მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

წლის ბოლომდე წარმოდგენილი ვიქნებით „ნიკორა სუპერმარკეტის“ 200 ფილიალში - „ჯამბო“

news image
mbc image

„ჯამბო“ არის პირველი ქართული ყავის ბრენდი, რომელიც სულ რამდენიმე თვეა ოპერირებს ბაზარზე. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia ნიკორა ტრეიდის ყავის განვითარების ხელმძღვანელს თათია ზარქუას ესაუბრა. 

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

„ჯამბო" არის პირველი ქართული ყავის ბრენდი, რომელიც მომხმარებელს ადგილობრივად მოხალულ ყავას სთავაზობს სუპერმარკეტში. ბრენდი 2025 წლის აპრილში გავუშვით და დღეს უკვე წარმოდგენილია „ნიკორა სუპერმარკეტის" ქსელში, 150-მდე ლოკაციაზე. „ჯამბო" მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, ხელმისაწვდომ და ყოველთვის ახალმოხალულ ყავას.

როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?

ჩვენს Coffee Box-ში მომხმარებლებს ყავის ფართო ასორტიმენტი ელოდებათ, ასევე ცხელი შოკოლადის არჩევანიც. ყავის მოყვარულებისთვის გვაქვს მრავალფეროვანი სახეობები: ესპრესო, ორმაგი ესპრესო, ამერიკანო, ორმაგი ამერიკანო, კაპუჩინო, ფლეთ უაითი, ლატე და ლატე დარიჩინით. რაც შეეხება ცხელი შოკოლადს, გვაქვს როგორც კლასიკური ცხელი შოკოლადი, ასევე ცხელი შოკოლადი დარიჩინით.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

მოთხოვნა მაღალია და ყოველდღიურად იზრდება. მომხმარებლები სუპერმარკეტში ყავის შეძენას კომფორტულ და ბუნებრივ პროცესად აღიქვამენ. „ჯამბომ" უკვე მოახერხა იმის დამტკიცება, რომ მაღაზიაშიც შესაძლებელია ისეთივე მაღალი ხარისხის ყავის დალევა, როგორიც კაფეში.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

„ჯამბო" არის პირველი ქართული ბრენდი, რომელიც სუპერმარკეტში მომხმარებელს ადგილობრივად მოხალულ ყავას სთავაზობს. მთავარი უპირატესობაა ხარისხისა და ხელმისაწვდომობის ერთდროული შეთავაზება, ყავის წარმოების სრული ციკლი - მარცვლის შერჩევიდან მოხალვამდე და მომხმარებლამდე მიწოდებამდე, ასევე სტაბილური გემო, რომელსაც რობოტიზებული Coffee Box-ები უზრუნველყოფს.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

სამომავლოდ „ჯამბო" გეგმავს გაფართოებას და წლის ბოლომდე „ნიკორა სუპერმარკეტის" 200 ფილიალში იქნება წარმოდგენილი. მიმდინარე წელს ასევე ჩაეშვება „ჯამბოს" ბრენდით წარმოდგენილი სხვადასხვა სახეობის ყავის მარცვალი, მათ შორის უკოფეინოც. პროდუქცია ხელმისაწვდომი იქნება რამდენიმე ფორმატში, როგორც ყავის მარცვალი, ასევე დაფქული ყავა ნალექიანი ყავისთვის. კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე გველის წელს: ასორტიმენტს დაემატება მაჩა ლატე და ჩაი ლატე, რაც სუპერმარკეტის მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი გამოცდილება იქნება. საბოლოო მიზანია, საქართველოში ყავის კულტურა კიდევ უფრო განვითარდეს და „ჯამბო" ყოველდღიური ჩვევის განუყოფელ ნაწილად იქცეს.

ცნობისთვის, ამჟამად "ჯამბო" მხოლოდ თვითმომსახურების აპარატების სახით არსებობს. კომპანია ყავის იმპორტს, ძირითადად, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან ახორციელებს, როგორიცაა ეთიოპია, კენია, ბრაზილია, კოლუმბია.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა