მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.2
0.012
flag
AZN 1.532
-0.0002
flag
CNY 38.827
-0.0005
flag
EUR 2.9257
-0.015
flag
GBP 3.4392
-0.0033
flag
KZT 57.93
-0.0082
flag
TRY 0.053
-0.0001
flag
USD 2.6039
-0.0003
news banner

თუ მოხდება შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავება და სექტორი ბევრად უფრო გახსნილი იქნება დარწმუნებული ვარ ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორიც არის მასტერქარდი კიდევ უფრო დიდ ფოკუსს მოახდენს საქართველოზე - დავით ზღუდაძე

news image
mbc image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმის მორიგი დისკუსია ,,საქართველოს საბანკო სექტორის მდგრადობა გაიმართა. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ Lion Finance Group-ის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე და Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსა და სომხეთში დავით ზღუდაძე. ღონისძიებას მოდერატორობდა „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ და "საქართველოს ეკონომიკური ფორუმის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.

„Mastercard-ი ხედავს რომ საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს რეგიონალურ ჰაბად ჩამოსაყალიბებლად. ეს შეიძლება იყოს როგორც ტექნოლოგიური მიმართულებით, ასევე საფინანსო მიმართულებით, რადგან ეს ორი მიმართულება არის ძირითადი გამწევი ძალა საქართველოში. ჩვენ ვფარავთ ცენტრალური აზიის და გალფის ქვეყნებს ძირითადად, ტექნოლოგიური მიმართულებით და ვხედავთ დიდ პოტენციალს, რადგან იგივე საერთაშორისო ბევრი ტექნოლოგიური კომპანია საქართველოს უყურებს, როგორც ალტერნატიულ ჰაბს - ეს მაგალითად შეიძლება იყოს დუბაის ალტერნატივა, ამსტერდამის, ბერლინის ან ლონდონის. თუ მოხდება შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავება და სექტორი ბევრად უფრო გახსნილი იქნება დარწმუნებული ვარ ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორც არის მასტერქარდი კიდევ უფრო დიდ ფოკუსს მოახდენს საქართველოზე და შესაბამისად, ძალიან დიდ პოტენციალს მისცემს ქვეყანას განვითარებისთვის",- განაცხადა დავით ზღუდაძემ საქართველოს ეკონომიკური ფორუმის დისკუსიის შემდეგ Business Insider Georgia-სთან.

„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნეს სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე დისკუსიების მთავარი საერთაშორისო პარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული „ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ. ამასთანავე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემების მიერ პოლონეთის „ეკონომიკური ფორუმი“ ხშირად დასახელებულია, როგორც „პოლონური დავოსი“. მიმდინარე წელს პარტნიორობის ფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი დისკუსიების ორგანიზება საქართველოსა და პოლონეთში.

ღონისძიება საქართველოს ბანკთან, Turkish Airlines-თან, Mastercard-თან, ELT Group-თან, Coca-Cola Bottlers Georgia-სთან პარტნიორობით გაიმართა.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ინფრასტრუქტურის გაფართოება და ახალი პროექტები - რა გეგმები აქვს „ედის დაჩას“

05.10.2026.12:00

წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაშბაშში მდებარე საოჯახო სასტუმრო „ედის დაჩა“ სტუმრებს ისტორიულ სახლში დასვენებისა და თანამედროვე კომფორტის შეთავსების შესაძლებლობას სთავაზობს. ობიექტი კანიონის პირას განთავსებული ეკო-კოტეჯებით, ღია თერმული აუზითა და კლდეში გამოკვეთილი საუნებით გამოირჩევა. Business Insider Georgia-სთან სასტუმროს დამფუძნებელი ედვარდ მკრტიჩიანი ობიექტის  განვითარების მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

როგორ შეაფასებდით ზაფხულის სეზონს და როგორი იყო ობიექტის დატვირთვა?

ზაფხულის სეზონს საკმაოდ დადებითად შევაფასებდით - ობიექტის დატვირთვა მაღალი იყო. ამ წარმატებაში დიდი როლი ითამაშა ინფრასტრუქტურის გაფართოებამ: დავამატეთ სრულიად ახალი კონცეფციის ეკო-კოტეჯები კანიონის პირას, freestanding აბაზანებითა და პანორამული ხედებით, რამაც ახალი, პრემიუმ სეგმენტი მოგვიზიდა.

თუმცა, მოლოდინი კიდევ უფრო მაღალი იყო. რეგიონში შექმნილმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ (ისრაელ-ირანის კონფლიქტმა) გარკვეული გავლენა იქონია და ისრაელიდან შემოსული ჯავშნების ნაწილის გაუქმება გამოიწვია.

⁠როგორი იყო ადგილობრივი და უცხოელი სტუმრების წილი და რომელი ქვეყნებიდან იყო ყველაზე მეტი ვიზიტორი?

გასულ წელს თუ სტუმრების 95%-ს უცხოელი ტურისტები შეადგენდნენ და მხოლოდ 5% იყო ადგილობრივი, წელს ეს თანაფარდობა შეიცვალა - 80% უცხოელი და 20% ადგილობრივი მომხმარებელი.

ადგილობრივი სეგმენტის ზრდა განაპირობა ჩვენმა უნიკალურმა ინფრასტრუქტურამ: 24/7-ზე მომუშავე ღია თერმულმა აუზმა (36–38°C), კლდეში გამოკვეთილმა საუნებმა და ახალმა ლუქს-კოტეჯებმა.

⁠როგორია შემოდგომის სეზონის ჯავშნები, რა ტენდენციას ხედავთ ამ სეზონზე და რა მოლოდინები გაქვთ?

მთავარი ტენდენცია: დღეს ტურიზმი დიდ ტრანსფორმაციას განიცდის. თუ ადრე მოგზაურები სტანდარტულ 5-ვარსკვლავიან სასტუმროებს ირჩევდნენ, ახლა უპირატესობას ანიჭებენ ავთენტურ, ემოციურ ტურიზმს - სურთ ადგილობრივი ისტორიის შეგრძნება, ბუნებასთან სიახლოვე და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები. ჩვენი სტუმრების 95% ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობს და სწორედ ასეთ შთაბეჭდილებებს ეძებს.

ჩვენი კონცეფციის სისწორეს Booking.com-ის შეფასებებიც ადასტურებს - 317 რევიუს საფუძველზე გვაქვს უმაღლესი რეიტინგი: 9.5.

⁠რა მიმართულებით ვითარდება „ედის დაჩა“ (ინფრასტრუქტურის, სერვისების ან კონცეფციის კუთხით) და რა არის სამომავლო გეგმები?

„ედის დაჩა“ ვითარდება როგორც აუტენტურობისა და თანამედროვე კომფორტის სინთეზი. ჩვენ შევინარჩუნეთ 1936 წლის ისტორიული სახლი და მასთან ერთად შევქმენით 4 განსხვავებული კატეგორიის დასასვენებელი სივრცე. ასევე, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ეკო-გასტრონომიას - გვაქვს საკუთარი სათბური, სადაც მოგვყავს ორგანული ბოსტნეული და სტუმრებს ნატურალური პროდუქტებით დამზადებულ საუზმესა და ვახშამს ვთავაზობთ.

სამომავლოდ ვგეგმავთ ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო გაფართოებას. უახლოეს პერიოდში აშენდება ახალი, 2-საძინებლიანი კოტეჯი, რომელიც ჰაერში, უშუალოდ კანიონის თავზე იქნება გამოშვერილი, რაც სტუმრებს კიდევ უფრო შთამბეჭდავ და ექსკლუზიურ გამოცდილებას შეუთავაზებს.

სასტუმრო „ედის დაჩა“ (წალკა, დაშბაშის კანიონი): 2026 წლის სეზონი 2025 წელთან შედარებით:

შესადარებული პერიოდი: 17 მაისი – 29 სექტემბერი (ორივე წელს, 136 დღე). მონაცემთა წყარო: Booking.com-ის დაჯავშნები.

რა შეიცვალა

ზრდა ყველა თვეში. ყველაზე მეტად გაიზარდა „მშვიდი“ თვეები: ივნისში ნომერ-ღამეები 68%-ით მოიმატა, სექტემბერში 54%-ით. ივლისში ზრდა 20%-ია, აგვისტოში 18%.

კვირის დღეები. 2025 წელს ღამეების 21% შაბათზე მოდიოდა. 2026 წელს დატვირთვა თანაბრად გადანაწილდა: შაბათის წილი 16%-მდე შემცირდა, ხოლო ორშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევსა და კვირას ზრდა 40–60%-ია. წალკა უკვე არა მხოლოდ შაბათ-კვირის მიმართულებაა.

სტუმრები უფრო ადრე გეგმავენ. დაჯავშნიდან ჩამოსვლამდე დრო (მედიანა) 11 დღიდან 24 დღემდე გაიზარდა. „ბოლო წუთის“ დაჯავშნები (ჩამოსვლამდე 3 დღით ადრე ან ნაკლები) 40%-დან 30%-მდე შემცირდა.

დარჩენის ხანგრძლივობა. 2 ან მეტი ღამით დარჩენილი სტუმრების წილი 14%-დან 18%-მდე გაიზარდა. თუმცა 82% ჯერ კიდევ ერთ ღამეს რჩება, ანუ წალკა ბევრისთვის ჯერ კიდევ გზად გაჩერებაა. ეს ზრდის პოტენციალია.

გეოგრაფია. სტუმრების დაახლოებით 90% უცხოელია, და ორივე წელს ისინი 30-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოვიდნენ.

2026 წელს ჩამოვიდნენ სტუმრები ჩინეთიდან, ბრაზილიიდან, ავსტრალიიდან, კანადიდან, პორტუგალიიდან, არგენტინიდან, ავსტრალია ამერიკა პერუ იაპონია.

⁠ადგილობრივი ტურისტები - სტუმრების რაოდენობა საქართველოდან გაორმაგდა (31-დან 63-მდე), დაჯავშნები 14-დან 27-მდე გაიზარდა.

ოჯახები - დაჯავშნების დაახლოებით მეოთხედში ბავშვებიც არიან. ბავშვების საშუალო ასაკი 10 წელია. 6–12 წლის ბავშვები 41-დან 60-მდე გაიზარდა.

სრული პერიოდი - ბოლო 12 თვეში სასტუმრომ 932 სტუმარი მიიღო 37 ქვეყნიდან. პირველი სტუმრიდან (2025 წლის მაისი) დღემდე ეს რიცხვი 1414 სტუმარია 43 ქვეყნიდან.

⁠სიახლე - 2026 წლის მარტიდან სასტუმროში ორი ახალი კატეგორიის ნომერია: „Black“ და „White“- კოტეჯები შავი და თეთრი.

შენიშვნა: მონაცემები ეყრდნობა მხოლოდ Booking.com-ის დაჯავშნებს. პირდაპირი დაჯავშნები არ შედის, ამიტომ რეალური დატვირთვა უფრო მაღალია. ქვეყანა ნიშნავს დამჯავშნელის ქვეყანას და არა მოქალაქეობას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა