მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

წყალი „მთის“ Paris Saint-Germain-ს ოფიციალური რეგიონალური პარტნიორი გახდა

news image
mbc image

ფრანგულმა საფეხბურთო კლუბმა Paris Saint-Germain (PSG)-მ დააანონსა ახალი პარტნიორობა წყალი “მთის”-თან. თანამშრომლობა რეგიონულ პარტნიორობას მოიაზრებს. 

როგორც ფრანგულ კლუბში განმარტავენ, „მთის“ წყალი საქართველოში Coca-Cola-ს ფლაგმანი ბრენდია. ის სრულად განასახიერებს საქართველოს გაბედულ და გამძლე სულისკვეთებას, ამავდროულად გადმოსცემს ავთენტურობისა და ენერგიის ღირებულებებს, რომლებიც ყველასთვის ძვირფასია პარი სენ-ჟერმენისთვის. ამ პარტნიორობის საშუალებით, პარი სენ-ჟერმენი აძლიერებს თავის ვალდებულებას, შესთავაზოს ექსკლუზიური გამოცდილება თავისი გლობალური გულშემატკივრებისთვის. „მთის“ წყალთან პარტნიორობით, კლუბი ახალ ნაბიჯს დგამს მის მხარდამჭერებთან ურთიერთობაში საქართველოში, ქვეყანაში, სადაც პარი სენ-ჟერმენის მიმართ ენთუზიაზმი კვლავ იზრდება. განხორციელდება ახალი ექსკლუზიური აქტივაციები.

“მთის“ და “პარი სენ-ჟერმენი” 4 წელი ერთად. Coca-Cola Bottlers Georgia-ში აცხადებენ, იწყება 4 წლიანი მასშტაბური მნიშვნელობის პარტნიორობას წყალი “მთის“ ბრენდსა და საფეხბურთო კლუბ “პარი სენ-ჟერმენ”-ს შორის.

2024 წელს „მთის" წყლის გაყიდვები, რომელსაც კომპანია Coca-Cola Bottlers Georgia აწარმოებს, ორნიშნა მაჩვენებლით გაიზარდა. 2024 წელს 2023 წელთან მიმართებაში ბრენდს 47% ზრდა ჰქონდა, ხოლო ადგილობრივი წყლის ბაზარი დაახლოებით 7%-იანი ზრდით არის დაგეგმილი.

„მთის" წყალი მალე საექსპორტო ბაზრებზე გასასვლელადაც ემზადება და როგორც Coca-Cola Bottlers Georgia-ში აცხადებენ, მათ მიერ წარმოებული მინერალური წყალი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში გაიყიდება.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ბოლოს Coca-Cola Bottlers Georgia-მ ახალ ქარხანაში „მთის" წყლის 0%-იანი ბრომატით გამოშვება დაიწყო, რომლის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 30 მილიონ ლარამდეა.

ადგილობრივ ბაზარზე „მთის“ წყლის წილი ერთი წლის განმავლობაში 8%-ით გაიზარდა და 33%-ი შეადგინა.

„დღეისათვის ჩვენს ბრენდს მთლიანი წყლის ბაზრის დაახლოებით 33% უჭირავს, წინა წელს აღნიშნული მაჩვენებელი 25%-ზე იყო. შესაბამისად წინა წელთან მიმართებაში ბაზრის დაახლოებით 8% მოვიპოვეთ“, - აცხადებენ კომპანიაში.

აღსანიშნავია, რომ მწარმოებელი წყლის ხარისხს დიდ ყურადღებას აქცევს და პროდუქციას თანამედროვე სტანდარტებით აწარმოებს.

„Coca-Cola Bottlers Georgia-ს მინერალური წყალი - „მთის“ წარმოება 2024 წელს სრულიად თანამედროვე მანქანა-დანადგარებით აღიჭურვა. წყლის დამუშავება არ ხდება ქიმიური ნივთიერებებით და გადის მხოლოდ ბუნებრივ და მექანიკურ ფილტრაციას, რის შედეგადაც მიღებულ იქნა ნატურალური მინერალური წყალი, რომელიც თავისუფალია ბრომატისგან და სრულად აქვს შენარჩუნებული წყლის ბუნებრივი მინერალური თვისებები, რომელიც უზრუნველყოს მის გამორჩეულ ხარისხს ბაზარზე.
პროდუქცია მოწმდება როგორც ქიმიურად, ისე მიკრობიოლოგიურად უახლესი სტანდარტებით აღჭურვილ ლაბორატორიაში“, - აცხადებენ - სრულად Coca-Cola Bottlers Georgia-ში.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა