მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7212.7
-0.003
flag
AZN 1.5424
-0.0007
flag
CNY 39.056
-0.0049
flag
EUR 2.9807
-0.0118
flag
GBP 3.4665
-0.017
flag
KZT 59.33
0.0034
flag
TRY 0.0537
0
flag
USD 2.6218
-0.0011
news banner

უძრავი ქონების, სატრანსპორტო დაკავშირებადობის და განახლებადი ენერგიის მიმართულებებში მსხვილი საინვესტიციო პროექტები საქართველოს ეკონომიკური ზრდის დამატებით პოტენციალს ქმნის | EBRD

news image
mbc image

EBRD ეკონომიკური პერსპექტივების განახლებულ ანგარიშს აქვეყნებს.

,,2026 წლის პირველ ნახევარში რეალური მშპ, წინასწარი შეფასებით, წლიურად 7.9%-ით გაიზარდა, თუმცა ზრდის ტემპი პირველ კვარტალში 9.0%-დან მეორე კვარტალში 7.0%-მდე შენელდა. წლის პირველ ნახევარში ეკონომიკური ზრდა ფართო მასშტაბის იყო. ზრდის მთავარ მამოძრავებელ სექტორებს შორის იყო საინფორმაციო და საკომუნიკაციო მომსახურებები, გადამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ასევე საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები. ამასთან, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 2.0%-ით შემცირდა.

ამავე პერიოდში, საქონლის ექსპორტი, წინასწარი შეფასებით, წლიურად 20%-ით გაიზარდა და იმპორტის 2.3%-იან ზრდას მნიშვნელოვნად გადააჭარბა. ექსპორტის 10% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა.

აგვისტოში ინფლაციამ წლიურად 5.6% შეადგინა და კვლავ აღემატებოდა საქართველოს ეროვნული ბანკის 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს. ინფლაციურ წნეხზე გავლენა ენერგომატარებლებზე გაზრდილმა ფასებმა იქონია.

ოთხი კვარტლის მოძრავი პერიოდის მიხედვით, 2026 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 1.9%-მდე შემცირდა, მაშინ როდესაც ერთი წლით ადრე ეს მაჩვენებელი 6.0% იყო. გაუმჯობესებას ხელი შეუწყო საინფორმაციო და საკომუნიკაციო მომსახურებების ძლიერმა შედეგებმა, ასევე საქონლით ვაჭრობის ბალანსის გაუმჯობესებამ.

2026 წლის აგვისტოს ბოლოსთვის საერთაშორისო რეზერვების მთლიანი მოცულობა რეკორდულ 8.1 მილიარდ აშშ დოლარამდე (7.1 მილიარდი ევრო) გაიზარდა, რაც სავალუტო რეზერვების მოცულობას საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებლის 128.2%-ის დონეზე აყენებს.

მოსალოდნელია, რომ 2026 წელს რეალური მშპ 6.5%-ით, ხოლო 2027 წელს 5.5%-ით გაიზრდება. დამატებით ზრდის შესაძლებლობას ქმნის მსხვილი საინვესტიციო პროექტები უძრავი ქონების, სატრანსპორტო კავშირებისა და განახლებადი ენერგიის სექტორებში", - აღნიშნულია ანგარიშში.

სომხეთი - 2026 წელს პროგნოზირებულია 5.5%-იანი ზრდა | ივნისის პროგნოზი უცვლელად შენარჩუნდა

აზერბაიჯანი - 2026 წელს პროგნოზირებულია 2.0%-იანი ზრდა | ივნისის პროგნოზი უცვლელად შენარჩუნდა

საქართველო - 2026 წელს პროგნოზირებულია 6.5%-იანი ზრდა | ივნისის პროგნოზი გაუმჯობესებულია 0.5%-ით 

მოლდოვა - 2026 წელს პროგნოზირებულია 2.8.%-იანი ზრდა | ივნისის პროგნოზი უცვლელად შენარჩუნდა

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში

24.09.2026.17:18

საქართველოს ბანკი PLUS ბარათის მომხმარებლებს ქულების დაგროვებისა და ქეშბექის მიღების შესაძლებლობას სხვადასხვა შეთავაზებით რეგულარულად აძლევს. PLUS-ების დასაგროვებლად მომხმარებლებს შეუძლიათ ყოველდღიური, მათ შორის, ყავის, საწვავის, აფთიაქისა თუ მარკეტის ხარჯები PLUS ბარათით დაფარონ.

მეტი PLUS-ის დაგროვებისა და დამატებითი სარგებლის მისაღებად, მომხმარებლებს შეუძლიათ მობილბანკის შეთავაზებების სივრცე პერიოდულად შეამოწმონ. აღნიშნულ სივრცეში მომხმარებლები გაეცნობიან როგორც PLUS-ის დაგროვების, ისე ქეშბექის შეთავაზებები.

ამჟამად საქართველოს ბანკის მომხმარებლებს ბათუმში სხვადასხვა ობიექტში რამდენიმე შეთავაზებით სარგებლობა შეუძლიათ:

სუფთა სახლი — 20% ქეშბექი, მაქსიმუმ 100 ლარი

25 სექტემბერს, სუფთა სახლის ონლაინ ან ფიზიკურ მაღაზიებში მინიმუმ 80 ლარის შენაძენისას, საქართველოს ბანკის ფიზიკური პირის ნებისმიერი ბარათის მფლობელები 20%-იან ქეშბექს მიიღებენ, მაქსიმუმ 100 ლარის ოდენობით. ამასთან, სუფთა სახლში მომხმარებლებს შიდა 50%-მდე ფასდაკლებებიც დახვდებათ.

შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა, ქეშბექი კი თანხის გადახდისთანავე აისახება ანგარიშზე. შეთავაზება მოქმედებს „სუფთა სახლის“ ყველა ფილიალსა და ონლაინ მაღაზიაში.

iPlus — 150 ლარის ქეშბექი

30 სექტემბრის ჩათვლით, iPlus-ის ფიზიკურ ფილიალებში მინიმუმ 1,000 ლარის შენაძენისას, საქართველოს ბანკის ფიზიკური პირის ნებისმიერი ბარათის მფლობელები 150 ლარს დაიბრუნებენ ანგარიშზე.

შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა. iPlus Apple-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში.

Wishlist — 30% ქეშბექი, მაქსიმუმ 100 ლარი

26 სექტემბერს Wishlist-ის ფიზიკურ ფილიალებში ან ონლაინ გადახდისას PLUS ბარათის მფლობელები 30%-იან ქეშბექს მიიღებენ, მაქსიმუმ 100 ლარის ოდენობით.

შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა, ქეშბექი კი მომენტალურად აისახება ანგარიშზე. Wishlist ბავშვებისთვის განკუთვნილი სათამაშოებისა და აქსესუარების ქსელია.

Technomart — 20% ქეშბექი, მაქსიმუმ 300 ლარი

26-27 სექტემბერს Technomart-ში PLUS ბარათით გადახდისას მომხმარებლები 20%-იან ქეშბექს მიიღებენ, მაქსიმუმ 300 ლარის ოდენობით.

გაეცანი ამ და ბათ„უმის სხვა შეთავაზებებს მობილბანკში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა