მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188
0.0143
flag
AZN 1.5277
-0.0004
flag
CNY 38.939
0.0018
flag
EUR 2.909
-0.0047
flag
GBP 3.4749
-0.0013
flag
KZT 57.45
-0.0054
flag
TRY 0.0522
-0.0001
flag
USD 2.5971
-0.0002
news banner

თუ ადამიანში მებრძოლი ხასიათი, ცნობისმოყვარეობა და შრომისმოყვარეობა ჩამოყალიბდა, ის ნებისმიერ სფეროში მიაღწევს წარმატებას - ალექსანდრე ჯეჯელავა

news image
mbc image

კონკურენტულ შრომის ბაზარზე წარმატების მთავარი საფუძველი უკვე არა მხოლოდ პროფესიული ცოდნა, არამედ ისეთი პიროვნული უნარებია, როგორიცაა ცნობისმოყვარეობა, მებრძოლი ხასიათი და სწავლის სწრაფად ათვისების უნარი. - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში, სტუმრობისას კომპანია „ფლომასტერის“ დამფუძნებელმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა. მისი თქმით, დღეს, როდესაც ხელოვნური ინტელექტი და ონლაინ კურსები ცოდნის მიღებას მარტივს ხდის, გადამწყვეტი ხდება ადამიანის ხასიათი და სწავლისადმი მიდგომა, მაშინ როცა საგანმანათლებლო სისტემა ჯერ კიდევ ტრადიციულ, საზეპირო და ფორმალურ სწავლების მოდელზეა დაფუძნებული.
„დღეს ამბობენ, დაიქირავეთ ადამიანი ხასიათის მიხედვით, დაიქირავეთ მებრძოლი, ცნობისმოყვარე ადამიანი და ის ყველაფერს ისწავლის. აგერ არის ხელოვნური ინტელექტი, აგერაა ონლაინ კურსები - ყველაფერი ხელმისაწვდომია. ამის მიუხედავად, ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა ხშირ შემთხვევაში მაინც ძველ რელსებზე დგას. ორიენტირებულია იმაზე, რომ კონკრეტული საგანი ისწავლო, პარასკევისთვის მეხუთე თავი მოამზადო, ნახევრად ზეპირად ჩააბარო და ამით შემოიფარგლო. მთავარი მაინც საკუთარი ადგილისა და როლის გამორკვევაა. მე წლების განმავლობაში ვასწავლიდი  გრენობლის ბიზნესსკოლაში. ერთ-ერთ წელს დეკანატს მივწერე, რომ სასწავლო პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ვაპირებდი. იქიდან პასუხი მოვიდა, არავითარ შემთხვევაში, ეს მკაცრად აკრძალულიაო. მე ვუპასუხე, რომ აკრძალვას აზრი არ ჰქონდა, რადგან მაინც გამოიყენებდნენ. და რა მოხდა? ზუსტად მომდევნო წელს, ყველა ლექტორმა მიიღო ახალი ინსტრუქცია, მაქსიმალურად გამოიყენეთ ხელოვნური ინტელექტიო.
ეს არის ძალიან ვიწრო, გარდამავალი ტერიტორია, სადაც დროულად უნდა მიხვდე, რა არის გასაკეთებელი. ასეთ დროს კი ხასიათი და სიმტკიცე ხდება მთავარი. ჩვენ გვჭირდება მებრძოლი ადამიანი - ის, ვისაც აქვს კონკრეტული გეგმა და ხედვა. ადამიანი, რომელიც თავის ყოველდღიურ, ჩვეულებრივ ცხოვრებაში შეიძლება სტუდენტი იყოს, მაგრამ ფლობს უნარს, საჭირო მომენტში სრულად მოახდინოს საკუთარი თავისა და რესურსების მობილიზება.
თანაც, უნარების სწავლება ისეთი ადვილი გახდა, როგორიც არასდროს ყოფილა. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით დღეს ეკონომიკურ რეალობას თუ პროგრამირების ინსტრუმენტებს ისე ეფექტიანად აუხსნი ადამიანს, როგორც სხვაგვარად ვერასოდეს აუხსნიდი. თუმცა, ხასიათი და სიმტკიცე პირიქით - გაცილებით მეტი გვჭირდება. რაც უფრო მეტი ალტერნატივაა ირგვლივ, მით უფრო მეტი სიმტკიცეა საჭირო, რომ შენი გზა იპოვო და ამ უამრავი არჩევანის დევნაში საკუთარი თავი არ დაკარგო.
თუ ადამიანში მებრძოლი ხასიათი, ცნობისმოყვარეობა და შრომისმოყვარეობა ჩამოყალიბდა, მერე დანარჩენი უკვე წმინდა წყლის ტექნიკის საკითხია - ის ნებისმიერ საგანს აუღებს ალღოს და ნებისმიერ სფეროში მიაღწევს წარმატებას“, - აღნიშნა ჯეჯელავამ.

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კონფერენცია eCommerce Georgia 2026 გაიმართება

23.10.2026.19:57

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ელექტრონული კომერციის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ყოველწლიური კონფერენცია - eCommerce Georgia 2026 გაიმართება.

eCommerce Georgia 2026-ს „იქომერს ასოციაცია საქართველო“ 2023 წლიდან ატარებს. კონფერენცია მიზნად ისახავს ელექტრონული კომერციის სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, პროფესიული კავშირების გაძლიერებასა და ახალი პარტნიორობებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების შექმნას.

ღონისძიება ერთ სივრცეში გააერთიანებს ბიზნესის ლიდერებს, ტექნოლოგიური კომპანიების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, ინვესტორებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვადასხვა ინდუსტრიის ექსპერტებს. კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ინდუსტრიის აქტუალურ ტენდენციებს, განიხილონ ელექტრონული კომერციის განვითარების შესაძლებლობები და იმსჯელონ სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე.

ღონისძიების გამომსვლელებს შორის არიან:

• დოდი მალაზონია - Bank of Georgia-ს იქომერს ექვაირინგის ხელმძღვანელი;
• მარიამ ჩახვაშვილი - Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების ჯგუფის უფროსი;
• მოჰამედ ბარდასტანი - Visa-ს მთავარი ეკონომისტი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონში;
• ლუკა ხალაძე - WEB Features-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი;
• თორნიკე გაბუნია - UGT Cloud-ის ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელი;
• ნინო ტომარაძე - Glovo საქართველოს სწრაფი კომერციის მიმართულების ხელმძღვანელი;
• დაზ აკბაროვი - Amazon Web Services-ის გადაწყვეტილებების არქიტექტორი;
• იასმინ მარიჩი - eComm-ის ბოსნია და ჰერცეგოვინის ელექტრონული კომერციის ასოციაციის პრეზიდენტი;
• არჯუნ სარკარი - Dubai Commercity-ის ციფრული ეკოსისტემებისა და პარტნიორული ურთიერთობების ვიცე-პრეზიდენტი;
• მაქსიმ მოროზოვი - Retailgrid-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი;
• როზერინ ალპი - Inspark-ის გადაწყვეტილებების ინჟინერი
eCommerce Georgia 2026-ის მთავარი თემები იქნება:
• საცალო ვაჭრობის მომავალი: ხელოვნური ინტელექტი, ომნიჩენელური და სოციალური კომერცია;
• ზრდის ინფრასტრუქტურა: ნდობა, გადახდები და ლოგისტიკა;
• ტრანსსასაზღვრო კომერცია: გლობალური ბაზრები და საერთაშორისო ვაჭრობა.

“საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის განვითარებისა და ციფრული შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. eCommerce Georgia 2026-ის მხარდაჭერით, ბანკი ხელს უწყობს ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის განვითარებას, სფეროს წარმომადგენლებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და ახალი ბიზნესკავშირების ჩამოყალიბებას. სასიამოვნოა, რომ ღონისძიება წლიდან წლამდე უფრო და უფრო მასშტაბური ხდება და საინტერესო სპიკერებს აერთიანებს”, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ღონისძიების გენერალური პარტნიორები: საქართველოს ბანკი ბიზნესი და Inspark
ინოვაციების პარტნიორი: Visa

პარტნიორები: Web Features, UGT Clouds, Kiwi Post, Glovo, Creatio, Quickshipper, Retailgrid, Azfina, UNIEF, eComm Association in Bosnia and Herzegovina

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა