UGT საქართველოს ეკონომიკური ფორუმის სტრატეგიული პარტნიორი გახდა
ტექნოლოგიური კომპანია UGT საქართველოს ეკონომიკური ფორუმის სტრატეგიული პარტნიორი გახდა. თანამშრომლობა მიზნად ისახავს ქვეყანაში ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ხელშეწყობას, ასევე ეკონომიკური დღის წესრიგის მნიშვნელოვან საკითხებზე დიალოგისა და ცოდნის გაზიარების მხარდაჭერას.
საქართველოს ეკონომიკური ფორუმი წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს პლატფორმას, რომელიც აერთიანებს ბიზნესის, საჯარო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს ეკონომიკისა და ბიზნესგარემოს განვითარების აქტუალური საკითხების განსახილველად.
UGT-ის სტრატეგიულ პარტნიორად ჩართვა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის მზაობას, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის ეკონომიკური და ტექნოლოგიური განვითარების პროცესში.
„საქართველოს ეკონომიკური ფორუმი მნიშვნელოვანი სივრცეა იმ გამოწვევებისა და შესაძლებლობების განსახილველად, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას განსაზღვრავს. გვიხარია, რომ UGT, როგორც ფორუმის სტრატეგიული პარტნიორი, ამ პროცესის ნაწილი ხდება და საკუთარ გამოცდილებასა გაუზიარებს საქართელოს ეკონომიკური ფორუმის აუდიტორიას,“ - აცხადებს საქართველოს ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.
მხარეების თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და მოიცავს საქართველოს ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიების, დისკუსიისა და ინიციატივის მხარდაჭერას, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
UGT-ის შესახებ
იუჯითი საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელიც თითქმის 30 წელია წარმატებით მოღვაწეობს და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები. იუჯითის მისიაა დაეხმაროს ორგანიზაციებს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და ციფრულ ტრანსფორმაციაში.
საქართველოს ეკონომიკური ფორუმის შესახებ
საქართველოს ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნეს სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე დისკუსიების მთავარი საერთაშორისო პარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული „ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ. ამასთანავე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემების მიერ პოლონეთის „ეკონომიკური ფორუმი“ ხშირად დასახელებულია, როგორც „პოლონური დავოსი“. მიმდინარე წელს პარტნიორობის ფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი დისკუსიების ორგანიზება საქართველოსა და პოლონეთში.
სხვა სიახლეები
3000+ წარმატებული პროექტი: რას ამბობს “სი ელ სის” გამოცდილება კომპანიის მასშტაბზე?
21.09.2026.23:09
ბიზნესის გამოცდილებაზე შესრულებული პროექტების რაოდენობა, მათი მრავალფეროვნება და წარმატებული თანამშრომლობის ისტორიები მეტყველებს. ლიფტების ინდუსტრიაში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საცხოვრებელ კორპუსს, კლინიკას, სავაჭრო ცენტრსა და საწარმოო ობიექტს ერთმანეთისგან განსხვავებული ტექნიკური მოთხოვნები აქვს. ასეთ პირობებში 3000-ზე მეტი დასრულებული პროექტი კომპანიის გამოცდილების მასშტაბზე მიუთითებს.
პროექტი ლიფტის მონტაჟამდე ბევრად ადრე იწყება. სპეციალისტებმა უნდა შეისწავლონ შენობის ტექნიკური მონაცემები, შახტის პარამეტრები, სართულების რაოდენობა, მოსალოდნელი დატვირთვა და მგზავრთა ნაკადი. ამის შემდეგ უკვე შესაძლებელია კონკრეტული სისტემის შერჩევა. სხვადასხვა ტიპის ლიფტების ტექნიკური მახასიათებლები ერთმანეთისგან განსხვავდება, ამიტომ პროექტირების ეტაპზე მიღებული გადაწყვეტილებები შემდგომ სამუშაოზე ახდენს გავლენას.
კონკრეტული ობიექტისთვის შესაფერისი სამგზავრო ლიფტის შერჩევა მონაცემების ერთობლივ შეფასებას მოითხოვს და მხოლოდ ტვირთამწეობის მიხედვით გადაწყვეტილების მიღება საკმარისი არ არის.
საწარმოო, სასაწყობე და კომერციულ ობიექტებზე ტექნიკური ამოცანა იცვლება. ამიტომ სატვირთო ლიფტის დაგეგმვისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტვირთამწეობას, კაბინის ზომებსა და ობიექტის სამუშაო პროცესს.
პროექტების მრავალფეროვნება მნიშვნელოვანია, რადგან ყველა შენობას სტანდარტული შახტა, თანაბარი დატვირთვა ან ერთნაირი არქიტექტურული პირობები არ აქვს. ზოგ შემთხვევაში საჭიროა უკვე არსებულ სივრცესთან ადაპტირება, სხვა შემთხვევაში კი ლიფტის სისტემა თავიდანვე უნდა გახდეს ახალი შენობის პროექტის ნაწილი. CLC Elevator ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან მუშაობს და კომპანიის მიერ დასახელებული 3000-ზე მეტი დასრულებული პროექტი სწორედ განსხვავებულ გარემოში დაგროვებული პრაქტიკის მოცულობაზე მიუთითებს.
ლიფტების შემთხვევაში, გამოცდილება მხოლოდ სხვადასხვა ტიპის ობიექტზე მუშაობას არ უკავშირდება. მნიშვნელოვანია ისიც, რამდენად ფართოა იმ ტექნოლოგიებისა და მწარმოებლების სპექტრი, რომლებთანაც კომპანია თანამშრომლობს. მაგალითად, საქართველოში იაპონური საეთაშორისო ბრენდის, FUJISJ-ის ლიფტების ოფიციალური პარტნიორი სწორედ კომპანია ,,სი ელ სია”.
ვერტიკალური გადაადგილების სისტემები ყოველთვის ლიფტით არ შემოიფარგლება. სავაჭრო ცენტრებში, დიდ ბიზნეს ობიექტებსა და მაღალი გამტარუნარიანობის სივრცეებში ხშირად გამოიყენება ესკალატორი, რომლის დაგეგმვასაც განსხვავებული ტექნიკური პირობები სჭირდება. ასეთ ობიექტებზე გუნდმა უნდა გაითვალისწინოს ადამიანების ნაკადი, სივრცის განლაგება და სისტემის მუშაობის ინტენსივობა. ერთი კომპანიის მიერ რამდენიმე განსხვავებულ მიმართულებაზე მუშაობა აისახება დაგროვებულ გამოცდილებაზეც.
სამშენებლო და დეველოპერული კომპანიის მიერ შემდეგი პროექტისთვის იგივე კონტრაქტორის შერჩევა ხშირად უკვე არსებულ გამოცდილებას ეფუძნება. დამკვეთს ამ დროს აქვს ინფორმაცია კომუნიკაციის, ტექნიკური კოორდინაციის, სამუშაო პროცესისა და შემდგომი მომსახურების შესახებ. CLC Elevator-ის პარტნიორებს შორის არის „ალფა სახლი“, „საბა ქონსთრაქშენი“, “ალმა”, „არაკი“ და ა.შ.
3000-ზე მეტი დასრულებული პროექტი სტატისტიკაა, მაგრამ მის უკან სხვადასხვა დანიშნულების შენობები, განსხვავებული ტექნიკური სისტემები, მრავალწლიანი თანამშრომლობა და რამდენიმე წლის განმავლობაში დაგროვილი საინჟინრო პრაქტიკა დგას. ეს კომპანია ,,სი ელ სის” რეალური გამოცდილების შეფასებისთვის ყველაზე სანდო მონაცემებია.