უამინდობამ დაგვაზარალა, პროგნოზირებულზე მცირე მოსავალი მივიღეთ - ნუშიკოს ბაღი
მიმდინარე წელს ნუშიკოს ბაღი14 ტონამდე ნუშის მოსავლის მიღებას პროგნოზირებდა, თუმცა როგორც Business Insider Georgia-ს ფერმერმა ზაზა ხელხელაურმა განუცხადა, მოსავლის აღების პროცესი ერთ კვირაში დასრულდება და მოცულობა დაახლოებით 10 ტონა შეადგენს.
„წელს უამინდობამ დაგვაზარალა. ნუშის ყვავილობას ყინვები დაემთხვა, შემდეგ სეტყვა. ჩემი პროგნოზით, კახეთის რეგიონში ნუშის მოსავალი პროგნოზირებულზე დაბალი იქნება“, - ამბობს ფერმერი.
რაც შეეხება ფასს, ჯერ-ჯერობით ბაზარზე გაურკვეველი ვითარება, რადგან მოსავლის აღება არ დასრულებულა.
გასულ სეზონზე 1 კილოგრამი გარჩეული ნუშის ფასი 30 ლარი იყო, ხოლო გასატეხი ნუშის ფასი -9 ლარი.
ფერმერი, პროდუქციის გასაღების ბაზრად, კვლავ საქართველოს განიხილავს. „ექსპორტს არ ვგეგმავ. გაყიდვებს კვლავ ონლაინ რეჟიმში განვაგრძობ, რადგან სუპერმარკეტები მიუწვდომელია. მქონდა შემთხვევა, როცა ჩემი პროდუქცია დახლებზე აღარ იყო, მაგრამ თანხა არ გადამიხადეს“, - ამბობს „ნუშიკოს ბაღის“ მფლობელი.
რაც შეეხება ექსპორტს, ფერმერ ამბობს, რომ ჯერჯერობით ექსპორტისთვის მცირე მოსავალს აწარმოებს.
„ალბათ სამომავლოდ შეიქმნება გადამამუშავებელი საწარმოები, ისევე როგორც დღეს ეს თხილზეა. ან მე შევქმნი და შევიძენ სხვისგან და გადამუშავება დასაწყობების შემდეგ ექსპორტზე გავიტან. რადგან ნუშის ექსპორტს ფერმერები ინდივიდუალურად ვერ შეძლებენ“, - აცხადებს ზაზა ხელხელაური.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.