მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7195.6
0.0057
flag
AZN 1.5566
-0.0006
flag
CNY 38.915
-0.0011
flag
EUR 3.0177
0.0144
flag
GBP 3.498
0.0127
flag
KZT 54.55
-0.0001
flag
TRY 0.0568
-0.0001
flag
USD 2.6462
-0.0006
news banner

თუ ბარიერების გამო კადრებმა სხვაგან გადასვლა გადაწყვიტეს, სწრაფად დავკარგავთ იმ უპირატესობას, რომელიც დღეს გვაქვს - თემო მაღრაძე

news image
mbc image

საქართველო ტექნოლოგიური ინვესტიციებისა და საერთაშორისო IT კომპანიების მოზიდვისთვის რეგიონში მზარდ კონკურენციას აწყდება. ტექნოლოგიების ასოციაციის თავმჯდომარის, თემო მაღრაძის განცხადებით, ამ მიმართულებით განსაკუთრებით აქტიურები სომხეთი, უზბეკეთი და ყაზახეთი არიან, რის გამოც საქართველოს კონკურენტული უპირატესობების მუდმივი გაძლიერება სჭირდება.

„ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობს უზბეკეთი, მათი ტექნოპარკები და მიდგომები წარმოუდგენელ ბენეფიტებს სთავაზობს იმ კომპანიებს, რომლებიც იქ გადასვლას გეგმავენ. მართალია, ჩვენს ქვეყანაში ბევრად უკეთესი გარემოა, რის გამოც ბევრს არჩევანის გაკეთება უჭირს, თუმცა, თუ არ გავაქტიურდით, კომპანიებმა გლობალურ ჭრილში შესაძლოა ლოკაციის შეცვლა გადაწყვიტონ.

საქმე ისაა, რომ ამ ორგანიზაციებში მხოლოდ ადგილობრივი კადრები არ მუშაობენ  მათ ჩამოჰყავთ ექსპატები და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებიც ყოფით კომფორტზე არიან დამოკიდებულები და ცხოვრებას იქ ამჯობინებენ, სადაც თავს უფრო კარგად გრძნობენ. თუ მათ ბინადრობის ნებართვის მიღებისას პრობლემები შეექმნათ, ან ბიუროკრატიული საკითხების მოგვარება დიდხანს გაუჭიანურდათ, ისინი მარტივად დაელაპარაკებიან თავიანთ ხელმძღვანელობას, გადავლენ სხვა ქვეყანაში და იქიდან იმუშავებენ.

კომპანიის მენეჯმენტი, რომელიც ქართულ ბაზარზე ოპერირებს, მეტწილად თავად ქართველებისგან შედგება და ისინი ყველანაირად ცდილობენ ამ ხალხის საქართველოში შენარჩუნებას, რადგან საკუთარი ქვეყნისთვის საუკეთესო სურთ. თუმცა, თუ თანამშრომელმა ბარიერების გამო მაინც გადაწყვიტა სხვაგან, თუნდაც პოლონეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, უზბეკეთსა თუ სომხეთში გადასვლა, ჩვენ სწრაფად დავკარგავთ იმ უპირატესობას, რომელიც დღეს გვაქვს.

ერთი მხრივ, საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება და ტექნოლოგიური კომპანიების შენარჩუნებას ახერხებს, მაგრამ შემდგომი ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია. ხაზს გავუსვამ ერთ-ერთ ასეთ მნიშვნელოვან პროექტს ქუთაისის ტექნოპარკს, რომელიც მალე გაიხსნება“, - აღნიშნა მაღრაძემ.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ახალი ბაზრების ათვისება ჩვენი განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა - Izy

29.06.2026.12:00

Izy მომხმარებელს სთავაზობს ინოვაციურ, გაყინულ-გამომშრალ პროდუქტებს, რომლებიც აქტიური ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის პრაქტიკული, ჯანსაღი და გემრიელი არჩევანია. Business Insider Georgia კომპანიის მიმდინარე სიახლეების, საერთაშორისო განვითარების, ახალი პროდუქტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ Izy-ის დირექტორს, ანა შაქარაშვილს ესაუბრა.

როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?

Izy-სთვის მიმდინარე წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და დინამიკურია. ბრენდი აქტიურად აგრძელებს საერთაშორისო განვითარებას და ამჟამად, უკვე წარმოდგენილია როგორც კანადის, ისე ამერიკის ბაზარზე.

განსაკუთრებული სიამაყით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული პროდუქტი - შებოლილი ხრაშუნა სულგუნი ხელმისაწვდომია ამერიკის ბაზარზე და იყიდება Amazon-ის პლატფორმაზე. პროდუქტი ჩართულია Prime პროგრამაში, რაც ნიშნავს, რომ შეკვეთის შემთხვევაში, მომხმარებელი მას ამერიკის უმეტეს შტატში უკვე მეორე დღეს იღებს. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა, რადგან ქართული პროდუქტი კონკურენციას უწევს საერთაშორისო ბრენდებს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ბაზარზე.

ახალ სეზონს Izy რამდენიმე სიახლით ხვდება. განვაახლეთ როგორც პროდუქციის ასორტიმენტი, ასევე შეფუთვის კონცეფცია. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ შეფუთვის დიზაინსა და ფუნქციონალურობას. ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა უფრო პრაქტიკული ფორმატი, რომელიც მომხმარებლისთვის მოსახერხებელი იქნება ყოველდღიურ ცხოვრებაში, მოგზაურობის, ლაშქრობის და აქტიური დასვენების დროს.

ახალი შეფუთვები გამოირჩევა არა მხოლოდ პრაქტიკულობით, არამედ უნიკალური ვიზუალური იდენტობითაც. დიზაინის შექმნისას შთაგონება მივიღეთ როგორც ქართული, ისე კანადური კულტურული ელემენტებიდან. მინდა ავღნიშნო, რომ სუბლიმირებული პროდუქტის წარმოება ჩემი მეუღლის იდეაა, რომელმაც საქართველოში განახორციელა ეს ბიზნესი. ის კანადელია და ქართული ნატურალური ხილის არომატით ძალიან მოიხიბლა, სწორედ ამიტომ შექმნა საქართველოში ეს ბიზნესი. ამჟამად, ჩვენი სხვადასხვა პროდუქტის შეფუთვებში გამოყენებული პიქტოგრამები და გრაფიკული დეტალები აერთიანებს საქართველოს ბუნებას, მთიან ლანდშაფტებსა და კანადის თანამედროვე ტრადიციებს, აქტიური და თავგადასავლებით სავსე ცხოვრების სტილთან. ამჟამად, შეფუთვის წინა მხარე დათმობილი აქვს სვანურ პიქტოგრამებს, ხოლო უკანა მახარე კი, სანტ ლუისის ულამაზესი ტბა და ასევე, კანადის სახელმწიფო დროშა. ყოველივე ამის შედეგად მივიღეთ დიზაინი, რომელიც ერთდროულად თანამედროვეა, საერთაშორისოა და ამავე დროს მკაფიოდ ინარჩუნებს ქართულ ხასიათს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ Izy მხოლოდ საკვები პროდუქტი არ იყოს. გვინდა, ბრენდი ასოცირდებოდეს მოგზაურობასთან, ბუნებასთან, აქტიურ ცხოვრებასთან და ხარისხიან ქართულ პროდუქტთან, რომელსაც ღირსეულად შეუძლია საქართველოს წარმოჩენა საერთაშორისო ბაზარზე.

ბოლო ინტერვიუში საუბრობდით ექსპორტის, ონლაინ გაყიდვებისა და პროდუქტის დივერსიფიკაციის გაძლიერებაზე - რა პროგრესი გაქვთ ამ მიმართულებებით?

ონლაინ გაყიდვების კუთხით, უახლოეს პერიოდში ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზე Izyfood.ge-ზე სრულფასოვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმა გაეშვება, რომელზეც მუშაობას ძალიან მალე დავასრულებთ. ეს მომხმარებლებს მისცემს შესაძლებლობას, პროდუქცია პირდაპირ ჩვენგან, სწრაფად და მარტივად შეიძინონ. ამავდროულად, ეს ჩვენთვის მომხმარებელთან უფრო პირდაპირი ურთიერთობის მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან საშუალება გვექნება უშუალოდ მივიღოთ მათი შეფასებები, უკუკავშირი და უკეთ გავიგოთ მათი საჭიროებები.

პროდუქტის დივერსიფიკაციის მიმართულებით ახალ სეზონს ვხვდებით ახალი პროდუქტებითა და განახლებული შეფუთვით. ჩვენი მიზანია შევქმნათ არა მხოლოდ გემრიელი და ხარისხიანი სნექები, არამედ სხვდასხვა სახის პროდუქტი, რომლებიც თანამედროვე, აქტიურ ცხოვრების სტილს ერგება.

რაც შეეხება საერთაშორისო განვითარებას, აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას ახალ ბაზრებსა და პარტნიორებთან, რათა Izy კიდევ უფრო მეტ ქვეყანაში გახდეს ხელმისაწვდომი.

როგორ შეიცვალა მოთხოვნა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე ბოლო პერიოდში?

ბოლო პერიოდში მოთხოვნის სტაბილურ ზრდას ვხედავთ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. გაზრდილია როგორც მომხმარებელთა ინტერესი, ასევე პარტნიორებისა და დისტრიბუტორების მხრიდან მოთხოვნა, რაც ადასტურებს, რომ ხარისხიან და ინოვაციურ პროდუქტებზე მოთხოვნა ბაზარზე მზარდია. ეს დინამიკა გვაძლევს საფუძველს, კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელოთ ბრენდის განვითარება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

იგეგმება თუ არა ახალი ბაზრების დამატება ან არსებულ ქვეყნებში პოზიციების გაძლიერება?

დიახ, ახალი ბაზრების ათვისება ჩვენი განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ამ ეტაპზე აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ რამდენიმე ქვეყანასთან, პარალელურად კი, ვაგრძელებთ პოზიციების გაძლიერებას ამერიკისა და კანადის ბაზრებზე.

განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ქართული ბრენდი Izy ეტაპობრივად ზრდის ცნობადობას საერთაშორისო ბაზრებზე და სულ უფრო ხშირად ჩნდება მომხმარებლის არჩევანში წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან ერთად. ჩვენთვის ეს მხოლოდ ბიზნესის ზრდა არ არის - ეს არის ქართული პროდუქტისა და საქართველოს პოპულარიზაციის შესაძლებლობა გლობალურ ბაზარზე.

რა არის კომპანიის მთავარი სამომავლო პრიორიტეტები და განვითარების გეგმები?

ჩვენი მთავარი პრიორიტეტია Izy-ის მდგრადი და გრძელვადიანი განვითარება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.

მომდევნო ეტაპზე ფოკუსირებული ვართ სამი ძირითადი მიმართულებით: საერთაშორისო გაფართოებაზე, პროდუქტის პორტფელის განვითარებასა და ბრენდის გაძლიერებაზე. ვაგრძელებთ მუშაობას ახალ საექსპორტო ბაზრებზე, პარალელურად კი, ვქმნით ახალ პროდუქტებს, რომლებიც პასუხობს თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებს.

ამასთან, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ბრენდის ცნობადობის ზრდას. ჩვენი მიზანია, Izy ასოცირდებოდეს ხარისხთან, ინოვაციასთან და თანამედროვე ქართულ წარმოებასთან როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

გრძელვადიან პერსპექტივაში გვინდა, Izy გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ქართული საკვები ბრენდი საერთაშორისო ბაზარზე და ღირსეულად წარმოაჩინოს საქართველოს პოტენციალი მსოფლიო მასშტაბით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა