თურქეთის გადახდის სისტემის მეშვეობით საქართველოში ფულადი გზავნილების განხორციელება იქნება შესაძლებელი - მედია
Trend-ს United Payment-ის აზერბაიჯანის მმართველმა დირექტორმა ედგარ აბდულაევმა განუცხადა, რომ თურქული გადახდის სისტემა „Turan Teknoloji Anonim Sirketi“ (Turan) საქართველოში გზავნილების სახით ფულადი გადარიცხვების დაწყებას გეგმავს.
მისივე თქმით,კომპანია ლიცენზიის მიღებას „გადახდის სერვისებისა და საგადახდო სისტემების შესახებ“ კანონის შესაბამისად ელოდება.
მედია წერს, რომ კანონპროექტი „გადახდის სერვისებისა და სისტემების შესახებ“ 2023 წლის 9 ნოემბერს ამოქმედდა.
„აზერბაიჯანში ოპერირების ლიცენზიის მიღების შემდეგ, ჩვენ ფულადი გზავნილების განხორციელებას აზერბაიჯანიდან თურქეთსა და საქართველოში ვგეგმავთ. მობილური აპლიკაციის გაშვებას მიმდინარე წლის დეკემბრის დასაწყისში ვაპირებთ. ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ სიმარტივე და მოქნილობა თითოეული ტრანზაქციის შესრულებისას, ხოლო გადარიცხვის პროცესი მაქსიმალურად მარტივია ჩვენი მომხმარებლებისთვის,“ - აღნიშნა აბდულაევმა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.