მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ცნობადობა, ხარისიხი და პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე რეალიზაცია „ფრუტ ლოჯისტიკა“-ს 2025 წლის მთავარი პრიორიტეტებია

news image
mbc image

„გურმანიას“ ბრენდით წარმოებული ქართული პროდუქცია უკვე ევროპის ბაზარზე იყიდება. ამის შესახებ Business Insider Georgia -ს „ფრუტ ლოჯისტიკის“ პიარისა და მარკეტინგის მენეჯერმა ხათუნა კიღურაძემ განუცხადა. მისივე თქმით, „ფრუტ ლოჯისტიკამ“, რომელიც ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმოს მფლობელი კომპანიაა, პირველი ექსკლუზიური ხელშეკრულება გააფორმა ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, სადაც 22 სახეობის პროდუქცია გაიგზავნა.

კომპანიის ასორტიმენტი საკმაოდ მრავალფეროვანია.

„როგორც ცნობილია, კომპანია მთლიანობაში 60-მდე დასახელების პროდუქტს აწარმოებს, მათ შორის, კომპოტებს, წვენებს, მურაბებს, ჯემებს, საწებლებს, მწნილებს და სადილებს. აღსანიშნავია, რომ „გურმანიას“ პროდუქცია წარმოდგენილია ისეთი განსხვავებული ასორტიმენტით, როგორიცაა ვარდის, გოგრის, გირჩის, წიწაკის მურაბა, ქლიავის ან ატმის საწებელი, გახეხილი ქაცვი, ფორთოხლის კონფიტიურე, გოგრის სადილი, ცხარე ჭარხალი, როგორც აჯიკა და სხვა. ბრენდი „გურმანია“ არის გამორჩეული და ნატურალური გემოების ერთი დიდი ოჯახი, ასევე, განსხვავებული, სახასიათო ვიზუალით შეფუთვის კონცეფციიდან გამომდინარე“, - აცხადებს კომპანიის  ხათუნა კიღურაძე.

კომპანია აქტიურად გეგმავს წარმოებისა და ექსპორტის ზრდას.

„გასულ წელს კომპანიამ მონაწილეობა მიიღო კვების ინდუსტრიის ორ უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაში დუბაისა და შანხაიში. გამოფენებზე „გურმანიას“ პროდუქციის მიმართ პოტენციურმა პარტნიორებმა განსაკუთრებული ყურადღება გამოხატეს, რომლებიც დაინტერესებულები არიან ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე გაყიდვებით.

შესაბამისად, მიმდინარე წლისთვის კომპანია გეგმავს წარმოების გაზრდას ნახევარ მილიონ ქილამდე, რომლის დიდი წილი ექსპორტზე გაიგზავნება, ასევე,  „ფრუტ ლოჯისტიკა“ აქტიურად განაგრძობს მონაწილეობას საერთაშორისო გამოფენებში „გურმანიას“ ბრენდის პოპულარიზაციისთვის და პარტნიორების მოსაზიდად. სწორედ ცნობადობის გაზრდა, ხარისიხი და პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე რეალიზაცია იქნება ის მთავარი პრიორიტეტი, რასაც წლის გამოწვევაც შეგვიძლია ვუწოდოთ კომპანიისთვის “, - აღნიშნავს კომპანიის პიარისა და მარკეტინგის მენეჯერი ხათუნა კიღურაძე.

 „ფრუტ ლოჯისტიკამ“  ქართული ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო 2022 წელს დააფუძნა და ISO 22 000 და HACCP სისტემებიც დანერგა. მომავალ წლებში კომპანია, ასევე, გეგმავს წარმოების გაზრდას და მეტ ქართველ ფერმერთან თანამშრომლობას „გურმანიას“ პროდუქციისთვის ქართული ნედლეულის მისაღებად.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა