თუ ავტომობილი გიყვარს, მის მოვლასაც ხელოვნებად აღიქვამ - „თეგეტა მოტორსის” საზაფხულო კამპანია
„ავტომობილის მოვლის ხელოვნება“ - ვისაც ეს სიტყვათა შეთანხმება ეუცხოება, ლევან ზენაიშვილისა და Toyota Corolla-ს 32-წლიანი მეგობრობის ისტორიას უნდა გაეცნოს. ან გაგა კოხრეიძეს ჰკითხოს, საკუთარი ხელით რომ უვლის საკოლექციო, უკვე ვინტაჟურ ავტომობილებს. გამონაკლისი არც „თეგეტას“ მექანიკოსი და ავტომრბოლელი ლიკა მაისურაძეა, მანქანების სიყვარული პროფესიად რომ აქცია და სამუშაოდაც ის ადგილი იპოვა, სადაც მიაჩნიათ, რომ ავტომობილის მოვლა შეიძლება ხელოვნებას უტოლდებოდეს. ვინც „თეგეტა მოტორსის“ საზაფხულო კამპანიას თვალს ადევნებდა, ამ ადამიანებსაც ადვილად ამოიცნობს. კომპანიამ, რომელიც უკვე თითქმის 30 წელია, მომხმარებელს სრულ საავტომობილო მომსახურებას სთავაზობს, სეზონური მესიჯების გასახმოვანებლად ამჯერადაც შემოქმედებითი გადაწყვეტა აირჩია.
ვახტანგ მძინარაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ საავტომობილო პროდუქტებისა და სერვისების მიმართულების მარკეტინგის ხელმძღვანელი: „ავტომობილის სეზონურად მომზადება იმ კულტურული პროცესის ნაწილია, რომლის დანერგვასაც „თეგეტა მოტორსი“ დიდი ხანია ხელს უწყობს და სხვადასხვა აქტივობითა თუ კამპანიით ახალისებს. ამჯერადაც, საზაფხულო კამპანიის ფარგლებში, გვინდოდა, კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა როგორც ჩვენი მომხმარებლებისთვის, ისე, ზოგადად, ავტომფლობელებისათვის, რომ მანქანის პერიოდული შემოწმება, განსაკუთრებით შორ მანძილზე მოგზაურობის წინ, ძალიან მნიშვნელოვანია და მთავარს - ჩვენი და ჩვენი გარშემომყოფების სიცოცხლესა და უსაფრთხოებას უკავშირდება.
საბოლოოდ, ჩვენი მთავარი მიზანია, ეს გზავნილები და მოწოდებები ჩვენი თანამოქალაქეების ქცევაში გადაიზარდოს. წლებია „თეგეტა მოტორსი“ ამ საქმეს ემსახურება და დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში პროგრესი ამ მიმართულებით აშკარაა“.
კამპანიის ფარგლებში შეიქმნა ვიდეორგოლი, რომელიც გვიჩვენებს, რომ მოგზაურობის ხელოვნებაც შეიძლება სწორედ ავტომობილის მოვლით იწყებოდეს. ვიდეოკადრები ასახავს იმ შთამბეჭდავ მომენტებს, გამართული ავტომობილით მოგზაურობისას რომ ჩნდება.
„თეგეტა მოტორსის“ ზაფხულის კამპანიამ პერსონალური ისტორიებიც გააერთიანა.
მომზადდა პოსტერების სერიაც. ფოკუსში ის საავტომობილო პროდუქტები მოექცა, რომელთა გამართულობის შემთხვევაშიც მოგზაურობა უსაფრთხო თავგადასავლად იქცევა. ესენია საბურავი, აკუმულატორი, სამუხრუჭე ხუნდები და ძრავის ზეთი. პოსტერებს მცირე განმარტებებიც დაერთო, იმის შესახებ, თუ რატომ არის აუცილებელი კონკრეტულ საავტომობილო ნაწილებზე ყურადღების გამახვილება და რა გავლენას ახდენს მათზე ტემპერატურის მატება. ამის პარალელურად, მთელი კამპანიის ფარგლებში „თეგეტა მოტორსის“ მომხმარებლები სავალი ნაწილის უფასო შემოწმებით სარგებლობდნენ.
რკო
ახალი კოლექცია
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.