უფასო მგზავრობა საზოგადოებრივ ტრანსპორტში – Silk ბანკის შეთავაზება ოთხ ქალაქში
გაჩერებაზე ტელეფონით ვამოწმებთ, რამდენ წუთში მოვა ავტობუსი. ასვლისას იმავე ტელეფონს ტერმინალს ვადებთ და, თუ გაგვიმართლა, თავისუფალ ადგილსაც ვპოულობთ. Silk ბანკის ახალი შეთავაზებით ამ სცენაში ერთი რამ იცვლება – მგზავრობისთვის გადახდილი თანხა ანგარიშზე მაშინვე და სრულად გვიბრუნდება.
Silk ბანკი ციფრული ბანკია, რომელიც ქმნის ხელსაყრელ და ალტერნატიულ პროდუქტებს ადამიანების რეალური საჭიროებების საპასუხოდ. ახალი შეთავაზებაც ერთ-ერთ ასეთ საჭიროებას ეხება: საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ყოველდღიური ხარჯია.
უფასო მგზავრობა საზოგადოებრივ ტრანსპორტში 1-ელი ნოემბრიდან თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისშია შესაძლებელი. შეთავაზება ავტობუსს, მეტროსა და მიკროავტობუსს მოიცავს, საქალაქთაშორისო მგზავრობა კი მის ფარგლებს გარეთაა. თუ Silk Pro Max ნაკრებს გაიაქტიურებთ, ან მერე ბარათს აიღებთ, პირველი 30 დღის განმავლობაში მგზავრობის საფასურს ჩვეულებრივ გადაიხდით, ბანკი კი 100%-ს მყისიერად დაგიბრუნებთ. ამ პერიოდში ქეშბექით იმდენჯერ ისარგებლებთ, რამდენჯერაც იმგზავრებთ.
მერე ბარათის მფლობელები მგზავრობის საფასურს მერე ბარათით იხდიან. Silk Pro Max-ის შემთხვევაში კი შეგიძლიათ, გამოიყენოთ Silk ბანკის ბარათი Visa Platinum, რომელიც ნაკრების გააქტიურებისთანავე მობაილბანკში გამოჩნდება.
აგრეთვე, ფიზიკური ბარათის აღებას არ უნდა დაელოდოთ – ქეშბექი ტელეფონით ან საათით გადახდისასაც მოქმედებს, Apple Pay-სა და Google Pay-ს მეშვეობით. თუ ორივე პროდუქტი გაქვთ, შეთავაზებით ორივე ბარათით ისარგებლებთ.
რა ხდება პირველი 30 დღის შემდეგ?
სურსათი, აფთიაქი, ონლაინშეკვეთა, ვახშამი მეგობრებთან… თუ ამ და სხვა ჩვეულებრივ ხარჯებს პირველი 30 დღის განმავლობაში Silk ბანკის სადებეტო ბარათით გადაიხდით და, ჯამში, მინიმუმ 500 ლარი დაგიგროვდებათ, Silk Pro Max-ით მგზავრობის საფასური მომდევნო 30 დღეშიც სრულად დაგიბრუნდებათ. მერე ბარათზე იგივე პირობა მოქმედებს, ოღონდ 500 ლარი ბარათის დამტკიცებული საკრედიტო ლიმიტიდან უნდა დაიხარჯოს. ორივე შემთხვევაში თანხა შეგიძლიათ, ეტაპობრივად შეაგროვოთ ონლაინ ან ტერმინალზე გადახდებით.
თუ Silk Pro Max ან Silk ID ნაკრები უკვე გაქვთ, ბანკის პირობებით 100%-იანი ქეშბექით 30 ნოემბრის ჩათვლით სარგებლობთ. ამავე თარიღამდე Silk-ის სადებეტო ბარათით, ჯამურად, მინიმუმ 500 ლარის დახარჯვის შემთხვევაში ქეშბექი კიდევ 30 დღით გაგიგრძელდებათ. ახალი მომხმარებლებისთვის შეთავაზება, სულ მცირე, 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით მოქმედებს.
Silk Pro Max ბანკის ახალი პრემიუმ ნაკრებია და მისი შეღავათები სხვა განმეორებად ხარჯებსაც ეხება. მაგალითად, თუ Spotify-ს, Netflix-ის ან ChatGPT-ს გამოწერა ყოველთვიურად გიახლდებათ, ნაკრებით გადახდილი თანხის 20% ქულების სახით დაგიბრუნდებათ – თვეში მაქსიმუმ 10 ლარის ეკვივალენტი თითოეულ გამოწერაზე. ეს შეღავათი 30-ზე მეტ გამოწერას მოიცავს. ნაკრებში ასევე შედის აეროპორტის სერვისები უფასოდ და უფასო შეტყობინებები პარკინგისა და პოლიციის ჯარიმებზე. Silk Pro Max-ის სტანდარტული საფასური თვეში 15 ლარია.
მერე კი საკრედიტო ბარათია, რომლის მოთხოვნაც Silk-ის აპლიკაციაში შეგიძლიათ. პარტნიორ ობიექტებში შენაძენის ღირებულება, შეთავაზებული ვადის მიხედვით, 3-იდან 12 თვემდე ეფექტურ 0%-ად ნაწილდება. სხვა ობიექტებში გადახდილი თანხის უპროცენტოდ დასაბრუნებლად კი 45 დღემდე გაქვთ.
სხვა სიახლეები
უფასო მგზავრობა საზოგადოებრივ ტრანსპორტში – Silk ბანკის შეთავაზება ოთხ ქალაქში
20.11.2026.10:32