მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7169.7
-0.0013
flag
AZN 1.5339
-0.0003
flag
CNY 38.933
0.0061
flag
EUR 2.9911
-0.0016
flag
GBP 3.4815
-0.0135
flag
KZT 58.32
-0.0022
flag
TRY 0.0534
-0.0002
flag
USD 2.6071
-0.0005
news banner

ციურიხსა და თბილისს შორის მგზავრთნაკადი 2025 წელს 43%-ით გაიზარდა - Edelweiss

news image
mbc image

Business Insider Georgia-მ Edelweiss-თან ექსკლუზიური ინტერვიუ მოამზადა, რომლის ფარგლებშიც კომპანიამ საქართველოსთან თანამშრომლობა შეაფასა და 2026 წლის მოლოდინებზე ისაუბრა. როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, გაზრდილი მგზავრთნაკადის ფონზე Edelweiss-ი აპრილიდან ფრენების სიხშირეს ზრდის. 

„გაყიდვები და მგზავრთა რაოდენობა მთლიანობაში შეესაბამებოდა ჩვენს მოლოდინებს სწორედ ამიტომ ჩვენ ვზრდით 2026 წლის აპრილიდან ფრენების სიხშირეს კვირაში სამ რეისამდე. განსაკუთრებით ძლიერი დინამიკა დაფიქსირდა საქართველოს ბაზრიდან. ჩვენთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო ის, რომ ქართველი მგზავრები აქტიურად ირჩევენ Edelweiss-ის რეისებს, მიუხედავად იმისა, რომ ავიაკომპანია აქამდე საქართველოში ნაკლებად იყო ცნობილი. ამ პროცესს მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი Swiss International Air Lines-თან პარტნიორობამ და Lufthansa Group-ის წევრობამ/აფილირებამ“, - აცხადებენ ავიაკომპანიაში. 

კომპანიაში განმარტავენ, რომ Edelweiss-ის ტარიფები მუდმივად კონკურენტუნარიანი და მიმზიდველია.

„ბევრი კონკურენტისგან განსხვავებით, სტანდარტულ ტარიფებში ყოველთვის შედის ჩაბარებული ბარგი და მაღალი ხარისხის კვება ბორტზე“, - აღნიშნავენ Edelweiss-ში.

ციურიხსა და თბილისს შორის მგზავრთნაკადი 2025 წელს 43%-ით გაიზარდა 2024 წელთან შედარებით. ახალი რეისის შედეგად, საქართველოს რამდენიმე ათასი დამატებითი ვიზიტორი ეწვია. „მოსალოდნელია, რომ ეს ზრდა გაგრძელდება 2026 წელსაც დამატებითი ფრენების ფონზე“, - აღნიშნავენ ავიაკომპანიაში.

 

 

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერ პრიზის გამარჯვებული გამოვლინდება

18.09.2026.17:34

მოიგე 1 000 ლარი ყოველდღე ან 10 000 ლარი სუპერპრიზი.

საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშება მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ყოველდღიურად 1 000 ლარის, ხოლო კამპანიის დასრულებისას, 10 000 ლარის ოდენობით სუპერპრიზის მფლობელები გახდნენ.

როგორ?

გათამაშებაში მონაწილეობისთვის საჭიროა, მომხმარებელმა მიღებული გზავნილი მობილბანკით ან ინტერნეტბანკით გაანაღდოს. თითოეულ განაღდებულ 150 ლარზე მომხმარებელი გათამაშების ერთ ბილეთს მიიღებს.

გათამაშებაში ჩართვა ემიგრანტებსაც შეუძლიათ. ამისთვის საჭიროა, გზავნილების პუნქტიდან გზავნილი საკუთარ თავს გაუგზავნონ. თანხა კი მობილბანკის ან ინტერნეტბანკის საშუალებით გაანაღდონ.

აღსანიშნავია, რომ უკვე გამოვლინდა გათამაშების 56 გამარჯვებული, რომელსაც 1000 ლარი გადაეცა. თუმცა, ამ კვირაში გამოვლინდება 7 გამარჯვებული - 1000 ლარის მფლობელი და გათამაშდება ერთი სუპერ პრიზი - 10 000 ლარის ოდენობით. 

როგორ ჩაერთო გათამაშებაში?

• გამოიყენე საქართველოს ბანკის მობილბანკი ან ინტერნეტბანკი გზავნილის მისაღებად;

• ყოველ განაღდებულ 150 ლარზე მიიღე გათამაშების ერთი ბილეთი;

• დააგროვე მეტი ბილეთი და მიიღე შანსი, მოიგო 1 000 ლარი ყოველდღე ან 10 000 ლარი სუპერ პრიზი.

„საქართველოს ბანკში მუდმივად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ჩვენს მომხმარებლებს ყოველდღიური ფინანსური სერვისებით სარგებლობისას კიდევ უფრო მეტი კომფორტი შევუქმნათ. ამასთან, გადავწყვიტეთ მომხმარებლისთვის გზავნილის მიღების პროცესი კიდევ უფრო მომგებიანი გაგვეხადა და მიგვეცა შესაძლებლობა, ყოველდღიურად 1 000 ლარის, ხოლო კამპანიის დასრულებისას, 10 000 ლარის ოდენობით სუპერპრიზის მფლობელები გამხდარიყვნენ. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ეს შანსი 21 სექტემბრის ჩათვლით გამოიყენონ. ჩვენ ვაგრძელებთ სერვისების განვითარებას, რათა თითოეული მომხმარებლის გამოცდილება მათთვის კიდევ უფრო სასარგებლო გავხადოთ“,- განაცხადა საქართველოს ბანკის ემიგრანტების საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, მარიამ ბექაურმა.

ინფორმაციისთვის, გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ბანკის ყველა სრულწლოვან მომხმარებელს, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, (საქართველოს ბანკის თანამშრომლების გარდა).

გათამაშებაში მონაწილე ქვეყნების ჩამონათვალი და კამპანიის სრული პირობები 

იხილეთ ბმულზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა