უახლოეს პერიოდში, ქ.ქუთაისში დაიწყება გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალი შენობის მშენებლობა - დავით სონღულაშვილი
დავით სონღულაშვილმა გარემოს ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი დაათვალიერა და თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონულ ოფისში განთავსებულია ისეთი მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეულები, როგორებიცაა: იმერეთის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია, დასავლეთ საქართველოს რეგიონული გეოლოგიური განყოფილება, ასევე, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის იმერეთის ლაბორატორია.
„უახლოეს პერიოდში, ქალაქ ქუთაისში დაიწყება გარემოს ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული და ლაბორატორიული ფუნქციის მქონე ახალი შენობის მშენებლობა, რომელშიც განთავსდება თანამედროვე ტიპის ლაბორატორიები და ობსერვატორია, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სამეცნიერო-კვლევით შესაძლებლობებს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ გარემოსდაცვით სფეროში ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება და, შედეგად, არსებულ გამოწვევებსა და მიმდინარე პროცესებზე ეფექტიანი და სწრაფი რეაგირება ჩვენი პრიორიტეტია“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ელენე ღუბიანურმა განაცხადა, ახალ რეგიონულ ოფისში შესაძლებელი იქნება საკვლევი კომპონენტების გაფართოება და კვლევების წარმოება უახლესი მეთოდებით, საველე გეოლოგიური და ჰიდროლოგიური ჯგუფების გაძლიერება, შესაბამისად, ახალი კადრების მოზიდვა და სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის განხორციელება.
მინისტრთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე და სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანი იმყოფებოდნენ.
სხვა სიახლეები
როგორია Ruso’s-ის საქმიანობის სპეციფიკა და სამომავლო გეგმები
08.06.2026.16:00
Ruso's დესერტების ბრენდია, რომელიც მომხმარებელს ხელნაკეთ, ვიზუალურად გამორჩეულ ტკბილეულს სთავაზობს. ბრენდის კონცეფციისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს, რუსო დაუშვილს ესაუბრა.
„სამოყვარულო დონეზე ყოველთვის ვიყავი კულინარიით გატაცებული, თუმცა უფრო აქტიურად პროექტ „მასტერშეფში“ მონაწილეობის შემდეგ გავაგრძელე განვითარება და ჩემი ჰობი საქმიანობად ვაქციე. თავდაპირველად ასორტიმენტი პასკებს მოიცავდა, ამ ეტაპზე კი მომხმარებელს 5 სახეობის დესერტს ვთავაზობთ. ასორტიმენტს მუდმივად ვზრდით, ვტესტავთ ახალ პროდუქტებს და სამომავლოდ გაფართოებასაც განვიხილავთ“,- აცხადებს რუსო დაუშვილი.

კომპანიის მთავარი კონკურენტული უპირატესობა ხარისხზე ორიენტირებული მიდგომაა.
„საკონდიტრო მიმართულებით პროფესიული განათლება არ მაქვს მიღებული, რაც ერთის მხრივ შეიძლება მინუსადაც ჩაითვალოს, თუმცა მეორე მხრივ ეს მეტ თავისუფლებას მაძლევს ექსპერიმენტებისთვის და უფრო გაბედული გადაწყვეტილებების მისაღებად. Ruso’s-ის მთავარი უპირატესობა ხარისხია - ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის შენარჩუნება, ამიტომ ვამჯობინებთ, პროდუქტი შედარებით მაღალი ფასის იყოს, თუმცა ხარისხი უცვლელად შევინარჩუნოთ.
პროდუქცია სრულად ხელნაკეთია და მცირე რაოდენობით მზადდება,
რაც მას ინდუსტრიული წარმოებისგან განასხვავებს. თითოეულ დეტალს დიდ ყურადღებას ვაქცევ - განსაკუთრებით პასკების შემთხვევაში, რომლებსაც ყოველთვის ფორმებში ვაცხობ. ჩემთვის ეს არ არის უბრალოდ სამსახური - ეს არის ჰობი, რომელიც დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ვფიქრობ, სწორედ ეს სიყვარული და დეტალებზე ზრუნვა განგვასხვავებს ბაზარზე არსებული სხვა კომპანიებისგან“,- აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

Ruso’s პროდუქციის მიმართ მოთხოვნა სტაბილურად მზარდია.
„ბოლო პერიოდში მოთხოვნა იმდენად გაიზარდა, რომ მარტო ფიზიკურად ვეღარ ვუმკლავდები, ამიტომ დავამატე თანამშრომლები. სამომავლოდ კი ვგეგმავ ფიზიკური ობიექტის გახსნას, სადაც უფრო მეტ მომხმარებელს მოვემსახურებით.
ეს იდეა დიდი ხანია მაქვს და მჯერა, რომ წარმატებული იქნება. მინდა, მომხმარებელს გავახსენო ის სახლური გემოები, რომლებიც ნოსტალგიურ განცდას იწვევს და ამავე დროს მაღალი ხარისხით გამოირჩევა“,- ამბობს რუსო დაუშვილი.

ინფორმაციისთვის, პროდუქციის შეძენა შესაძლებელია Glovo-ს პლატფორმის მეშვეობით.