უფასო ლარისა და დოლარის გადარიცხვები ბიზნესისთვის
პაშა ბანკი ბიზნესს ადგილობრივ და საერთაშორისო გადარიცხვებზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. Signature და Platinum სატარიფო ნაკრებების მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ უფასო გადარიცხვებით ლარსა და აშშ დოლარში, ხოლო სხვა ვალუტაში გადარიცხვისას 50%-იანი ფასდაკლებით სტანდარტულ ტარიფთან შედარებით. ამასთან, ახალი პარტნიორებისთვის აღნიშნული სატარიფო ნაკრებები პირველი სამი თვის განმავლობაში უფასოა.
შეთავაზება მოიცავს შემდეგ პირობებს:
• Signature სატარიფო ნაკრების მფლობელებისთვის ლარსა და აშშ დოლარში განხორციელებული გადარიცხვები უფასოა;
• Platinum სატარიფო ნაკრების მფლობელებისთვის ლარში გადარიცხვები უფასოა, ხოლო აშშ დოლარში ნებისმიერი მიმართულებით გადარიცხვის ტარიფი ფიქსირებული 10 აშშ დოლარია;
• ორივე ნაკრებში სხვა ვალუტაში განხორციელებულ საერთაშორისო გადარიცხვებზე ტარიფი სტანდარტულთან შედარებით 50%-ით შემცირებულია.
• ამერიკაში აშშ დოლარის გადარიცხვები უფასოა ნებისმიერი სატარიფო ნაკრების მფლობელისთვის გარდა სტანდარტულისა.
დეტალური ინფორმაცია სატარიფო ნაკრებების შესახებ.
პაშა ბანკმა მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან, Bank of New York Mellon-თან (BNY), პარტნიორობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და აშშ დოლარში საკორესპონდენტო ანგარიში გახსნა. ბანკი აქტიურად აფართოვებს საერთაშორისო გადარიცხვების შესაძლებლობებს და არხებს, იმისთვის, რომ პარტნიორ ბიზნესებს სწრაფი და მარტივი გამოცდილება შესთავაზოს ამ მიმართულებით.
პაშა ბანკის შესახებ:
პაშა ბანკი საქართველოში 13 წელია ოპერირებს და ბიზნესებს კორპორატიული საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. ის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი აზერბაიჯანული ჰოლდინგის - პაშა ჰოლდინგის წევრია. პაშა ბანკი წარმოდგენილია სამ ქვეყანაში - აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი. რეგიონში მოღვაწე ბიზნესებისთვის ბანკი მნიშვნელოვანი და ძლიერი ფინანსური პარტნიორია.
სხვა სიახლეები
ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს სოფლის მეურნეობაში ყველა მიმართულებით, გასულ წელს აგრობიზნესის მთლიანმა გამოშვებამ თითქმის 20 მლრდ ლარს მიაღწია, რაც 2012 წელთან შედარებით 2,5-ჯერ გაუმჯობესებული მაჩვენებელია - პრემიერი
19.09.2026.16:42
დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ფერმერის დღეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე თითოეული ჩვენგანისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფერმერის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ფერმერის შრომაზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული საქართველოში.
„ფერმერის შრომაზე არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის გაძლიერება, ეკონომიკური განვითარება, სასურსათო უსაფრთხოება, სოციალური სტაბილურობა და, რა თქმა უნდა, ფერმერის შრომაზე არის დამოკიდებული ძლიერი სოფელი და ძლიერი სოფლის მეურნეობა. აქედან გამომდინარე, თითოეულ თქვენგანს, ფერმერებს მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი შრომისთვის. ეს შრომა არის ნამდვილად პატრიოტიზმის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულება.
ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა სოფლის მეურნეობაში ყველა მიმართულებით. ამ წინსვლას ადასტურებს კონკრეტული შედეგები. გასულ წელს აგრობიზნესის მთლიანმა გამოშვებამ თითქმის 20 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 2012 წელთან შედარებით 2,5-ჯერ გაუმჯობესებული მაჩვენებელია. სოფლის მეურნეობაში შექმნილი მშპ 5.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა და ეროვნული ეკონომიკის თითქმის 6%-ს შეადგენს დღეისათვის. სოფლად დასაქმებულთა რაოდენობამ 577 ათასს გადააჭარბა, ხოლო უმუშევრობა 11.2%-მდე შემცირდა. ეს შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს მუდმივი წინსვლა, თუმცა სოფლის მეურნეობას სჭირდება მუდმივი ზრუნვა, მუდმივი განვითარება. ამისათვის სახელმწიფო ბევრ რამეს აკეთებ