მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

უძრავი ქონების ბაზარზე კონკურენცია იზრდება და დროა, მშენებლობის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს | დიმიტრი ადამია

news image
mbc image

უძრავი ქონების ბაზარზე კონკურენცია იზრდება და დროა, მშენებლობის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას m²-ის გენერალურმა დირექტორმა და მმართველმა პარტნიორმა დიმიტრი ადამიამ განაცხადა.

„უცებ ჩამოგითვლით ლოკაციებს. პირველი ლოკაცია ეს არის დიდი კომპლექსი აღმაშენებლის ხეივანზე და მირიან მეფის კვეთაზე. ეს არის „გუდვილის“ ტერიტორია. მოგეხსენებათ, ეს რაიონი არის ძალიან მოთხოვნადი. იცით, დიდი დიღომი და ეს არის, ალბათ, დიდ დიღომში საუკეთესო ლოკაცია. „გუდვილის“ ნაცვლად ძალიან მალე, რამდენიმე წელში, დაიწყება ჩვენი დიდი სავაჭრო ცენტრის მშენებლობა და ასევე ექვსი განსხვავებული არქიტექტურის საცხოვრებელი თაუერი, ასე ვთქვათ, კოშკი ჩადგება. მინდა ვთქვა, რომ ამ პროექტის ავტორი არის ცნობილი ქართველი არქიტექტორი გიორგი ხმალაძე და მისი პროექტია. განსაკუთრებული შენობებია. მინდა ხაზი გავუსვა, რომ უკვე ბაზარი ძალიან დიდ კონკურენციაშია, ძალიან კარგი კომპანიებია და ეს კონკურენცია კარგია, რა თქმა უნდა, მივესალმებით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ახლა დრო მოვიდა უკვე, რომ ხარისხი ძალიან საგრძნობლად გაუმჯობესდეს მშენებლობის შესაბამისად. ჩვენ ვთავაზობთ გაუმჯობესებულ ხარისხს. ეს ბევრი დეტალია, ახლა რომ გადავიდეთ, ალბათ, ფორმატი არ შეგვიწყობს ხელს. ერთ დეტალს ვიტყვი, რომ, ვთქვათ, აი, მაგალითად, ერთი მომენტი, რაც შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ჩვენ საცხოვრებელ კორპუსებს ექნებათ ცენტრალური გათბობის სისტემა, რაც ნიშნავს, რომ ინდივიდუალური ქვაბები არ იქნება განთავსებული აივნებზე და შემდეგ ეს გამონაბოლქვი CO2 არ იქნება ხელისშემშლელი, აივანზე რომ გამოხვალ. ერთ-ერთ უპირატესობას ვამბობ და ვფიქრობ, რომ ხარისხი უნდა გაიზარდოს მშენებლობების და ჩვენ ამისთვის მზად ვართ და როგორც m² ყოველთვის იყო ამ სექტორში ინოვაციების შემომტანი ამ ბაზარზე, ჩვენც ამას გავაგრძელებთ და შემოვიტანთ ბევრ ინოვაციას.

მეორე ლოკაცია ეს არის თბილისის ზღვის ტერიტორია. დიდი მიწის ნაკვეთი გვაქვს, 15 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გვაქვს. არის დამტკიცებული განაშენების რეგულირების გეგმა. ეს არის საუკეთესო ლოკაცია თბილისის ზღვასთან პირდაპირ. მესამე მიკრორაიონს ებმის კვარტალი, არის მთელი ეს 15 ჰექტარი და აქ ვაპირებთ პატარა ქალაქის მშენებლობას, როგორიც არის ჩვენი გამორჩეული პროექტი m³. ეს არის გელოვანზე, იგივე კონცეფცია, უფრო გავაუმჯობესებთ. იქნება ძალიან დიდი სარეკრეაციო სივრცეები, იქნება ყველანაირი ინფრასტრუქტურა - სპორტული, გასართობი, დასასვენებელი. მოკლედ, მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო უბანი, როგორიც არის m³, იმაზე უკეთესი თბილისის ზღვაზე.

შემდეგი ლოკაცია არის გლდანი, ეს არის ევგენი ხარაძის ქუჩა. აქაც ძალიან მასშტაბური მშენებლობაა და ვისაც ეს ლოკაცია აინტერესებს, ძალიან კარგი ადგილია. შემდეგი არის იქვე, გობრონიძის ქუჩა, მუხიანი. დაწყებულია მშენებლობა, იქაც საკმაოდ დიდი კომპლექსია და არის ცენტრალური ლოკაცია მუხიანში, ვისაც აინტერესებს, საუკეთესო, ძალიან ახლოს მეტროსთან.

ასევე გვაქვს პრემიუმ პროექტი, რომელიც არის ალექსიძის - ეს არის King David-ის კორპუსი. ყველამ იცის კომპლექსი, პირდაპირ კლდეზე, შესანიშნავი ხედებით. ეს პროექტიც არის ბატონი გიორგი ხმალაძის და მე ვფიქრობ, გამორჩეული პროექტი იქნება თბილისში. ძალიან ლამაზი შენობებია: ერთი თაუერი, მეორე ჩვეულებრივი შენობა და მესამე არის საოფისე შენობა. მართლაც გამორჩეული და ეს იქნება უკვე მაღალი დონის პროექტი. ვისაც აინტერესებს მსგავსი ლოკაცია და ასეთი პროექტი, მე ვფიქრობ, რომ კარგი შანსია მათთვის.

ბოლო ლოკაცია არის გურამიშვილის გამზირი. პირდაპირ არის ორ მეტროს შორის მოქცეული, გურამიშვილის მეტროსა და ღრმაღელეს მეტროებს შორის. არის დიდი ტერიტორია, დაახლოებით 3.5 ჰექტარია. აქაც ძალიან კარგი არქიტექტურაა და დიდი ინფრასტრუქტურაა. ეს ლოკაცია ვისაც აინტერესებს და ძალიან კარგი უბანია, აქაც ვთავაზობთ დიდ კომპლექსს ყველანაირი ინფრასტრუქტურით“, - აცხადებს დიმიტრი ადამია.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image m² დიდი დიღმის „გუდვილის“ ტერიტორიაზე მასშტაბურ სავაჭრო ცენტრს და ექვს თაუერს ააშენებს | დიმიტრი ადამია

27.11.2026.19:16

m² დიდი დიღმის „გუდვილის“ ტერიტორიაზე მასშტაბურ სავაჭრო ცენტრს და ექვს თაუერს ააშენებს, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას m²-ის გენერალურმა დირექტორმა და მმართველმა პარტნიორმა დიმიტრი ადამიამ განაცხადა.

„უცებ ჩამოგითვლით ლოკაციებს. პირველი ლოკაცია ეს არის დიდი კომპლექსი აღმაშენებლის ხეივანზე და მირიან მეფის კვეთაზე. ეს არის „გუდვილის“ ტერიტორია. მოგეხსენებათ, ეს რაიონი არის ძალიან მოთხოვნადი. იცით, დიდი დიღომი და ეს არის, ალბათ, დიდ დიღომში საუკეთესო ლოკაცია. „გუდვილის“ ნაცვლად ძალიან მალე, რამდენიმე წელში, დაიწყება ჩვენი დიდი სავაჭრო ცენტრის მშენებლობა და ასევე ექვსი განსხვავებული არქიტექტურის საცხოვრებელი თაუერი, ასე ვთქვათ, კოშკი ჩადგება. მინდა ვთქვა, რომ ამ პროექტის ავტორი არის ცნობილი ქართველი არქიტექტორი გიორგი ხმალაძე და მისი პროექტია. განსაკუთრებული შენობებია. მინდა ხაზი გავუსვა, რომ უკვე ბაზარი ძალიან დიდ კონკურენციაშია, ძალიან კარგი კომპანიებია და ეს კონკურენცია კარგია, რა თქმა უნდა, მივესალმებით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ახლა დრო მოვიდა უკვე, რომ ხარისხი ძალიან საგრძნობლად გაუმჯობესდეს მშენებლობის შესაბამისად. ჩვენ ვთავაზობთ გაუმჯობესებულ ხარისხს. ეს ბევრი დეტალია, ახლა რომ გადავიდეთ, ალბათ, ფორმატი არ შეგვიწყობს ხელს. ერთ დეტალს ვიტყვი, რომ, ვთქვათ, აი, მაგალითად, ერთი მომენტი, რაც შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ჩვენ საცხოვრებელ კორპუსებს ექნებათ ცენტრალური გათბობის სისტემა, რაც ნიშნავს, რომ ინდივიდუალური ქვაბები არ იქნება განთავსებული აივნებზე და შემდეგ ეს გამონაბოლქვი CO2 არ იქნება ხელისშემშლელი, აივანზე რომ გამოხვალ. ერთ-ერთ უპირატესობას ვამბობ და ვფიქრობ, რომ ხარისხი უნდა გაიზარდოს მშენებლობების და ჩვენ ამისთვის მზად ვართ და როგორც m² ყოველთვის იყო ამ სექტორში ინოვაციების შემომტანი ამ ბაზარზე, ჩვენც ამას გავაგრძელებთ და შემოვიტანთ ბევრ ინოვაციას.

მეორე ლოკაცია ეს არის თბილისის ზღვის ტერიტორია. დიდი მიწის ნაკვეთი გვაქვს, 15 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გვაქვს. არის დამტკიცებული განაშენების რეგულირების გეგმა. ეს არის საუკეთესო ლოკაცია თბილისის ზღვასთან პირდაპირ. მესამე მიკრორაიონს ებმის კვარტალი, არის მთელი ეს 15 ჰექტარი და აქ ვაპირებთ პატარა ქალაქის მშენებლობას, როგორიც არის ჩვენი გამორჩეული პროექტი m³. ეს არის გელოვანზე, იგივე კონცეფცია, უფრო გავაუმჯობესებთ. იქნება ძალიან დიდი სარეკრეაციო სივრცეები, იქნება ყველანაირი ინფრასტრუქტურა - სპორტული, გასართობი, დასასვენებელი. მოკლედ, მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო უბანი, როგორიც არის m³, იმაზე უკეთესი თბილისის ზღვაზე.

შემდეგი ლოკაცია არის გლდანი, ეს არის ევგენი ხარაძის ქუჩა. აქაც ძალიან მასშტაბური მშენებლობაა და ვისაც ეს ლოკაცია აინტერესებს, ძალიან კარგი ადგილია. შემდეგი არის იქვე, გობრონიძის ქუჩა, მუხიანი. დაწყებულია მშენებლობა, იქაც საკმაოდ დიდი კომპლექსია და არის ცენტრალური ლოკაცია მუხიანში, ვისაც აინტერესებს, საუკეთესო, ძალიან ახლოს მეტროსთან.

ასევე გვაქვს პრემიუმ პროექტი, რომელიც არის ალექსიძის - ეს არის King David-ის კორპუსი. ყველამ იცის კომპლექსი, პირდაპირ კლდეზე, შესანიშნავი ხედებით. ეს პროექტიც არის ბატონი გიორგი ხმალაძის და მე ვფიქრობ, გამორჩეული პროექტი იქნება თბილისში. ძალიან ლამაზი შენობებია: ერთი თაუერი, მეორე ჩვეულებრივი შენობა და მესამე არის საოფისე შენობა. მართლაც გამორჩეული და ეს იქნება უკვე მაღალი დონის პროექტი. ვისაც აინტერესებს მსგავსი ლოკაცია და ასეთი პროექტი, მე ვფიქრობ, რომ კარგი შანსია მათთვის.

ბოლო ლოკაცია არის გურამიშვილის გამზირი. პირდაპირ არის ორ მეტროს შორის მოქცეული, გურამიშვილის მეტროსა და ღრმაღელეს მეტროებს შორის. არის დიდი ტერიტორია, დაახლოებით 3.5 ჰექტარია. აქაც ძალიან კარგი არქიტექტურაა და დიდი ინფრასტრუქტურაა. ეს ლოკაცია ვისაც აინტერესებს და ძალიან კარგი უბანია, აქაც ვთავაზობთ დიდ კომპლექსს ყველანაირი ინფრასტრუქტურით“, - აცხადებს დიმიტრი ადამია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა