უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ შესვლას ისეთ ახალ ბაზრებზე, როგორებიცაა ახალი ზელანდია, აზერბაიჯანი, ყაზახეთი და ბალტიის ერთ-ერთ მსხვილი ქსელი MAXIMA - Georgia`s Natural Organic
კომპანიის გაყიდვები გაზრდილია და მომავალ წელს გვექნება ექსპორტის 25%-იანი ზრდა,“ - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ორგანული სასმელებისა და საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანია Georgia's Natural Organic -ის ნედლეულის შესყიდვების ხელმძღვანელმა, გიორგი ნოზაძემ განუცხადა.
„როგორც ჩვენს ბოლო ინტერვიუში აღვნიშნეთ, კომპანია სისტემატიურად მუშაობს საერთაშორისო ბაზრის დივერსიფიცირების მიმართულებით, რათა შესაძლებელი იყოს ყოველწლიური ექსპორტის სტაბილური ზრდა და კომპანიის პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური არასტაბილურობით გამოწვეული რისკების გავლენის შემცირება.
აქედან გამომდინარე, კომპანიის გაყიდვები გაზრდილია და მომავალ წელს უკვე გვექნება ექსპორტის 25 %-იანი ზრდა.
ეს მატება განსაკუთრებით ისახება, აშშ-ს, შუა აღმოსავლეთისა და აზიის ბაზარზე.
უახლოეს პერიოდში ველოდებით შესვლას ახალ მარკეტებზე, როგორებიც არის ახალი ზელანდია, აზერბაიჯანი, ყაზახეთი და ბალტიის ერთ-ერთი მსხვილი ქსელი MAXIMA.
ასევე განვაგრძობთ გაფართოებას გლობალურ ონლაინ პლატფორმებზე და მომავალი წლიდან წარმოდგენილები ვიქნებით ამაზონზე და ალიბაბაზე.
შესაბამისად, 2026 წლიდან ამუშავდება წარმოების მეორე ხაზი, რომელიც საშუალებას მოგვცემს გავაორმაგოთ წარმადობა შეკვეთების დასაკმაყოფილებლად “, - აცხადებს გიორგი ნოზაძე.
კომპანიის პროდუქციაზე მოთხოვნა სტაბილურად მზარდია.
"მომხმარებელი ხშირად ანიჭებს უპირატესობას საშუალო საფასო სეგმენტს, თუმცა მზარდია პრემიუმ კატეგორიის პროდუქტების მომხმარებელთა წილიც, განსაკუთრებით ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრებს შორის.
ზოგადად, წვენების ბაზარზე მოთხოვნა სტაბილურად მაღალია, ხოლო ინტერესი განსაკუთრებით მზარდია იმ პროდუქტებზე, რომლებიც ახალი, ჯანსაღი, ნატურალური და ფუნქციური შეთავაზებით გამოირჩევა. მომხმარებელთა ცნობიერების მატება და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარობა ამ სფეროს ზრდას პროგნოზირებად და პერსპექტიულ მიმართულებად აქცევს “, - ამბობს კომპანიის ნედლეულის შესყიდვების ხელმძღვანელი.
ცნობისთვის, საქართველოში Georgia's Natural Organic-ის პროდუქცია ხელმისაწვდომია როგორც ფიზიკურ მაღაზიებში, ასევე ონლაინ პლატფორმებზე. კომპანიის მიზანია საქართველოში ორგანული პროდუქციისადმი მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.