მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ცოდნა ზრდის საზღვრებს - გახდით საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლეთ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში

news image
mbc image

თუ საზღვარგარეთ სწავლა თქვენი მიზანია, საქართველოს ბანკი შესაძლებლობას გაძლევთ, მიზანი რეალობად აქციოთ.

CHEVENING-ის, Fulbright-ისა და ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის ფარგლებში, საქართველოს ბანკმა ჯამურად 60-მდე გამარჯვებული გამოავლინა, რომლებსაც დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლა სრულად დაუფინანსა.

CHEVENING

საქართველოს ბანკი უკვე 10 წელზე მეტია, CHEVENING-ის სასტიპენდიო პროგრამის პარტნიორია და პროექტის ფარგლებში, ყოველწლიურად საკუთარ რჩეულს ასახელებს და მათ ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო საფეხურზე სწავლას და მასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ხარჯებს სრულად უფინანსებს. 

Fulbright

Fulbright-ის ფარგლებში, აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში, ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლებლად, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად საკუთარ გამარჯვებულებს ავლენს და მათ სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს 100%-ით უფინანსებს.

ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია MASE-ში

კრეატიული ინდუსტრიით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის კი, საქართველოს ბანკი, Miami Ad School-თან ერთად, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს. მის ფარგლებში, ყოველწლიურად ერთ გამარჯვებულს ავლენენ და ბერლინში, Miami Ad School Europe-ში Art Direction-ისა თუ Copywriting-ის ორწლიან პროგრამაზე სრული დაფინანსებით სწავლის შესაძლებლობას აძლევენ.

ცოდნა ზრდის საზღვრებს

„ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, საქართველოს ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს,  რათა ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს, ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად და მიღებული ცოდნით, საკუთარი წვლილი შეიტანონ უკეთესი მომავლის შექმნის პროცესში. ჩვენს ინიციატივებს შორისაა სამი საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამა, რომელთა დახმარებით, უკვე 60-მდე ახალგაზრდას მიეცა შესაძლებლობა, ესწავლათ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სრული დაფინანსებით. ჩვენ არ ვჩერდებით და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში აღნიშნული პროგრამების მიმართ დაინტერესება კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკის CSR გუნდში.

ინფორმაციისთვის, აღნიშნულ პროექტს სიცოცხლის ხის ფონდი ახორციელებს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით. ფონდი 2008 წელს დაარსდა და დღემდე ისეთი სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტების მიმართულებით მუშაობს, როგორიცაა განათლება, გარემოს დაცვა და შშმ პირების მხარდაჭერა.

თუ გსურთ, გაიგოთ მეტი საქართველოს ბანკის მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივების შესახებ, ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge და აღმოაჩინეთ ახალი შესაძლებლობები!

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა