მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7161
-0.0028
flag
AZN 1.5426
-0.0004
flag
CNY 38.849
-0.0005
flag
EUR 3.0264
0.0004
flag
GBP 3.5296
-0.0019
flag
KZT 56.04
0.0019
flag
TRY 0.0551
0
flag
USD 2.6223
-0.0006
news banner

ტურიზმის სექტორში არსებული გამოწვევები და ზაფხულის სეზონის მოლოდინები l Nika Hotel and Club-ის შეფასება

news image
mbc image

Nika Hotel and Club იზოლირებული სასტუმროა, რომლის ისტორიაც 2021 წლიდან იწყება. სასტუმრო მთების ბუნებრივ სილამაზეშია გაშენებული და პანორამული ხედებით არის გარშემორტყმული. ტურიზმის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და ზაფხულის სეზონის მოლოდინებზე Business Insider Georgia სასტუმროს დამფუძნებელს, ლარისა გავრილიუკი ესაუბრა.

„ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა ჯავშნებზე დიდი გავლენა მოახდინა. შარშანდელთან შედარებით მოთხოვნა მკვეთრად არის შემცირებული და ზაფხულის სეზონზეც ჯავშნები იმ რაოდენობით აღარ შემოდის, როგორც წინა წელს.

მიუხედავად იმისა, რომ ფრენების ნაწილი უკვე აღდგენილია, აქტივობა მაინც ვერ დაუბრუნდა იმ მაჩვენებელს, რაც ზამთრის პერიოდში იყო. საერთო ჯამში, ჯავშნები დაახლოებით 40%-ით არის შემცირებული“, - აცხადებს ლარისა გავრილიუკი.

Nika Hotel and Club-ის ზაფხულის სეზონთან დაკავშირებული მოლოდინები პოზიტიურია.

„ზაფხულის სეზონზე, ახლო აღმოსავლეთის გარდა, ფრენები სხვა ქვეყნებიდანაც შესრულდება, რაც ტურისტულ აქტივობაზე დადებითად აისახება. ადგილობრივი მომხმარებლების რაოდენობა უცვლელია და ამ მიმართულებით შემცირება არ ფიქსირდება. გარდა ამისა, ივლისსა და აგვისტოში მოთხოვნა თბილისის ვიზიტორების მხრიდანაც იზრდება.

ზაფხულის სეზონის მიმართ პოზიტიური მოლოდინები გვაქვს, რადგან სრულად ახლო აღმოსავლეთის ბაზარზე დამოკიდებული არ ვართ “, - ამბობს სასტუმროს დამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის, ტურისტული კომპლექსი შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩანჩხალოში მდებარეობს. სასტუმრო კომპლექსში დასაქმებულთა უმეტესობა ადგილობრივია.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image HENKA მომხმარებელს 0% დამატებული შაქრის მქონე ახალ პროდუქტს სთავაზობს

07.08.2026.16:00

HENKA-მ მომხმარებელს 0% დამატებული შაქრის მქონე ახალი პროდუქტი წარუდგინა. რას ნიშნავს ეს სიახლე ბრენდისთვის და როგორია კომპანიის განვითარების გეგმები - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს HENKA-ს დირექტორი, გიორგი ჯირკვალიძე ესაუბრა.

ცოტა ხნის წინ HENKA-მ ახალი პროდუქტი წარადგინა - მოგვიყევით ამ სიახლის შესახებ და რას ნიშნავს ბრენდისთვის 0% დამატებული შაქრის მქონე პროდუქტის დამატება ასორტიმენტში?

ჩვენი კომპანიის ერთადერთი ხაზი სწორედ ჯანსაღი სასმელების წარმოებაა, ეს ამ საუკუნის მთავარი გამოწვევაა და სწორედ ეს განაპირობებს მსგავსი მიმართულების მაქსიმალურად ათვისებას, დახვეწას და მუდმივ გაუმჯობესებას. მიუხედავად იმისა, რომ შაქარი ძალიან მცირე, მინიმალური რაოდენობით არის ისედაც ჩვენს პროდუქტში, მისი სრულ ამოღებაზე დიდი ხანია ვმუშაობთ და ეს სიახლეც სწორედ ამ გზის წარმატებული გაგრძელებაა.

მოცვი-ლაიმი ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი გემოა, ამიტომ გადავწყვიტეთ, სიახლე სწორედ ამ პროდუქტით დაგვეწყო. 0% დამატებული შაქრის მქონე პროდუქტი მხოლოდ 3.2 კილოკალორიას შეიცავს, რაც მას კიდევ უფრო კარგ არჩევანად აქცევს მათთვის, ვინც კალორიების კონტროლსა და ჯანსაღი ცხოვრების წესს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.

როგორია კომპანიის მიდგომა პროდუქტის განვითარებისა და ახალი გემოების შექმნის პროცესში - რა პრინციპებით ქმნით პროდუქტებს, რომლებსაც მომხმარებელს სთავაზობთ?

ერთადერთი პრინციპი, რომელიც ახალი გემოების, მათ შორის პროდუქტების შექმნის პროცესშია არის - მხოლოდ ჯანსაღი, ნატურალური და სასარგებლო. ეს არის სამი მთავარი და უცვლელი კომპონენტი, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ჩვენი პროდუქტი. ეს შესაძლოა სასიამოვნოდ და მარტივად ჟღერს, თუმცა ყველაზე მკაცრი მოთხოვნებია თავისთავად და მოითხოვს ძალიან დიდი შრომას, ძიებას, ცდებს, დროს და რესურსებს. თუმცა კომპანიის გახსნის დღიდან ეს იყო ჩვენი მთავარი ლაიტ-მოტივი, სრულად გააზრებული და გათვითცნობიერებული გვაქვს, რომ ეს მხოლოდ კომერციული სტრატეგია კი არა, სოციალური მისიაც არის და ამ გზას არასდროს გადავუხვევთ.

რა არის HENKA-ს სამომავლო გეგმები - რომელ მიმართულებებზე აპირებთ განვითარებას, იგეგმება თუ არა ასორტიმენტის გაფართოება და ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისება?

ასორტიმენტის გაფართოება ეს უწყვეტი ციკლია, ბუნებრივია ვმუშაობთ უამრავ სიახლესა და ინოვაციაზე. იცით, რომ ჩვენი ფუნქციურ-არომატული წყალი D3 ვიტამინით პირველი და ერთადერთი ფუნქციური წყალია საქართველოში და ანალოგებიც მსოფლიოში თითზე ჩამოსათვლელია. ვამაყობთ ამით და კიდევ მეტ საამაყო ინოვაციასა და სიახლეს შევქმნით ჩვენს ბაზარზე.

რაც შეეხება ექსპორტს, ამ ეტაპზე აქტიური ექსპორტი ხორციელდება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელში და რათქმაუნდა საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე აქტიურად მიდის მუშაობა, მათ შორის წყლის კუთხით ჩვენი სამიზნე ბაზარი სპარსეთის ყურის ქვეყნებია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა