მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.8
-0.005
flag
AZN 1.537
-0.0033
flag
CNY 38.931
-0.0026
flag
EUR 3.0364
-0.0002
flag
GBP 3.5359
0.005
flag
KZT 57.34
0.0005
flag
TRY 0.0539
-0.0003
flag
USD 2.6126
-0.0054
news banner

თუ მცირე ბიზნესს მართავ ეს 8 ონლაინ კურსი შენთვისაა - გაეცანი Businesscourse.ge-ს უფასო კურსებს

news image
mbc image

თუ მცირე ბიზნესს მართავ, ალბათ უკვე იცი, რომ ყოველდღიურ რეჟიმში უამრავი როლის შეთავსება გიწევს - ზოგჯერ მარკეტერი ხარ, ხანაც ფინანსისტი ან გაყიდვების მენეჯერი. სწორედ ამიტომ, ბიზნესის განვითარებისთვის ყველაზე ღირებული რესურსი ხშირად არა დამატებითი დრო, არამედ ცოდნა ხდება.

საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა Businesscourse.ge მცირე და საშუალო ბიზნესებს სწორედ ამ მიმართულებით ეხმარება - პრაქტიკული, სრულად დაფინანსებული ონლაინ კურსებით, რომლებიც თანამედროვე ბიზნესის რეალურ საჭიროებებზეა მორგებული. თუ გსურს, რომ შენი ბიზნესი უფრო ორგანიზებული, კონკურენტუნარიანი და ციფრულად გამართული გახდეს, ეს 8 კურსი განსაკუთრებით დაგაინტერესებს.

მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები

დღეს ბიზნესში ინტუიცია ხშირად აღარ არის საკმარისი - სწორი გადაწყვეტილებები მონაცემებზე დაყრდნობით მიიღება. ეს კურსი დაგეხმარება გაიგო, როგორ გამოიყენო მონაცემები სტრატეგიული გადაწყვეტილებების მისაღებად და როგორ ჩამოაყალიბო ორგანიზაციაში მონაცემებზე დაფუძნებული კულტურა. კურსს უძღვება ქრისტინე ლორთქიფანიძე, კვლევისა და საკონსულტაციო კომპანია „ანოვას“ თანადამფუძნებელი.

პროდუქტის განვითარება

ბიზნესში ბევრი კარგი იდეა იბადება, თუმცა მათი რეალობად ქცევა - დიდი გამოწვევაა ხოლმე. ამიტომაც, პროდუქტის განვითარების კურსზე გაეცნობი პრაქტიკულ მეთოდებს, რომლებიც დაგეხმარება იდეა რეალურ პროდუქტად აქციო, არსებული სერვისი გააუმჯობესო და თანამედროვე მიდგომები დანერგო. კურსს უძღვება ბრენდისა და პროდუქტის დიზაინერი ერეკლე ინაშვილი.

Canva მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

თუ გსურს, რომ შენი ბიზნესი სოციალურ მედიაში უფრო პროფესიონალურად გამოიყურებოდეს, Canva-ს კურსი ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული არჩევანია. აქ ისწავლი, როგორ შექმნა ვიზუალურად გამართული სოციალური მედიის პოსტები, ვიდეოები და მარკეტინგული მასალები, რომლებიც მომხმარებელზე შთაბეჭდილებას მოახდენს. კურსს ციფრული მარკეტერი ლაშა ხორგუაშვილი უძღვება.

საჯარო გამოსვლის უნარები

გაიარეთ ბიზნესკურსი საჯარო გამოსვლის უნარების შესახებ და გახდით უკეთესი პრეზენტატორი. ამ კურსით გაიგებთ, რატომ არის აუცილებელი თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის საჯარო გამოსვლისა და დარწმუნების უნარები და როგორ შეგიძლიათ მისი განვითარება. კურსს უძღვება რუსუდან კვაჭანტირაძე, ICF-ის მიერ სერთიფიცირებული PCC ქოუჩი.

ელექტრონული კომერცია

ონლაინ გაყიდვები უკვე დიდი ხანია, ბიზნესის ზრდის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად იქცა. ელექტრონული კომერციის კურსი გასწავლის, როგორ შექმნა ონლაინ მაღაზია, რომელი პლატფორმები გამოიყენო, როგორ დაგეხმარება ხელოვნური ინტელექტი და რა როლი აქვს ციფრულ მარკეტინგს წარმატებული eCommerce ბიზნესის განვითარებაში. მას ელკომერციის სპეციალისტი, თორნიკე აფხაზი უძღვება.

MS Excel-ის გამოყენება

Excel დღემდე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია მცირე ბიზნესისთვის. კურსზე ისწავლი, როგორ შექმნა გამართული და მარტივად სამართავი ფაილები, როგორ დაამუშაო მონაცემები და გამოიყენო დაგროვილი ინფორმაცია ეფექტური ბიზნესგადაწყვეტილებების მისაღებად. კურსს უძღვება ელექტრონული აკადემიის დამფუძნებელი და MS Excel-ის ტრენერი გიორგი დათუკიშვილი.

პროექტების მართვა

ნებისმიერ ბიზნესში, სადაც რამდენიმე პროცესი ერთდროულად მიმდინარეობს, პროექტების მართვის უნარი აუცილებელი ხდება. ამ კურსზე გაიგებ, როგორ იგეგმება პროექტი, რა ეტაპებს გადის იდეიდან განხორციელებამდე და როგორია წარმატებული პროექტის მართვის მეთოდოლოგია. კურსს პროექტების მართვის სპეციალისტი ვანო ნადირაძე უძღვება.

კონტენტის მენეჯმენტი

დღეს მომხმარებელთან ურთიერთობის დიდი ნაწილი ციფრულ სივრცეში მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია იცოდე, როგორ წარადგინო შენი პროდუქტი ან მომსახურება სოციალურ მედიაში ისე, რომ სასურველ აუდიტორიამდე სწორად მიაღწიო. კონტენტის მენეჯმენტის კურსი ამ პროცესის უკეთ გააზრებაში დაგეხმარება. კურსს ესერტი კონტენტ სტუდიოს დამფუძნებელი, ლიანა მეტრეველი უძღვება.

Businesscourse.ge-ის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ კურსები შეგიძლია საკუთარ ტემპში გაიარო, მაშინ, როცა შენთვის მოსახერხებელია. პლატფორმაზე განთავსებული მასალები ადგილობრივ, პრაქტიკულ გამოცდილებასა და თანამედროვე ბიზნეს ტენდენციებზეა დაფუძნებული, რაც მცირე და საშუალო ბიზნესებს რეალურ განვითარებაში ეხმარება.

თუ გინდა, რომ შენი ბიზნესი უფრო ეფექტურად მართო, პროცესები გაამარტივო და თანამედროვე ციფრულ გარემოს უკეთ მოერგო - - Businesscourse.ge-ზე შენთვის საჭირო ცოდნას აუცილებლად იპოვი.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მზის ენერგეტიკის ბაზარი სწრაფად იზრდება და, ამასთანავე, უფრო კომპლექსური ხდება - დავით ტყეშელაშვილი

04.09.2026.19:00

2026 წლის პირველი ნახევარი Photomate Caucasus-ისთვის საქმიანობის გაფართოებითა და ახალი პროექტებით გამოირჩეოდა. კომპანიის რეგიონული მენეჯერი დავით ტყეშელაშვილი Business Insider Georgia-სთან კომპანიის შედეგებზე, ბაზრის ტენდენციებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

როგორ შეაფასებდით Photomate-ის 2026 წლის პირველ 6 თვეს - რა არის ის მთავარი შედეგები და მიღწევები, რომლებითაც ამ პერიოდს გამოარჩევდით?

2026 წლის პირველი ნახევარი Photomate Caucasus-ისთვის საქმიანობის გაფართოებისა და ახალი შესაძლებლობების კონსოლიდაციის პერიოდი იყო. ამ ეტაპზე განსაკუთრებით გავაძლიერეთ ჩვენი სრული მომსახურების მოდელი, რომელიც ტექნოლოგიური მოწყობილობების მიწოდებასთან ერთად მოიცავს პროექტირებას, EPC მომსახურებას პარტნიორებთან ერთად, მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას, ტექნიკურ მომსახურებასა და მონიტორინგს.

ჩვენი მიზანია, პროექტის ყველა ძირითადი ეტაპი - ტექნოლოგიის შერჩევიდან და პროექტირებიდან სადგურის გრძელვადიან ოპერირებამდე - ერთიან, კოორდინირებულ პროცესად ვაქციოთ. ამ მიდგომით მომხმარებელს უმარტივდება პროექტის მართვა, მცირდება ტექნიკური რისკები და იზრდება ინვესტიციის გრძელვადიანი ეფექტიანობა.

ამავე პერიოდში, ჩვენს პარტნიორ Helios Energy-სთან ერთად, აქტიურად ჩავერთეთ 78-მეგავატიანი მზის ელექტროსადგურის პროექტში, სადაც პასუხისმგებლები ვართ როგორც სამშენებლო სამუშაოების ნაწილზე, ისე პროექტის ტექნიკურ ზედამხედველობაზე. წლის პირველი ნახევარი მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გაძლიერებისა და კავკასიის ბაზარზე თანამედროვე ტექნოლოგიებისა და გამოცდილების გადმოტანის მიმართულებითაც.

როგორია მიმდინარე ძირითადი ტენდენციები განახლებადი ენერგიისა და მზის ენერგიის ბაზარზე? როგორ აისახება ეს ტენდენციები Photomate-ის საქმიანობასა და მოთხოვნაზე?

მზის ენერგეტიკის ბაზარი სწრაფად იზრდება და, ამასთანავე, უფრო კომპლექსური ხდება. პროექტების მასშტაბის ზრდასთან ერთად, დეველოპერებსა და ინვესტორებს სულ უფრო მეტად სჭირდებათ მხარდაჭერა პროექტირების, სამშენებლო ხარისხის კონტროლისა და სადგურის გრძელვადიანი ეფექტიანობის მიმართულებით.

მეორე მნიშვნელოვანი ტენდენციაა მზის გენერაციის ინტეგრაცია ენერგიის შემნახველ და ენერგომენეჯმენტის სისტემებთან. მომხმარებლისთვის უკვე აღარ არის საკმარისი მხოლოდ მაღალი ხარისხის პანელისა თუ ინვერტორის შეძენა. მისთვის მნიშვნელოვანია, რამდენად უსაფრთხოდ და ეფექტიანად იმუშავებს სისტემა მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, როგორ მოხდება მისი მონიტორინგი და რამდენად სწრაფად მიიღებს ტექნიკურ მხარდაჭერას.

ეს ტენდენციები პირდაპირ აისახება Photomate-ის საქმიანობაზე. მოთხოვნა იზრდება არა მხოლოდ მოწყობილობებზე, არამედ სრულ ტექნიკურ მომსახურებაზე - პროექტირებაზე, ზედამხედველობაზე, EPC მომსახურებაზე, მონიტორინგსა და გაყიდვის შემდგომ მხარდაჭერაზე. განსაკუთრებით მაღალი ინტერესი შეინიშნება კომერციულ, ინდუსტრიულ და დიდი სიმძლავრის პროექტებში, სადაც ენერგიის ხარჯის შემცირებასთან ერთად გადამწყვეტია ენერგომომარაგების სტაბილურობა და ინვესტიციის პროგნოზირებადი შედეგი.

რა იქნება კომპანიის მთავარი ფოკუსი წლის დარჩენილ პერიოდში და რომელ მიმართულებებში ელოდებით ყველაზე მნიშვნელოვან პროგრესს?

წლის დარჩენილ პერიოდში ჩვენი მთავარი ფოკუსი იქნება სრული მომსახურების მოდელის კიდევ უფრო გაძლიერება და მისი მასშტაბირება კავკასიის ბაზარზე.

პრიორიტეტულია მიმდინარე მსხვილ პროექტებში სამუშაოების მაღალი ხარისხითა და განსაზღვრულ ვადებში შესრულება. პარალელურად, გავაგრძელებთ პროექტირების, EPC მომსახურების, ტექნიკური ზედამხედველობის და მონიტორინგისა მიმართულებების განვითარებას.

მნიშვნელოვან პროგრესს ველოდებით ენერგიის შემნახველი და ენერგომენეჯმენტის სისტემების მიმართულებითაც. ბაზარი თანდათან გადადის ინტეგრირებულ გადაწყვეტილებებზე, სადაც მზის გენერაცია, ენერგიის დაგროვება და მოხმარების მართვა ერთ სისტემად მუშაობს.

ასევე ვმუშაობთ ახალი ოფისისა და თანამედროვე შოურუმის შექმნაზე. ეს იქნება სივრცე, სადაც მომხმარებლებსა და პარტნიორებს შესაძლებლობა ექნებათ, რეალურ გარემოში გაეცნონ თანამედროვე ენერგეტიკულ ტექნოლოგიებსა და მათ ინტეგრირებულ მუშაობას.

საბოლოოდ, როგორი მოლოდინი გაქვთ 2026 წლის შედეგებთან დაკავშირებით და რა იქნება, თქვენი ხედვით, წლის მთავარი მიღწევა კომპანიისთვის?

2026 წლის შედეგებთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი გვაქვს. ველოდებით ზრდას როგორც მოწყობილობების მიწოდებისა და მიმდინარე პროექტების, ისე ტექნიკური და საინჟინრო მომსახურებების მიმართულებით.

ჩვენთვის წლის შედეგი მხოლოდ გაყიდვების მაჩვენებლებით არ განისაზღვრება. მთავარი მიღწევა იქნება Photomate Caucasus-ის პოზიციის კიდევ უფრო განმტკიცება, როგორც განახლებადი ენერგიის სრული ციკლის პარტნიორისა - კომპანიის, რომელიც საერთაშორისო ტექნოლოგიებს ადგილობრივ საინჟინრო გამოცდილებასა და გრძელვადიან ტექნიკურ მხარდაჭერას აერთიანებს.

თუ წლის ბოლოს წარმატებით განხორციელებული მსხვილი პროექტები, გაზრდილი მომსახურების პორტფელი და ენერგიის დაგროვებისა და მართვის მიმართულებით გაძლიერებული შეთავაზება გვექნება, ეს ჩვენი სტრატეგიის წარმატების ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი იქნება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა