მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7277.3
-0.0314
flag
AZN 1.5733
-0.0003
flag
CNY 39.351
0.0024
flag
EUR 3.102
-0.0023
flag
GBP 3.5904
-0.0003
flag
KZT 56.59
-0.002
flag
TRY 0.0585
-0.0001
flag
USD 2.6744
-0.0006
news banner

თუ საზღვარგარეთ განათლების მიღება გსურთ, დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს

news image

25 მაისს, 17:00 საათზე საქართველოს ბანკი, LEAF-თან თანამშრომლობის ფარგლებში, საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამების ვებინარს მართავს. დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.

ვებინარზე მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია საზღვარგარეთ სწავლის შესახებ, გაიგონ, როგორ შეუძლიათ მიიღონ სრული დაფინანსება Fulbright-ის, Chevening-ის, Miami Ad School-ისა და UWC პროგრამების ფარგლებში.

შეხვედრას ჩაატარებენ გიორგი ჩავლეიშვილი, განათლების ცენტრ LEAF-ის დამფუძნებელი და ჯულიეტა პაკაცოშვილი, აკადემიური მრჩეველი.

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ  ბმულს.

ინფორმაციისთვის, განათლების ცენტრი LEAF 2008 წლიდან ეხმარება საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულ ახალგაზრდებს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში ჩაბარებასა და დაფინანსების მოპოვებაში.

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი განათლების ცენტრ LEAF-თან დაპარტნიორდა.

თანამშრომლობის ფარგლებში, საზღვარგარეთ სწავლის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ შეხვედრებს, მიიღონ რჩევები აპლიკაციების ეფექტურად შევსებასთან დაკავშირებით და გაზარდონ საკუთარი შანსები, მიიღონ სრული დაფინანსება.

საქართველოს ბანკის 40-ზე მეტი საგანმანათლებლო ინიციატივის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ  ვებგვერდს

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ვფიქრობ, შეგვიძლია ტვირთების ნაწილი ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტზე გადმოვრთოთ, სადაც მოცულობები საკმაოდ დიდია - Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორი

25.05.2026.11:50

Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორი მიხეილ ნამადოვი აცხადებს, რომ ჩრდილოეთის დერეფნის ალტერნატივად ყარსი–ახალქალაქის მიმართულება შესაძლოა ჩამოყალიბდეს და რეგიონში სერიოზული კონკურენცია შექმნას. მისი თქმით, ჩინეთი ამჟამად აქტიურად იყენებს ჩრდილოეთის მარშრუტს, რომელიც ლიტვასა და ბელარუსის გავლით დუისბურგამდე გადაზიდვებს მოიცავს, თუმცა ალტერნატიული მიმართულებები, მათ შორის საქართველოზე გამავალი რკინიგზა, სულ უფრო კონკურენტუნარიანი ხდება. ნამადოვის შეფასებით, რკინიგზით გადაზიდვების ღირებულება ხშირად ზღვით ტრანსპორტირების ფასებს უტოლდება, რაც, ენერგომატარებლების ფასების არასტაბილურობის ფონზე, ამ სექტორს დამატებით პერსპექტივას აძლევს.

„დღეს ჩინეთი აქტიურად იყენებს ჩრდილოეთის დერეფანს, რაც გულისხმობს ტვირთების რკინიგზით გადაზიდვას ბელარუსსა და ლიეტუვამდე, სადაც ხდება ვაგონების ბორბლების გამოცვლა, რის შემდეგაც ტვირთი მოძრაობას აგრძელებს. ძირითადი გამანაწილებელი ცენტრი გერმანიაში, კერძოდ, დუისბურგში მდებარეობს.

ამ მარშრუტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ალტერნატივა, რა თქმა უნდა, ბაქო-თბილისი-ყარსის (ახალქალაქის) მიმართულება იქნება, რომელიც საკმაოდ დიდ კონკურენციას გაუწევს არსებულ დერეფნებს, განსაკუთრებით სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით. ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია ტვირთების ნაწილი ამ მარშრუტზე გადმოვრთოთ, სადაც მოცულობები საკმაოდ დიდია.

თუნდაც დღეს, მაგალითისთვის რომ ავიღოთ, ჩინეთიდან კონტეინერის საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის ღირებულება თითქმის იგივეა, რაც რკინიგზით საქართველომდე ტრანსპორტირება. სწორედ ამიტომ, მომავალი ამ მიმართულებისაა. ჩვენ ვხედავთ, რომ ნავთობზე ფასები საკმაოდ არასტაბილურია და მიმდინარე კონფლიქტები მასზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. რკინიგზის თვითღირებულება კი, როგორც მოგეხსენებათ, ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული, რაც მას ბევრად უფრო სტაბილურს ხდის.

ამ პროექტს საკმაოდ დიდი პერსპექტივა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ზუსტი პროგნოზების გაკეთება რთულია, ეს  მთლიანი რეგიონისთვის უდიდესი დოვლათის მომტანი და ლოგისტიკის ეფექტიანობის ამაღლების წინაპირობა იქნება“, - აღნიშნა ნამადოვმა.

მისივე თქმით, საქართველო შეუძლია არა მხოლოდ საკუთარი ექსპორტ-იმპორტის მომსახურება, არამედ მესამე ქვეყნებისთვის ლოგისტიკური მომსახურების გაწევაც, მისი თქმით, უკვე არსებობს რეგიონის მაგალითები, როგორიცაა ყაზახეთი და აზერბაიჯანი, რომლებიც საკუთარი ინფრასტრუქტურის გამოყენებით მესამე ქვეყნების ტვირთების გადაზიდვაზეც მუშაობენ. ნამადოვის შეფასებით, საქართველოს შეუძლია ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პოტენციალის რეალიზება, რაც ქვეყნისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება და საერთაშორისო ლოგისტიკურ ბაზარზე მის როლს გააძლიერებს.

„თუ დღეს საერთაშორისო ლოგისტიკაში არსებულ ეკონომიკურ სალდოს ავიღებთ, მომსახურებაში უფრო მეტს ვიხდით, ვიდრე თავად გავცემთ. ამ მიდგომით კი პირიქით  შეგვიძლია ჩვენი წილი გავზარდოთ. მით უმეტეს, ჩვენი მდებარეობისა და დღევანდელი გეოპოლიტიკური აქტუალურობის გათვალისწინებით, პატარა ქვეყნებისთვის ეს მომსახურება შეიძლება იქცეს ექსპორტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროდ ისევე, როგორც ტურიზმი, IT სექტორი, დეველოპმენტი და სხვა“,- აღნიშნა Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა