტრიულ წარმოებაში.

"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საბურავის ისტორიას ახალი დასასრული ჰქონდეს. იქ, სადაც ადრე ნარჩენი იყო, ახლა შესაძლებლობა იბადება. ყოველი საბურავი, რომელსაც ვამუშავებთ, ნიშნავს დაბინძურების თავიდან აცილებას და ამავე დროს ახალი ღირებულების შექმნას. ლისაბონში დამსწრე აუდიტორიისთვის აღნიშნული ინიციატივა იქცა მაგალითად, თუ როგორ შეუძლია კერძო სექტორსა და სახელმწიფოს ერთად შექმნან ცირკულარული ეკონომიკის ფუნქციონალური მოდელი“, - აღნიშნავს შალვა ახვლედიანი.

გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება „თეგეტა გრინ პლანეტის“ საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. კომპანია დღეს მდგრადი განვითარების ბიზნესმოდელს წარმოადგენს, რომელიც ინოვაციას, ტექნოლოგიასა და პასუხისმგებლობიან მიდგომებს აერთიანებს.

კონფერენციაზე „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ნათლად წარმოაჩინა, რომ საქართველო არა მხოლოდ მიჰყვება გლობალურ სტანდარტებს, არამედ თავად ქმნის მდგრადი განვითარების მოდელს. კომპანიის ინიციატივები და ინოვაციური მიდგომები კი ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს, ცირკულარული ეკონომიკის სფეროში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინოს და ახალი შესაძლებლობები გააჩინოს.

„თეგეტა გრინ პლანეტი“ „თეგეტა ჰოლდინგთან“ დაკავშირებული, არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც სპეციფიკური ნარჩენების მართვის ხელშეწყობისა და საავტომობილო ინდუსტრიაში ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვის მიზნით შეიქმნა. კომპანია სპეციფიკური ნარჩენების - საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და გადამუშავებას უზრუნველყოფს. 2023 წლიდან დღემდე „თეგეტა გრინ პლანეტის“ ჩართულობით 4 000 ტონაზე მეტი ნარჩენი აკუმულატორი, 2 000 ტონამდე ნარჩენი ზეთი და 10 000 ტონაზე მეტი საბურავი შეგროვდა და ცირკულარული ეკონომიკის წესების შესაბამისად გადამუშავდა.

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა