მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„წყალი მარგებელი“ ქსელში რუსული წარწერით „ბახმაროს“ გავრცელების გამო ბოდიშს იხდის

news image
mbc image

სს წყალი მარგებლი ქსელში რუსული წარწერით „ბახმაროს“ გავრცელების გამო ბოდიშს იხდის. 

Business Insider Georgia კომპანიის განცახდებას უცვლელად გთავაზობთ: 

„გვინდა გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტომასალას, საქართველოს ბაზარზე წყაროს წყალი ბახმაროს შეფუთვასთან დაკავშირებით.

ბოდიშს ვიხდით მომხდარი ფაქტის გამო და გვინდა განვმარტოთ, რომ ბახმაროს წყალი აღნიშნული ეტიკეტით არასდროს ყოფილა განკუთვნილი რუსული ბაზრისა და რუსებისთვის. კომპანია ბახმაროს წყალს რუსეთში საერთოდ არ ყიდის.

7776 ცალი ბახმაროს ბოთლი, რომელიც განკუთვნილი იყო ბელორუსიის ბაზრისთვის, შეცდომით მოხვდა საქართველოს ბაზარზე.

ჩვენ ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას მომხდარზე. სიტუაციის გამოსასწორებლად და ჩვენი მომხმარებლების ნდობის შესანარჩუნებლად, ვიღებთ სასწრაფო ზომებს - თითოეული ბოთლი ამოღებული იქნება ქსელებიდან.

გულწრფელად ვიხდით ბოდიშს აღნიშნული უხერხულობისა და გაუგებრობისთვის. თქვენი ნდობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

სს წყალი მარგებელი არის ქართული კომპანია, რომლისთვისაც უპირველესი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებია!“- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა