მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

წყალი მთის და PSG 2025 წლის UEFA-ს ჩემპიონთა ლიგაში პირველ და ისტორიულ გამარჯვებას ერთობლივად აღნიშნავენ

news image
mbc image

წყალი მთის და Paris Saint-Germain-ი 2025 წლის UEFA-ს ჩემპიონთა ლიგაში პირველ და ისტორიულ გამარჯვებას აღნიშნავენ. შესაბამისი პოსტერი წყლის მწარმოებელმა კომპანიამ სოციალურ ქსელში განათავსა.

როგორც ცნობილია, ფრანგულმა საფეხბურთო კლუბმა (PSG) Coca-Cola Bottlers Georgia-ს პორტფოლიოში მყოფ წყალი მთის-თან ახალი პარტნიორობა დაიწყო.

როგორც Business Insider Georgia მაშინ წერდა, გაფორმდა 4 წლიანი მასშტაბური მნიშვნელობის პარტნიორობა წყალი მთის ბრენდსა და საფეხბურთო კლუბ Paris Saint-Germain-ს შორის.

წყალი მთის საქართველოში Coca-Cola-ს ფლაგმანი ბრენდია. როგორც კლუბში განმარტავდნენ, ის სრულად განასახიერებს საქართველოს გაბედულ და გამძლე სულისკვეთებას, ამავდროულად გადმოსცემს ავთენტურობისა და ენერგიის ღირებულებებს, რომლებიც ყველასთვის ძვირფასია Paris Saint-Germain-ისთვის. ამ პარტნიორობის საშუალებით, Paris Saint-Germain აძლიერებს თავის ვალდებულებას, შესთავაზოს ექსკლუზიური გამოცდილება თავისი გლობალური გულშემატკივრებისთვის. .

ცნობისათვის 2024 წელს წყალი მთის გაყიდვები ორნიშნა მაჩვენებლით გაიზარდა. 2024 წელს 2023 წელთან მიმართებაში ბრენდს 47% ზრდა ჰქონდა, ხოლო ადგილობრივი წყლის ბაზარი დაახლოებით 7%-იანი ზრდით არის დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ბოლოს Coca-Cola Bottlers Georgia-მ ახალ ქარხანაში „მთის" წყლის 0%-იანი ბრომატით გამოშვება დაიწყო, რომლის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 30 მილიონ ლარამდეა.

აღსანიშნავია, რომ მწარმოებელი წყლის ხარისხს დიდ ყურადღებას აქცევს და პროდუქციას თანამედროვე სტანდარტებით აწარმოებს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა