„წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თანამედროვე ეკონომიკაში ქალთა მონაწილეობა დღეს უკვე პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ ზრდასთან, ინოვაციებთან და ბიზნესის მდგრად განვითარებასთან. შესაბამისად, სულ უფრო იზრდება იმ ინიციატივების რაოდენობა, რომლებიც ქალთა გაძლიერებას, პროფესიული შესაძლებლობების გაფართოებასა და ინკლუზიური სამუშაო გარემოს შექმნას ისახავს მიზნად. სწორედ ქალთა გაძლიერების ინიციატივების დანერგვისთვის მიიღო „თეგეტა ჰოლდინგმა“ ჯილდო.

გენდერული თანასწორობის საკითხებზე სასაუბროდ გაერთიანდნენ ბიზნესლიდერები, საერთაშორისო პარტნიორები და დარგის ექსპერტები EBA4Women Signature Forum-ზე, რომელიც ევროპული ბიზნესასოციაციის ორგანიზებით გაიმართა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ კორპორაციული გამოცდილების გაზიარებას, რომელიც ბიზნესსექტორისთვის სამაგალითოა. ამ მნიშვნელოვან პლატფორმაზე საკუთარი სტრატეგიული მიდგომებით წარდგა „თეგეტა ჰოლდინგი“. კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გამართულ პანელურ დისკუსიაზე ისაუბრა. „თეგეტას“ საქმიანობის 30-წლიან ისტორიაში ის პირველი ქალი CEO-ა, რომელიც ჰოლდინგს ჩაუდგა სათავეში.

ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „2019 წლიდან „თეგეტა“ გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერია. ამ გზაზე უკვე წლებია, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა ჩვენი ჩართულობა ქალთა გაძლიერების პროცესში კიდევ უფრო აქტიური და ეფექტიანი გავხადოთ. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა კომპანიაში დასაქმებულთა 75%-ს კაცები შეადგენენ. ჩვენთვის თანამშრომლებს შორის ინკლუზიური და თანასწორი გარემოს ჩამოყალიბება უმნიშვნელოვანესია. შესაბამისად, ვგეგმავთ და ვახორციელებთ გენდერული თანასწორობის მიმართულებით მრავალფეროვან ინიციატივებს, ვქმნით ისეთ გარემოს, რომელიც, ერთი მხრივ, ჩვენი გუნდის წევრებს საკუთარი თავის რეალიზების საშუალებას აძლევს, ხოლო მეორე მხრივ, საავტომობილო ინდუსტრიაში ქალ პროფესიონალებს იზიდავს. ეს კი უკვე აისახება გაუმჯობესებულ ციფრებსა და გარემოში“.
„ბიზნესგადაწყვეტილებები ინკლუზიური ზრდისთვის - მზრუნველობაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო“ - ასე ერქვა პანელურ დისკუსიას, რომლის ფარგლებშიც ეკატერინე ქავთარაძემ „თეგეტას“ ქალთა გაძლიერების პროგრამები დეტალურად წარადგინა.

„თეგეტაში“ ამჟამად 600 ქალი თანამშრომელია. ესენი არიან არა მხოლოდ მენეჯერები, არამედ ავტომექანიკოსები, ინჟინრები, სერვისის მრჩევლები. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ტრანსფორმაცია ტოპ-მენეჯმენტში, სადაც ქალთა წარმომადგენლობა 18%-დან 32.35%-მდე გაიზარდა.
„დიდ ყურადღებას ვუთმობთ ქალთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი როლი აქვს „თეგეტა აკადემიას“ - პროფესიული განათლების პლატფორმას, რომელიც ქალებს სთავაზობს ტექნიკურ პროფესიებში კვალიფიკაციის ამაღლების კურსებსა და დასაქმების პირდაპირ შესაძლებლობას. მაგალითად, გასული წლის მონაცემებით „თეგეტა აკადემიის“ სასწავლო პროცესში ჩართულთა 21% ქალია. ამასთანავე, კომპანიაში მოქმედებს მენტორობისა და ლიდერის თვისებების განვითარების პროგრამები, რომლებიც თანამშრომლებს კარიერულ წინსვლაში მხარდაჭერას სთავაზობს და ქალებში ლიდერის პოტენციალის გაძლიერებას უწყობს ხელს“, - ამბობს ეკატერინე ქავთარაძე.
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ფორუმზე „თეგეტას“ მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა განმარტა, რომ კომპანიაში განსაკუთრებული აქცენტი ინკლუზიური და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე კეთდება.
,,თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ,,თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentlye, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. ,,თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. ,,თეგეტა ჰოლდინგი”, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
სხვა სიახლეები
ჩემთვის და ჩემი ჰოლდინგისთვის, Block Stone Capital-ისთვის, საამაყოა, რომ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული საერთაშორისო დეველოპერული პროექტის “Trump Tower Tbilisi”-ის განხორციელებას ჩავუყარეთ საფუძველი და მისი მშენებლობის პროცესს დავუდეთ დასაბამი | ლაშა კვაჭაძე
16.09.2026.13:26
ჩემთვის და ჩემი ჰოლდინგისთვის, Block Stone Capital-ისთვის, საამაყოა, რომ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული საერთაშორისო დეველოპერული პროექტის “Trump Tower Tbilisi”-ის განხორციელებას ჩავუყარეთ საფუძველი და მისი მშენებლობის პროცესს დავუდეთ დასაბამი, - აცხადებს ლაშა კვაჭაძე, Block Stone Capital-ის დამფუძნებელი.
,,დარწმუნებული ვარ, ეს მასშტაბური პროექტი საქართველოს მსოფლიო დეველოპერულ რუკაზე კიდევ უფრო გამორჩეულ ადგილს დაუმკვიდრებს და ჩვენი ქვეყნის უძრავი ქონების ბაზრის საერთაშორისო ცნობადობის ზრდას შეუწყობს ხელს", - ამბობს ლაშა კვაჭაძე.
ცნობისთვის, Trump Tower საქართველოშია! 2 მილიარდი დოლარის ღირებულების გენგეგმა 7 ჰექტარზე, თბილისის ცენტრალური პარკის მიმდებარედ იშლება - 600,000 კვ.მ სამშენებლო ფართობითა და 6 შენობით. ამ მასშტაბურ კომპლექსში პირველი სწორედ Trump Tower Tbilisi აღიმართება - 280 მეტრის სიმაღლისა და 62-სართულიანი არქიტექტურული ნიშნული.
პროექტს Archi და Invia ერთობლივად ახორციელებენ. ორმა წამყვანმა ქართულმა კომპანიამ უდიდესი როლი ითამაშა თანამედროვე თბილისის არქიტექტურული სახის ჩამოყალიბებაში.