მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7165.2
-0.0188
flag
AZN 1.537
-0.0039
flag
CNY 38.868
-0.0106
flag
EUR 3.0412
-0.0139
flag
GBP 3.547
-0.021
flag
KZT 56.49
-0.0054
flag
TRY 0.0543
-0.0001
flag
USD 2.6125
-0.007
news banner

თუ ხარ მოსწავლე, დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის - აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები

news image
mbc image

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე საუკეთესო დროა, მოსწავლეებმა საკუთარი ინტერესების აღმოჩენა და ახალი შესაძლებლობების ძიება დაიწყონ. ტექნოლოგიები, STEM, საერთაშორისო განათლება, ჭადრაკი თუ პროგრამირება - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და ინიციატივით ახალგაზრდებისთვის არაერთი საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება, რომლებიც მათ ცოდნის გაღრმავებასა და ახალი უნარების განვითარებაში ეხმარება.

თუ ხარ მოსწავლე, მოემზადე 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები.

UWC-ის სტიპენდია მოსწავლეებისთვის - ისწავლეთ მსოფლიოს 18 სკოლაში

საქართველოს ბანკი გაერთიანებულ მსოფლიო სკოლებთან (UWC) თანამშრომლობის ფარგლებში 15-17 წლის მოსწავლეებისთვის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს და შესაძლებლობას აძლევს მათ, მსოფლიოს მასშტაბით 17 ქვეყანაში, 18 პარტნიორ სკოლაში გააგრძელონ სწავლა. საერთაშორისო განათლების პროგრამაზე მიღება დაიწყო და 30 სექტემბერს დასრულდება. განაცხადის შესავსებად ეწვიეთ ვებგვერდს.

STEM განათლების ხელშეწყობა მთელი საქართველოს მასშტაბით

საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში შემოდგომის სემესტრზე მიღება დაიწყო და ის 30 სექტემბრამდე გაგრძელდება. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

STEM სკოლა VII-XI კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული ცოდნა მეცნიერების, მათემატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. სკოლაში გაკვეთილები ონლაინ ტარდება, რაც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, სასწავლო პროცესში საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან ჩაერთონ. ამასთან, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად საუკეთესო შედეგის მქონე 60 მოსწავლეს სწავლის საფასურს 100%-ით, ხოლო 30-ს - 50%-ით უფინანსებს.

TUMO ქუთაისი - შესაძლებლობა ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქუთაისში გახსნილი TUMO-ს ცენტრი 12-18 წლის მოზარდებს შესაძლებლობას აძლევს, ისწავლონ ტექნოლოგიების და კრეატიული ინდუსტრიების 11 მიმართულებიდან ერთ-ერთზე. მათ შორის, დაეუფლონ პროგრამირებას, რობოტიკას, გრაფიკულ დიზაინს, 3D მოდელირებას და სხვა. პროგრამაზე რეგისტრაცია 30 სექტემბრამდეა შესაძლებელი. დამატებითი დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს

ფოთის საჭადრაკო კლუბი - შესაძლებლობა მომავალი ჩემპიონებისთვის

საქართველოს ბანკი ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის ლეგენდარული საჭადრაკო კლუბის მთავარი პარტნიორია. თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი 10 ნიჭიერ მოსწავლეს, ერთი წლის განმავლობაში, სწავლას სრულად დაუფინანსებს.

სასტიპენდიო პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო და 13 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. სტიპენდიის მოსაპოვებლად დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა ბმულზე.

Code IT - პირველი ნაბიჯები პროგრამირებაში

პროგრამირებით დაინტერესებული 14-18 წლის მოზარდებისთვის Code IT-ის პროგრამა ხორციელდება, რომელიც ახალგაზრდებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ტექნოპარკში პროგრამირების საფუძვლების შესწავლის შესაძლებლობას აძლევს. პროგრამის მონაწილეები HTML-ს, CSS-სა და JavaScript-ს შეისწავლიან და ტექნოლოგიურ სფეროში პირველ ნაბიჯებს გადადგამენ. ახალ ნაკადზე რეგისტრაცია შემოდგომის სემესტრში დაიწყება.

სტიპენდია პროფესიულ აკადემიებში

იმ ახალგაზრდებისთვის კი, რომლებსაც ახალი უნარების შეძენა ან კვალიფიკაციის ამაღლება სურთ, საქართველოს ბანკი პროფესიული განათლების სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს. პროგრამა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას, სრული დაფინანსებით შეისწავლონ ახალი პროფესიები 20+ წამყვან აკადემიაში. რეგისტრაცია ოქტომბრიდან დაიწყება.

საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობის აღმოსაჩენად ეწვიეთ ვებგვერდს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მარიამ ბაღდავაძე BV Consulting-ის უფროსი იურისტის პოზიციაზე დაწინაურდა

31.08.2026.12:56

მარიამ ბაღდავაძე  BV Consulting-ის უფროსი იურისტის პოზიციაზე დაწინაურდა.

„გვიხარია გაცნობოთ მნიშვნელოვანი პროფესიული სიახლე BV Consulting-ის გუნდში - მარიამ ბაღდავაძე უფროსი იურისტის პოზიციაზე დაწინაურდა.

მარიამი უკვე ორი წელია ჩვენი გუნდის წევრია და ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული კომპანიის არაერთ მნიშვნელოვან პროექტსა და სამართლებრივ საკითხში.

მისი პროფესიული განვითარება, პასუხისმგებლობა და საქმისადმი დამოკიდებულება სრულად ასახავს იმ სტანდარტებსა და ღირებულებებს, რომლებზეც BV Consulting-ის გუნდი დგას.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც გუნდის წევრები კომპანიასთან ერთად იზრდებიან, იღებენ მეტ პასუხისმგებლობას და პროფესიული განვითარების შემდეგ ეტაპზე გადადიან.

ვულოცავთ მარიამს ამ მნიშვნელოვან პროფესიულ წინსვლას და ვუსურვებთ კიდევ ბევრ წარმატებას", - აცხადებს BV Consulting. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა