ცოცხალ რეჟიმში ღია ბანკინგის პირველი გადარიცხვა განხორციელდა
მიხეილ კაპანაძე : „ღია ბანკინგი უკვე სრული სიმძლავრით მუშაობს.“
საქართველოს საბანკო ასოციაციის, ეროვნული ბანკისა და ღია ბანკინგის ლიცენზიის მფლობელი პირველი ფინტექ კომპანია Keepz-ის ორგანიზებით გამართულ ერთობლივ ღონისძიებაზე ცოცხალ რეჟიმში ღია ბანკინგით პირველი გადარიცხვა განხორციელდა.
როგორც საქართველოს საბანკო ასოციაციის ღია ბანკინგის პროექტის დირექტორმა, მიხეილ კაპანაძემ შეხვედრაზე განაცხადა, ღია ბანკინგის ეკოსისტემაში ახალი ეტაპი დაიწყო.
„ჩვენ შემოგვემატა ახალი ტიპის წევრი - პირველი არასაბანკო ტიპის პროვაიდერი - keepz და თუ აქამდე,მხოლოდ საუბარი შეგვეძლო იმაზე, რომ ერთ მშვენიერ დღეს ეს აუცილებლად მოხდებოდა - ეს დღე ახლა უკვე დადგა.
ღია ბანკინგის ერთ-ერთი მთავარი შესაძლებლობა - ფულადი ტრანზაქციების განხორციელება, ამიერიდან რეალობაა. აღვნიშნავ იმასაც, რომ ღია ბანკინგის იდეა არის ის, რომ საბანკო სერვისები უფრო ღია გახდეს იმ გაგებით, რომ მისი გამოყენება და მისი საშუალებით სერვისების მიწოდება არასაბანკო ინსტიტუტებსაც შეეძლოთ.
რკო
ახალი კოლექცია
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.