წლის ბოლომდე ელექტროენერგიის მოხმარების კუთხით ზრდა 4-5%-ის ნიშნულზე შენარჩუნდება - მარიამ ჩახვაშვილი
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება მზარდია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსმა, მარიამ ჩახვაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მაისში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 3.6%-ით გაიზარდა, ხოლო ხუთი თვის საშუალო ზრდამ დაახლოებით 6% შეადგინა. მისივე თქმით, წლის ბოლომდე მოხმარების ზრდა სავარაუდოდ 4-5%-ის ფარგლებში შენარჩუნდება, რასაც როგორც ეკონომიკური აქტივობა, ისე სეზონური ფაქტორები განაპირობებს.
„საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება მზარდია. მაისში 3.6-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო პირველი 5 თვის საშუალო მაჩვენებელმა, თუ სწორად მახსოვს, 6% შეადგინა. ეს მაღალი მაჩვენებელი მეტწილად იანვარსა და თებერვალში დაფიქსირებულმა მკვეთრმა მატებამ განაპირობა, რადგან წელს საკმაოდ ცივი ზამთარი დაემთხვა.
ზოგადად, ჩვენი გრძელვადიანი პროგნოზით, წლის განმავლობაში მოხმარების ზრდა, როგორც წესი, 3.5%-ის ფარგლებშია ხოლმე, თუმცა წელს, მთლიანობაში თუ შევაფასებთ, ეს მაჩვენებელი ცოტა უფრო მაღალია. ბევრწილად იმაზეც იქნება დამოკიდებული, თუ როგორი და რამდენად ცხელი ზაფხული გვექნება და როგორ გაიზრდება კონდიცირებისთვის საჭირო ელექტროენერგიის მოხმარება, თუმცა წლის ბოლომდე მატება, სავარაუდოდ, მაინც 4-5 პროცენტის ნიშნულზე შენარჩუნდება“, - აღნიშნა მარიამ ჩახვაშვილმა.
სხვა სიახლეები
Dressup-ი იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
20.08.2026.18:57
საქართველოს ბანკის მიერ პარასპორტსმენების მხარდასაჭერად შექმნილ კამპანიას Dressup-ი შეუერთდა.
Dressup-ი იმსახურებს ჩემპიონს. კომპანიამ პარალიმპიელ ჩემპიონთან, ლიკუნა ჩაჩიბაიასთან დაიწყო თანამშრომლობა.
"ჩვენთვის სპორტი ერთი დიდი სიყვარულია, რომელიც ახალ-ახალი შესაძლებლობებით საზრდოობს. ამ კამპანიაში მონაწილეობით კი იმ ამბის თხრობას შემოვუერთდით, რომელსაც, გვჯერა, უსაზღვრო სიყვარული სდევს თან,” - აღნიშნავს ლევან ლეკიშვილი, Dressup-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
საქართველოს ბანკის კამპანიის შესახებ:
ქართველი პარასპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებას აღწევენ. ისინი იგებენ მედლებს, ამყარებენ მსოფლიო რეკორდებს და წერენ ისტორიას. თუმცა, პარალიმპიადის დასრულების შემდეგ, მათი ისტორიები და გამარჯვებები ყურადღების მიღმა რჩება.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი, როგორც პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი, მიზნად ისახავს, პარასპორტსმენებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ამ პროცესში ბრენდების შემოერთებას. კამპანიის მიზანია, პარალიმპიელმა ჩემპიონებმა მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ. საქართველოს ბანკის კამპანია Art & Qopy დუეტთან თანამშრომლობით შეიქმნა.
ჩემპიონები მზად არიან. ახლა ბრენდების ჯერია
კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია, რომელშიც ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ადგილას კი მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“
კითხვა ქართული ბიზნესისთვის გამოწვევად იქცევა - შეავსონ ცარიელი ადგილი, და დაიწყონ ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან პარტნიორობა.