მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ცნობილი საერთაშორისო კრუიზული კომპანიების სერვისები უფრო ხელმისაწვდომი გახდა - Express Voyage-მა საქართველოში ოპერირება დაიწყო

news image
mbc image

უკრაინაში დაფუძნებულმა კომპანია Express Voyage-მა საქართველოში შვილობილი კომპანია M Cruise დააფუძნა და საქართველოდან და ზოგადად რეგიონიდან ცნობილი საერთაშორისო კრუიზული კომპანიების სერვისების გაყიდვა დაიწყო.
როგორც Business Insider Georgia-სთან Express Voyage-ის კავკასიის რეგიონში წარმომადგენელმა ლალი ბეშკენაძემ განაცხადა, Express-voyage არის Royal Caribbean International-ის, Celebrity Cruises-ის, Azamara-ს, Silversea-ს ოფიციალური წარმომადგენელი, ასევე Costa Cruises-ის, Norwegian Cruise Line-ს, MSC Cruises-ის და Celestyal-ის პარტნიორი კომპანია.
ბეშქენაძის თქმითვე, სპეციალურად საქართველოს ბაზრისთვის შეიქმნა კრუიზების დაჯავშნის პლატფორმა www.mcruise.ge, სადაც ონლაინ რეჟიმში არის შესაძლებლობა დავჯავშნოთ და მივიღოთ სრული ინფორმაცია კრუიზის, საკრუიზო ლაინერის და მომსახურების შესახებ. 

„გაყიდვები უკვე დავიწყეთ და აქტიურად ვთანამშრომლობთ ადგილობრივ ტურისტულ სააგენტოებთან. აშკარად სახეზეა მზარდი მოთხოვნა და ინტერესი საკმაოდ მაღალია. ზაფხულის სეზონისთვის დაინტერესება კიდევ უფრო გაიზრდება. 

რადგანაც ევროპასთან გაქვს უვიზო მიმოსვლა ინტერესი უფრო ევროპის პორტებიდანაა, თუმცა მოთხოვნაა ამერიკის და აზიის საკრუიზო მიმართულებებზეც. თუმცა ძირითადი მაინც ევროპაა. დღეისათვის ჩვენს შემთხვევაში ყველაზე მოთხოვნადა ბარსელონიდან გასვლა, რომელიც საბოლოო ჯამში 7 დღეს აერთიანებს. 

რაც შეეხება ფასებს, დამოკიდებულია თუ რამდენი ხნით ადრე ყიდულობ. რაც უფრო შორს ჯავშნი, მით უფრო კარგ ფასშია შემოთავაზება. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც „ბოლო წუთის“ ჯავშანიც საკმაოდ კარგი ფასით შეიძლება იყიდო“, - აცხადებს ლალი ბეშკენაძე.

მისივე განმარტებით, დღეისათვის ივნისზე 2 ადამიანზე კაიუტა საშუალოდ 1200 ევროა. აღნიშნული ტარიფი მოიცავს მხოლოდ საკრუიზო ლაინერის მომსახურებას. 

„საკრუიზო მოგზაურობა თანდათან უფრო პოპულარული ხდება და მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ერთი გასვლით 5-7 ქალაქს ნახულობ. არის კრუიზი, რომელსაც იტალიიდან იწყებ და ნახულობ საბერძნეთს, ესპანეთს, შეუძლია ნახო ხორვატიაც“, - ამბობს  Express Voyager-ის კავკასიის რეგიონში წარმომადგენელი.

ლალი ბეშკენაძის თქმით, უკვე აქტიურად დაწყებულია  შემოდგომის ჯავშნების მიღებაც. 
„შემოდგომით ის მიმართულებებია აქტუალური, რომელიც ზაფხულში არაა აქტიური. იგივე ლათინური ამერიკა, კარიბის ზღვის აუზი, აბუ დაბი-დუბაის მხარეც საკმაოდ საინტერესოა“, - ამბობს ლალი ბეშკენაძე.
 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა