წყალმომარაგების სისტემაში ევროპული სტანდარტების დანერგვის აუცილებელი პირობა მომხმარებელთან სწორი კომუნიკაცია და მოდერნიზებული სერვისების შექმნაა - ეკა ბერიძე, ჯივიპის კომუნიკაციების დირექტორი
ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წყლის მოპოვებისა და დამუშავების ძირითადი ობიექტების, წყალმომარაგების ქსელების, მომხმარებლებთან კომუნიკაციისა და კომპანიის სერვისების შესახებ ისაუბრა.
,,წყალმომარაგების სისტემაში ევროპული სტანდარტების დანერგვის აუცილებელი წინაპირობა ინფრასტრუქტურული და საოპერაციო მიმართულებების გაუმჯობესებასთან ერთად მომხმარებელთან სწორი კომუნიკაცია და მოდერნიზებული სერვისების შექმნაა. სწორედ ამიტომ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის კომუნიკაციების მიმართულებას ამ ეტაპზე ორი მთავარი პირორიტეტი აქვს, ესენია: წყალმომარაგების სერვისების შესახებ მომხმარებელთან კომუნიკაციის გამარტივება და წყლის, როგორც ძვირფასი პროდუქტის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
მომხმარებელთან კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად ჯივიპიში დავნერგეთ მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალური ჯგუფები, შედეგად ამ ეტაპზე გვყავს განსხვავებული ფუნქციონალის 5 მხარდაჭრის ჯგუფი, რომელთა მიზანია კომპანიაში შემოსულ თითოეულ საკითხზე მაქსიმალურად სწრაფი და ოპერატიული რეაგირება.
ევროპული სტანდარტების დანერგვის პროცესში კომპანიაში აქტიურად მიმდინარეობს ტექნოლოგიური განახლებებიც, რომლის ფარგლებშიც ინერგება მომხმარებელზე მორგებული, მოდერნიზებული ვებ-გვერდი და მობილური აპლიკაცია. მიმდინარე წლის ბოლომდე ჯივიპის მომხმარებლები შეძლებენ დისტანციურად და მარტივად ისარგებლონ კომპანიის ელექტრონული სერვისებით ვებ-გვერდისა და აპლიკაციის პერსონალური სივრცის, პირადი კაბინეტის დახმარებით.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყველა მომხმარებელი სათანადოდ იყოს ინფორმირებული და იცოდეს რა შემთხვევაში, რა თემებთან დაკავშირებით და როგორ უნდა მიიღოს სასურველი სერვისი. სწორედ ამიტომ, ჯივიპიში დავიწყეთ კამპანია, რომელიც აერთიანებს შემეცნებითი ვიდეოების სერიებს წყალმომარაგების სერვისებთან დაკავშირებით.
რაც შეეხება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, საზოგადოებრივი აზრის კვლევამ გვაჩვენა, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს ინფორმაცია, რამდენად დიდი რესურსი სჭირდება სასმელი წყლის ჩვენს ონკანებამდე მოყვანას. სწორედ ამიტომ ხშირად გვსმენია წყლის შესახებ სხვადასხვა მითი, მაშინ, როდესაც რეალობა სრულიად განსხვავებულია - მაღალი ხარისხის სასმელი წყლის ჩვენს ონკანებამდე მოყვანას დიდი შრომა, ბევრეტაპიანი, რთული და მასშტაბური სამუშაო პროცესები სჭირდება. სწორედ წყლის მოპოვების, დამუშავებისა და მომხმარებლებამდე მიყვანის ციკლის სირთულისა და მასშტაბურობის შესახებ ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად კამპანია "ყოველი წვეთი ძვირფასია."- ეკა ბერიძე, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის კომუნიკაციების დირექტორი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.