მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„ცივის ყველი“ საექსპორტო არეალის გაფართოებაზე მუშაობს

news image
mbc image

ცივის ყველი -Tsivis Kveli,  რომელსაც ოპერირების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, საექსპორტო არეალის გაფართოებაზე მუშაობს. როგორც Business Insider Georgia-სთან „ცივის ყველის“ წარმომადგენელმა ნიკა ღაღაშვილმა განაცხადა, ყველის ექსპორტზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან და ჩინეთთან. რაც შეეხება აშშ-ში „ცივის ყველის“ ექსპორტს, წელს ზრდა 15%-ის დონეზეა.

„მიმდინარე წელს აშშ-ში ექსპორტის კუთხით ზრდა გვქონდა - მცირე, მაგრამ მაინც ზრდა იყო. ჩვენი პროდუქცია აშშ-ში ერთ-ერთ იმპორტიორ კომპანიას შეაქვს და შემდეგ თავად ანაწილებს ქსელში. აშშ-ში გადის: ტრადიციული ქართული ყველი, სულგუნი, შებოლილი სულგუნი, დაწნული ყველი, ჩხირები და ერთ-ერთი ჩვენი იმპროვიზაცია - სულგუნი შავ ღვინოში.

ექსპორტთან დაკავშირებით ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები დუბაიში და ჩინეთთან. ჩინეთში შებოლილ ყველზე არის მოთხოვნა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ საქართველოს ბაზარზე გვქონდეს კონცენტრაცია, თუმცა საექსპორტო მოთხოვნასაც ვაკმაყოფილებთ“, - განმარტავს ნიკა ღაღაშვილი.

„ცივის ყველი“ დღეისათვის ძალიან ბევრ ობიექტში იყიდება. კომპანიას პროდუქცია შეაქვს „კარფურშიც“. „ცივის ყველი“ ბაზარზე 7 სახეობის ყველითაა წარმოდგენილი და თითო სახეობა დაახლოებით 10 ნაირსახეობას აერთიანებს.

„ცივის ყველის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ კომპანია ხარისხზეა ორიენტირებული და ამიტომ ნედლეულს, ანუ რძეს საშუალო და დიდი ზომის ფერმებიდან იბარებს.

„ყველის ბაზარი სეზონურია. ზაფხულში მაღალი მოთხოვნაა, ზამთარში შედარებით ნაკლები. წლევანდელ ზაფხულზე მოთხოვნა დაახლოებით 10%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ზამთარს, „კარფურში“ გავაგრძელეთ შეტანა და დაახლოებით 10%-იან ზრდას ველით“, — აღნიშნავს კომპანიის წარმომადგენელი.

დღეისათვის საწარმო თვეში 3-დან 3.5 ტონამდე ყველს აწარმოებს, თუმცა პოტენციალი დაახლოებით 10 ტონა ყველია.

„ცივის ყველი“ საწარმოო პროცესის გასაცნობად ვიზიტორებსაც იღებს და ამ მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობს ტურისტულ კომპანიებთან. უცხოელ სტუმრებსაც აქტიურად მასპინძლობს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა