უძრავი ქონება საინვესტიციოდ: პრემიუმკლასის კომპლექსები შავიზღვისპირეთის სხვადასხვა ლოკაციაზე
თუ ბათუმიდან ურეკისკენ გადაადგილდებით, რამდენიმე განსხვავებულ სანაპირო ლოკაციას გაივლით, რომელთაგან თითოეულს საკუთარი ურბანული გარემო და განვითარების ტემპი აქვს. ბათუმი ყველაზე აქტიური და ურბანიზებული მიმართულებაა, ჩაქვი უფრო მშვიდი გარემოთი გამოირჩევა, ქობულეთს გრძელი სანაპირო ზოლი და ჩამოყალიბებული საკურორტო ინფრასტრუქტურა აქვს, ურეკი კი ყველაზე მეტად ბუნებრივი პირობების გამოა პოპულარული.
უძრავი ქონება საინვესტიციოდ სწორედ ამ განსხვავებების გათვალისწინებით უნდა შეირჩეს. ზოგისთვის პრიორიტეტი შეიძლება ქალაქთან სიახლოვე და აქტიური ტურისტული გარემო იყოს, სხვებისთვის კი ზღვის პირას უფრო მშვიდი მდებარეობა ან განვითარებადი საკურორტო ზონა. ამ თვალსაზრისით, ბათუმის, ჩაქვის, ქობულეთისა და ურეკის პროექტების შედარება საშუალებას გვაძლევს, საინვესტიციო ბაზარს სხვადასხვა პრიზმიდან შევხედოთ.
5 კითხვა, რომელიც საინვესტიციო აპარტამენტის არჩევამდე უნდა დასვათ
საინვესტიციო აპარტამენტი ორ ადამიანს უნდა გამოადგეს: მას, ვინც ყიდულობს და მას, ვინც იქ იცხოვრებს. სწორედ ამ პრინციპიდან გამომდინარეობს 5 ძირითადი კითხვა, რომელზე პასუხიც ინვესტიციის წარმატებას განსაზღვრავს:
1. ვინ იცხოვრებს ამ ბინაში მაშინ, როცა სეზონი დამთავრდება?
დასვით კითხვა: ვისთვის არის ეს სივრცე მიმზიდველი? თუ პასუხი „სტუდენტისთვის, დისტანციურად მომუშავისთვის ან ოჯახისთვის’’ არის, მაშინ გადამწყვეტია, რამდენი წუთის სავალზეა ცენტრალური უბნები, არის თუ არა ახლოს საჭირო ინფრასტრუქტურა (მარკეტი, აფთიაქი, ტრანსპორტი) და რამდენად კარგად თბება ფართი ზამთარში.
ვისაც მხოლოდ სეზონური სტუმარი ჰყავს მხედველობაში, იმისთვის ეს კითხვები მეორეხარისხოვანია, თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ მაშინ ბინა წელიწადში მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავებს.
2. რას ეფუძნება დაპირებული უკუგება?
ანაზღაურების პერიოდი და წლიური უკუგება მათემატიკური გათვლებია, რომლებიც გარკვეულ დაშვებებზე დგას: რა დატვირთვაა წლიურ ჭრილში, როგორია ღამის ან დღიური ტარიფი და რა ხარჯები ახლავს პროცესს.
გადაამოწმეთ შემოთავაზებული მონაცემები პირადად და მოლოდინები უფრო ფრთხილად განსაზღვრეთ. რეალური სურათი მხოლოდ მაშინ გამოჩნდება, როცა ყველა დეტალს საკუთარ ფილტრში გაატარებთ.
3. რამდენად კომფორტულია თქვენთვის გადახდის გრაფიკი?
რა თანხა გჭირდებათ დასაწყისში და რა თვიურ ვალდებულებას აიღებთ მომდევნო წლებში? საწყისი შენატანი, განვადების ვადა და პროცენტის არსებობა ერთად განსაზღვრავს, რამდენი თანხა დაგრჩებათ სხვა საჭიროებებისა და ინვესტიციებისთვის.
4. რა დამატებითი ხარჯები უნდა გაითვალისწინოთ?
მნიშვნელოვანია წინასწარ იცოდეთ ყველა ის გადასახადი და მომსახურების საფასური, რომელიც ქონების ფლობას ახლავს თან, მათ შორის: ქონების გადასახადი, შენობის მოვლა-პატრონობა, დაცვა, დასუფთავება და ა.შ.
5. რამდენად მარტივად შეძლებთ ქონების გაყიდვას მომავალში?
ეს კითხვა თავიდანვე უნდა დაისვას: რა მოხდება, თუ რამდენიმე წელიწადში გეგმა შეიცვალა - ვინ იყიდის ამ ბინას და რა მიზეზით? საინტერესო ფართი, ლიკვიდური ლოკაცია და მოთხოვნადი ინფრასტრუქტურა ყოველთვის მეტ პოტენციურ მყიდველს იზიდავს, ამიტომ ქონების მომავალში გაყიდვის შესაძლებლობაც არჩევისთანავე უნდა გაითვალისწინოთ.
უძრავი ქონება საინვესტიციოდ და ოთხი განსხვავებული პროექტი
შავი ზღვის სანაპიროზე უძრავი ქონების საინვესტიციოდ არჩევისას უნივერსალური მიდგომა არ არსებობს, გამომდინარე იქიდან, რომ ბათუმის აქტიური ურბანული ტემპი, ჩაქვის ბუნება, ქობულეთის ტრადიციული საკურორტო რიტმი და ურეკის უნიკალური გარემო სრულიად განსხვავებულ მოთხოვნას ქმნის. ამ მრავალფეროვნების ფონზე კი, ყურადღებას ოთხი პრემიუმ პროექტი იქცევს: Panorama Del Mare, Amber, Kvirike Residence და Ureki Sands Lifestyle Resort.
Panorama Del Mare - საინვესტიციო აპარტამენტები ბათუმში
თუ ინვესტიციის მთავარი ორიენტირი მუდმივი ურბანული დინამიკა და აქტიური ტურისტული გარემოა, საინვესტიციო აპარტამენტები ბათუმში ერთ-ერთი ვარიანტია. Panorama Del Mare 49-სართულიანი პროექტია ბათუმის სანაპიროზე, ხელოვნური კუნძულის მოპირდაპირედ, Panorama City-ის შემადგენლობაში. ქალაქის, ზღვისა და კუნძულის პანორამული ხედები პროექტის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია, ხოლო ინფრასტრუქტურა დასვენების, კვებისა და სამუშაოსთვის განკუთვნილ სივრცეებს მოიცავს .
ზოგადად, მშენებარე პროექტები ბათუმში სხვადასხვა ლოკაციაზე გვხვდება და განსხვავებული მასშტაბით გამოირჩევა. Panorama Del Mare-ის შემთხვევაში მთავარი აქცენტი სანაპიროს მდებარეობაზე, პროექტის ინფრასტრუქტურასა და საინვესტიციო პირობებზე კეთდება. აქ დაგხვდებათ დახურული აუზი, ფიტნესი, სპა და სამუშაო სივრცეები. რაც შეეხება ფინანსურ დეტალებს, კვადრატული მეტრის ფასი $1,350-დან იწყება, მინიმალური ფართი კი 32.3 მ²-ია. პროექტის გათვლებით, ინვესტიციის ამოღების პერიოდი 7 წელს შეადგენს, ხოლო წლიური უკუგება 10-12%-ის ფარგლებშია. გადახდის პირობები ითვალისწინებს 20%-იან საწყის შენატანსა და 60-თვიან უპროცენტო განვადებას.
Amber - ზღვისპირა აპარტამენტები ჩაქვში
მათთვის, ვისაც ზღვის პირველ ზოლთან სიახლოვე და შედარებით მშვიდი გარემო უფრო აინტერესებს, ზღვისპირა აპარტამენტები ჩაქვში შესანიშნავი ალტერნატივაა. Amber ჩაქვში, ზღვის პირველ ზოლში მდებარეობს და ბათუმიდან დაახლოებით 15 წუთის სავალზეა.
პროექტში აპარტამენტების ფასი $1,200-დან იწყება, მინიმალური ფართი 32 მ²-ია, წლიური უკუგება 12%-ს შეადგენს, ანაზღაურების პერიოდი კი 7 წელია. ინფრასტრუქტურა მოიცავს პადელის მოედანს, სპორტულ დარბაზს, სამუშაო სივრცეებს, ბავშვთა გასართობ ცენტრს, მარკეტსა და კაფეს. აქვე, კომპლექსის სახურავზე დაგხვდებათ ღია აუზი, შთამბეჭდავი პანორამული ხედებით. გადახდის გრაფიკი 36 თვეზეა გათვლილი, საპროცენტო განაკვეთის გარეშე, საწყისი შენატანი კი 20%-ია.
Kvirike Residence - უძრავი ქონება საინვესტიციოდ ქობულეთში
ქობულეთის გრძელი სანაპირო ზოლი და განვითარებული საკურორტო ინფრასტრუქტურა ამ ლოკაციის მთავარი მახასიათებლებია. Kvirike Residence კი ამ მიმართულების ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია და შეიძლება საინტერესო იყოს მათთვის, ვინც ინვესტიციისთვის ქობულეთის უკვე ჩამოყალიბებულ საკურორტო ბაზარს განიხილავს.
Ureki Sands Lifestyle Resort - ინვესტირება უძრავ ქონებაში ურეკში
ურეკი სხვა სანაპირო ლოკაციებისგან პირველ რიგში მაგნიტური ქვიშითა და განსხვავებული ბუნებრივი პირობებით გამოირჩევა. აქ მდებარეობს მორიგი პრემიუმკლასის პროექტი Ureki Sands Lifestyle Resort, რომლის საინვესტიციო მიმზიდველობასაც აქ არსებული მზარდი ტურისტული პოტენციალი განსაზღვრავს.
შეარჩიეთ უძრავი ქონება საინვესტიციოდ თქვენთვის სასურველ ლოკაციაზე
შავი ზღვის სანაპიროზე საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ Central Management Group-ის ვებგვერდს. აქ შეძლებთ დაათვალიეროთ მშენებარე პროექტები ბათუმში, ასევე ზღვისპირა აპარტამენტები ჩაქვში. ბათუმის გარდა, ვებგვერდზე ქობულეთსა და ურეკში მდებარე პროექტებსაც გაეცნობით, რაც საშუალებას მოგცემთ შავი ზღვის სანაპიროს სხვადასხვა ლოკაცია ერთმანეთს დეტალურად შეადაროთ.
სხვა სიახლეები
„ნუში“ წარმოების ზრდასა და ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს
13.10.2026.18:00
Nushi • ნუში საქართველოში წარმოებული პირველი ბიო ნუშის კომპანიაა, რომელიც 2020 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. კომპანიის მიმდინარე სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი, თორნიკე მჭედლიშვილი, ესაუბრა.
როგორ აფასებთ „ნუშის“ მიმდინარე შედეგებს და როგორია წარმოების დინამიკა ბოლო პერიოდში?
წლევანდელი მოსავლის აღება უკვე დავასრულეთ. წელს შედეგი კარგი იყო, რადგან ზაფხული კლიმატური თვალსაზრისით ხელსაყრელი აღმოჩნდა. საქართველოში ნუშის ბაღებში მოსავლიანობა დაახლოებით 40-50%-ით გაიზარდა.
მომართვიანობა, შარშანდელი წლის იმავე პერიოდთან შედარებით, თითქმის ორჯერ გაიზარდა. ასევე მოიმატა ნუშის გადამუშავებისა და გატეხვის მიმართულებით დაინტერესებამ, რაც მწარმოებლებს მომხმარებლებისთვის უკეთესი პირობების შეთავაზების შესაძლებლობას გვაძლევს.
როგორ შეიცვალა მოთხოვნა თქვენს პროდუქტზე როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე და რომელ ბაზრებზეა ამ ეტაპზე ყველაზე დიდი ინტერესი?
საექსპორტო ბაზრებიდან წელს დაინტერესება იყო თურქეთისა და არაბეთის ქვეყნების მხრიდან. ყურადღება მიიქცია როგორც გადარჩეულმა ნუშის გულმა, ისე ნატეხმა ნუშმა, რომელიც საკონდიტრო პროდუქტებში გამოიყენება.
გერმანიისა და ჰოლანდიის ბაზრებიდან დაინტერესებული კომპანიებიც გამოჩნდნენ - ეს ის კლიენტები არიან, რომლებიც გამოფენაზე გავიცანი. მათ როგორც ბიო, ისე არაბიო ნუში აინტერესებდათ. მსგავსი აქტივობა შარშან და შარშანწინ არ ყოფილა.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, წინა წლებში უფრო რთული ვითარება იყო. წელს მდგომარეობა გაუმჯობესდა - დეზერტირების ბაზარი ძირითადი ამღები ბაზარია, ასევე გვყავს მცირე გადამყიდველები და პატარა მაღაზიები.
ამ ეტაპზე მოთხოვნაა როგორც ნუშზე, ისე ნუშის ფქვილსა და ნატეხ ნუშზე. ნუშის ფქვილი წელს დავამატეთ, ხოლო ნატეხი ნუშის გაყიდვა ადრე გვიჭირდა, რადგან მის მიმართ მომხმარებლის ინტერესი ნაკლები იყო. ახლა ნუშისგან დამზადებული სხვადასხვა პროდუქტი გაჩნდა, რამაც ნატეხი ნუშის მიმართაც მეტი ინტერესი გამოიწვია.
რა ეტაპზეა ასორტიმენტის გაფართოების გეგმები და უკვე დამატებული გაქვთ თუ არა ნუშის ფქვილი ან სხვა ახალი პროდუქტი?
ნუშის ფქვილი უკვე დავამატეთ ასორტიმენტს. ასევე გვსურს ცივად დაწურული ზეთის დამატება, რომელსაც საცდელად ვაწარმოებთ. ამ პროდუქტს თავისი პროცედურები აქვს და შემდეგ სერტიფიკატის აღებაც დაგვჭირდება.
მომავალი წლიდან ზეთის დამატებასაც ვგეგმავთ. შესაბამისად, ასორტიმენტში იქნება ნუში, ნუშის ფქვილი და ზეთი. ასევე ვგეგმავთ მოხალული ნუშის დამატებას.
როგორია კომპანიის გეგმები წლის დარჩენილი პერიოდისთვის?
წელს სხვადასხვა შეკვეთა გვაქვს აღებული და საწარმოში 100 ტონამდე ნუშის გადამუშავება უნდა მოვახდინოთ. ამისთვის დარჩენილი სეზონი, დაახლოებით დეკემბრამდე, დაგვჭირდება.
ზოგადად, საწარმოები ახალი წლის შემდეგ ჩერდებიან, რადგან ამ პერიოდში ნუშის გატეხვა აღარ ხდება და დაახლოებით თებერვლიდან იწყება ბაღების მოვლის სამუშაოები და ახალი სეზონისთვის მზადება.
იანვარში მცირე შუალედი გვაქვს დასვენებისთვის. ამ პერიოდში, თუ რაიმე ტექნიკური საკითხია გამოსასწორებელი, მასზე ვმუშაობთ, ხოლო თებერვლიდან ახალ სეზონს ვიწყებთ.