„წისქვილი ბაზარი“ თბილისში ახალი ფილიალების გახსნას გეგმავს
„წისქვილი ბაზარი“ თბილისში ახალი ფილიალების გახსნას გეგმავს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დირექტორმა გიორგი ქაშიბაძემ განუცხადა.
მისი თქმით „წისქვილი ბაზარის“ ცნობადობა თვიდან-თვემდე იზრდება, ასევე მზარდია პროდუქციაზე მოთხოვნა და გაყიდვები.
„მეორე ფილიალი რაც გავხსენით თვიდან-თვემდე ვიზრდებით. ორივე მაღაზიაში 2024 წლის ბრუნვას დადებითად შევაფასებდი. თუმცა არის რთული პერიოდებიც. სიახლეებს ვგეგმავთ, ჩვენი მიზანია ფილიალების რაოდენობა გავზარდოთ. ამ დროისთვს გაფართოებით თბილისში ვართ დაინტერესებული“, - ამბობს გიორგი ქაშიბაძე.
როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, მათი ძირითადი მიზანია ხარისხიანი ხილ-ბოსტნეულის, რძისა და ხორცის და ბიოპროდუქტის შესყიდვა, რომელსაც შემდეგ მომხმარებლებს შესთავაზებენ.
„ჩვენი ძირითადი მიმართულებაა რძის პროდუქტები და ხორცი, ასევე გვაქვს სხვადასხვა ასორტიმენტის ხილ-ბოსტანი. სხვა მარკეტებისგან ასორტიმენტითაც განვსხვავდებით. გვაქვს ისეთი პროდუქტები რომელსაც „2ნაბიჯში“, „ნიკორაში“ „მაგნიტსა“ და მსგავს მარკეტებში ვერ ნახავთ.
ზოგადად მომწოდებლებს პირადად ვარჩევ. ესენი არიან მცირე მეწარმეები და ფერმერები, რომელთაც ხარიხიანი პროდუქცია აქვთ. ასევე ფლობენ შესაბამის დოკუმენტაციას, რომლის თანახმადაც პროდუქცია ჯანსაღია, არ შეიცავს გმო-ს. ვყიდულობთ ბიომეურნეობა „ელკანას“ პროდუქტებს. აქცენტი გვაქვს ადგილობრივი მეწარმეების მოსავალზე. რაც შეეხება ბიოპროდუქტს, ადგილობრივ ბაზარზე ნაკლებად აქვთ ფერმერებს. ვთანამშრომლობთ გერმანულ და იტალიელ მომწოდებლებთან, ესაა მარცვლეული, პურ-პროდუქტები, სასმელები“, - ამბობს „წისქვილი ბაზარის“ დირექტორი.
მისი თქმით, „წისქვილი ბაზარის“ სერვისი საშუალო და მაღალ სეგმენტზეა გათვლილი.
„ჩვენს ფილიალებში ფასები იგივეა, მაგრამ მომსახურება არის მაღალი ხარისხის და შესაბამისად მოთხოვნა იზრდება“, - ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი.
„წისქვილი ბაზარი“ სამი წელია ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებს. ერთი ფილიალი ვაკეშია, ხოლო მეორე 2023 წელს ავლაბარში გაიხსნა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.