მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

წყალმომარაგება საქართველოსთვის მხოლოდ კომუნალური სერვისი აღარ არის, იგი ქვეყნის უსაფრთხოების, ეკონომიკისა და განვითარების საფუძველია - GWP-ის კომუნიკაციების დირექტორი

news image
mbc image

წყალმომარაგება საქართველოსთვის მხოლოდ კომუნალური სერვისი აღარ არის, იგი ქვეყნის უსაფრთხოების, ეკონომიკისა და განვითარების საფუძველია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას კომპანია GWP-ის კომუნიკაციების დირექტორმა ეკა ბერიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა უკვე იმ ეტაპზეა, როდესაც დარგში არსებული გამოწვევების სწრაფად დაძლევა და პროგრესის დაჩქარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან წყალმომარაგება პირდაპირ უკავშირდება ეკონომიკის სხვა სექტორების. ეკა ბერიძის განმარტებით, ფორუმის ჩატარების იდეა სწორედ ამ საჭიროებიდან გამომდინარეობდა და მას სრული მხარდაჭერა ჰქონდა როგორც კომპანიის მენეჯმენტის, ისე მარეგულირებლისა და მთავრობის მხრიდან.

„წყალმომარაგება ჩვენთვის დღეს არის უსაფრთხოების საფუძველი, ეკონომიკის საფუძველი, განვითარების საფუძველი. ვფიქრობ, ყოველ შემთხვევაში იმ ადამიანებისთვის, ვინც წყალმომარაგების ან მომიჯნავე დარგებშია ჩართული. საქართველო უკვე მივიდა იმ ეტაპზე, როდესაც საჭიროა გამოწვევების სწრაფად დაძლევა და რაც შეიძლება სწრაფი პროგრესი წყალმომარაგების დარგში.

გარდა მოსახლეობის უსაფრთხოების და კეთილდღეობისა, წყალმომარაგება დაკავშირებულია ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით ყველა სხვა დარგთან, მათ შორის მაგალითად მშენებლობასთან. ეს დარგები ვერ განვითარდება, თუ წყალმომარაგებაში არ იქნება დაძლეული არსებული გამოწვევები და თუ ჩვენ სწრაფი და დიდი ნაბიჯებით არ წავალთ წინ. სწორედ ეს იყო ჩვენი მთავარი სტიმული. სწორედ აქედან წამოვიდა ეს იდეა. მივიღეთ ძალიან ძლიერი მხარდაჭერა თვითონ "აქვალიას" მაღალი რგოლის მენეჯმენტისგან. სრული მხარდაჭერა გვქონდა მარეგულირებელი კომისიისგან და პირადად თავმჯდომარისგან. სრული მხარდაჭერა გვქონდა ინფრასტრუქტურის მინისტრისგან. მომზადების პროცესმა დაგვანახა ის, რომ მხოლოდ ჩვენ კი არა, მხოლოდ სემეკი კი არა, არამედ მთავრობაც კარგად ხედავს ამ საჭიროებებს. ანუ ძალიან კარგად დაემთხვა ჩვენი ხედვები და ინტერესები. შევხვდით წინასწარ ეკონომიკის მინისტრს, შევხვდით წინასწარ ინფრასტრუქტურის მინისტრს, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, სემეკს რამდენჯერმე და მივხვდით, რომ ჩვენ ვართ ერთ გზაზე.

ძალიან დიდხანს ვამზადებდით ამ ფორუმს. ყველა აქტორთან ჩვენ გვქონდა ხანგრძლივი ასე ვთქვათ წინა კომუნიკაცია. ყველასგან იყო სრული მხარდაჭერა“, - აცხადებს ეკა ბერიძე.

GWP-ის კომუნიკაციების დირექტორის თქმით, წყლის მომავლის საერთაშორისო ფორუმი ერთჯერადი ღონისძიება არ ყოფილა და პლატფორმაზე განხილულ კონკრეტულ თემებს გაგრძელება ექნება როგორც სამუშაო პროცესის, ისე მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი შედეგების თვალსაზრისით.

„სიურპრიზი იყო ჩემთვის ასეთი მხარდაჭერა, თორემ წინააღმდეგი რომ არავინ იქნებოდა ვიცოდით. მივხვდი, რომ ყველა გრძნობს ამ საჭიროებას. ანუ ყველა გრძნობს, რომ ამ ეტაპზე საქართველოსთვის მნიშვნელოვანია კარგად გამართული წყალმომარაგების დარგი.  ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და დღეს ამ გადასახედიდან სრული დამაჯერებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ფორუმი იყო აბსოლუტური სინერგიის შედეგი. ეს არ იყო მხოლოდ GWP-ის ან "აქვალიას" დამსახურება. რომ არა ყველა აქტორი, ვინც ჩვენ ჩავრთეთ ასე ვთქვათ იდეის განხორციელებაში, ასეთი ეფექტური და რაც მთავარია ასეთი არაფორმალური არ გამოვიდოდა ფორუმი. ​არაფორმალობაში რას ვგულისხმობ კარგად იცით, რომ ტარდება ბევრი სხვადასხვა სახის კონფერენცია, ფორუმი - რაც კარგია, მაგრამ ერთჯერადი აქტებია. 

ეს ფორუმი არ იყო ერთჯერადი აქტი. ეს ფორუმი იყო ის პლატფორმა, სადაც ჩვენ ბევრ, მაგრამ ძალიან კონკრეტულ მნიშვნელოვან საკითხებზე ვიმსჯელეთ და ამას აუცილებლად ექნება გაგრძელება, როგორც პროცესის თვალსაზრისით, როგორც სამუშაოების, ურთიერთკავშირის თვალსაზრისით, ასევე იმ შედეგების თვალსაზრისით, რომელსაც ჩვენ დავინახავთ ახლო მომავალშიც, ასე ვთქვათ საშუალო ვადაშიც და გრძელვადიანში კიდევ უფრო მეტად“, - აცხადებს ეკა ბერიძე.

პირველი ღია, ისტორიული დიალოგი წყალმომარაგების თემებზე საქართველოში-წყლის მომავლის საერთაშორისო ფორუმი გლობალური კვალიფიციური ინვესტორის და ოპერატორის „აქვალიას“ და GWP-ის ინიციატივით გაიმართა. მაღალი დონის ღონისძიებაზე იმსჯელეს წყლის რესურსის ხელმისაწვდომობაზე, ეფექტიან და პროგნოზირებად  რეგულაციებზე სამართლიანი გარემოს შექმნის მიზნით, აუცილებელ ინვესტიციებზე და რეფორმებზე, რომელიც  ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას , გახდეს რეგიონული ლიდერი წყალმომარაგების დარგში. 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა