„ცუგრუმელა“ ქსელს აფართოებს და ახალი კონცეფციის ფილიალის გახსნას გეგმავს
გრუმინგ სალონი „ცუგრუმელა“ აქტიურად განაგრძობს განვითარებას - კომპანიამ ლოკაცია შეიცვალა, ახალი ფილიალი გახსნა და ამ ეტაპზე კიდევ ერთი სივრცის გახსნაზე მუშაობს. პარალელურად, სალონში განაახლეს გუნდი, პროფესიონალი გრუმერები დაიმატეს და სამომავლოდ მასტერკლასებისა და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებასაც გეგმავენ. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „ცუგრუმელას“ დამფუძნებელმა, მერი ლორთქიფანიძემ განუცხადა.
„ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელეთ. სრულად განვაახლეთ გუნდი და დავიმატეთ ბევრად უფრო მაღალი კვალიფიკაციის გრუმერები, რამაც მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესების შესაძლებლობა მოგვცა.
ამასთან, შევიცვალეთ ლოკაციებიც და მომხმარებლებისთვის უკეთესი პირობები შევქმენით. გადავედით ცინცაძის ქუჩაზე, სადაც ვთანამშრომლობთ ვეტერინარულ კლინიკა „აიბოსთან“.
ახლახან ახალი ფილიალიც გავხსენით, რომელიც სპეციალურად დიდი ზომის ძაღლებისთვის არის აღჭურვილი და მხოლოდ ამ სეგმენტს ემსახურება.
ამ ეტაპზე კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტზე ვმუშაობთ - მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები ბაზარი ორბელიანის შენობაში, სადაც სრულიად განსხვავებული კონცეფციის, თანამედროვე ფილიალს ვხსნით“, - აღნიშნავს მერი ლორთქიფანიძე.
კომპანიამ გუნდი გააფართოვა და ახალი კადრებით დააკომპლექტა.
„ჩვენს სფეროში პროფესიონალი კადრების დეფიციტია, თუმცა უნდა აღნინიშნოს, რომ თითქმის ყველა მაღალი დონის გრუმერი, ჩვენს გუნდს შეუერთდა. რაც უფრო ძლიერი პროფესიონალები გყავს, მით უფრო იზრდება მომხმარებელთა რაოდენობა, ფინანსური შესაძლებლობები და შესაბამისად, ბიზნესის განვითარების ტემპიც.
განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო ჩვენი დირექტორი, თორნიკე მიდელაშვილი, რომელიც თბილისის ერთ-ერთი საუკეთესო გრუმერია. „ცუგრუმელას“ დღევანდელ წარმატებაში მისი წვლილი ძალიან დიდია - სწორედ მან შეკრიბა ძლიერი პროფესიონალების გუნდი და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კომპანიის განვითარებაში.
პარალელურად, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე ცნობილ გრუმერებთან. ახალი ფილიალის გახსნის შემდეგ ვგეგმავთ მასტერკლასების, სემინარებისა და ვორქშოფების ორგანიზებას. აქტიურად მუშაობს ჩვენი აკადემიაც, სადაც უკვე გვყავს მოსწავლეები და ახალი სპეციალისტების მომზადებას ვაგრძელებთ.
ზოგადად, ეს სფერო ძალიან სწრაფად ვითარდება. შინაური ცხოველების მოვლის კულტურა საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც მომხმარებელთა რაოდენობის მუდმივ ზრდაზეც აისახება“, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.
ოპერირებს და საკუთარ მომხმარებელს მეგობარი ცხოველებისთვის სხვადასხვა სერვისს სთავაზობს.
სხვა სიახლეები
Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა
15.10.2026.14:12
საერთაშორისო ფინანსური გამოცემის, Euromoney-ის, 2026 წლის Foreign Exchange Awards-ზე თიბისიმსაქართველოში საუკეთესო სავალუტო ბანკის ტიტული მოიპოვა. ჯილდო თიბისიმ სავალუტო ბაზრის ეროვნულ კატეგორიაში მიიღო, რაც ბანკის სავალუტო მიმართულების მასშტაბს, მომსახურების ხარისხსა და ბაზარზე ძლიერ პოზიციას უსვამს ხაზს.
Euromoney Foreign Exchange Awards სავალუტო ბაზრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო დაჯილდოებაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისა და რეგიონის წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებს აფასებს. ჯილდოს ფარგლებში ყურადღება ექცევა ბანკების ფინანსურ შედეგებს, ინოვაციებს, კლიენტებისთვის შექმნილ ღირებულებასა და ბაზარზე გავლენას.
Euromoney-ის შეფასებით, 2025 წელს თიბისიმ კიდევ უფრო გააძლიერა სავალუტო მომსახურება და ციფრული შესაძლებლობები, მათ შორის, მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სავალუტო ოპერაციების მიმართულებით. გასულ წელს საქართველოში განხორციელებული სავალუტო ოპერაციების დაახლოებით 42% თიბისიზე მოდიოდა.
საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის ფარგლებში, Bloomberg-ის პლატფორმის საშუალებით განხორციელებული სავალუტო ოპერაციების მოცულობამ 2025 წელს 5.6 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამასთან, ბანკის სავალუტო მიმართულებიდან მიღებული შემოსავლების 80%-ზე მეტი მომხმარებლების მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე მოდიოდა.
Euromoney-ის მიერ თიბისის საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დასახელება მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა. სავალუტო ბაზარი გლობალური ფინანსური სისტემის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული მიმართულებაა, სადაც წარმატებას განსაზღვრავს როგორც ბაზრის მასშტაბი, ისე მომსახურების ხარისხი, ტექნოლოგიური შესაძლებლობები და საერთაშორისო ბაზრებთან დაკავშირების უნარი. ამ მიმართულებაში ქვეყნის საუკეთესო ბანკად დასახელება ადასტურებს, რომ თიბისის სავალუტო მომსახურება და შესაძლებლობები საერთაშორისო, ავტორიტეტული ფინანსური გამოცემის შეფასებითაც საუკეთესოა.