თურქულ ტყავს, ფასსა და ხარისხში კონკურენციას ვერ ვუწევთ - „ქართული ტყავი“
„ქართული ტყავის“ დირექტორი ზურაბ მჟავანაძე Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ საქართველოში ტყავის ადგილობრივი წარმოების განვითარებას არასტაბილური ნედლეულის ბაზარი და წარმოებაში მაღალი ხარისხის ტექნოლოგიური დანადგარების არქონა აფერხებს.
„სხვადასხვა სისქისა და ფერის ტყავს ვაწარმოებთ. ადგილობრივ ნედლეულს ვიყენებთ. პროდუქციას ვყიდით საქართველოში და ჩვენი მომხმარებლები არიან ის მეწარმეები ვინც ფეხსაცმელებს, ჩანთებს, საფულეებსა და სხვადასხვა აქსესუარებს აწარმოებენ. თვეში გადავამუშავებთ დაახლოებით 5-6 ტონა ტყავს. ბაზარზე სულ სამი ადგილობრივი საწარმოა. ძირითადად კონკურენციას გვიწევს თურქული პროდუქცია. თურქული ტყავი კონკურენციას გვიწევს ფასშიც და ხარისხშიც. ტყავის გადამამუშავებელი დანადგარები ძვირია. ხარისხიანი პროდუქციის მისაღებად კი ახალი ტექნოლოგიებია საჭირო“, - ამბობს ზურაბ მჟავანაძე.
მისი თქმით, საქართველოში ტყავის წარმოებისთვის ძირითადი გამოწვევაა ადგილობრივი ნედლეული.
„ტყავის წარმოებისთვის საჭირო მასალა უხარისხოა. პირუტყვი უნდა იყოს აცრილი, ტყავი არ უნდა იყოს გაჯერებული ბაქტერიებით. საქართველოში მსხვილფეხა პირუტყვის მოვლა სათანადოდ არ ხდება. ამიტომ ქართულ ტყავზე მოთხოვნა არ გაზრდილა. იმდენად არასტაბილურია ადგილობრივი ბაზარი, რომ სამომავლო გეგმებზე ვერ ვსაუბრობ. საჭიროა ინვესტიცია ტექნოლოგიებსა და მანქანა-დანადგარებში, რომ უფრო ხარისხიანი ტყავი ვაწარმოოთ. საკმაოდ დიდი ინვესტიციაა საჭირო, რომლის განხორციელებაც არ ღირს, რადგან საქართველოს ნედლეულის ბაზარი სტაბილური არ არის“, - ამბობს მეწარმე.
კომპანია „ქართული ტყავი“, ადგილობრივ ბაზაზე 1996 წლიდან ოპერირებს. საწარმო თბილისში მდებარეობს, დასაქმებულია 5 ადამიანი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.