მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7209.7
-0.0024
flag
AZN 1.5636
-0.0003
flag
CNY 39.299
0.0076
flag
EUR 3.0768
0.0122
flag
GBP 3.5658
0.0144
flag
KZT 54.34
-0.0005
flag
TRY 0.0574
-0.0002
flag
USD 2.6577
-0.0009
news banner

უხილავი ხარჯი ბიზნესებისთვის, რომელზეც არავინ საუბრობს

news image
mbc image

Sazeo - ქართული სტარტაპი, რომელიც ბიზნესებს ენერგოეფექტურობის გაზრდაში ეხმარება

წარმოიდგინეთ ოფისის შენობა სამუშაო დღის ბოლოს: თანამშრომლები წავიდნენ, მაგრამ კონდიციონერები ისევ მუშაობს, განათება ცარიელ დერეფნებში ანთია, გათბობის სისტემა კი დილამდე უქმად ხარჯავს ენერგიას. ეს ყოველდღიური სურათია ათასობით კომერციულ შენობაში და სწორედ ეს არის ის „უხილავი ხარჯი", რომელიც ყოველთვიურად აისახება კომუნალურ გადასახადებში, მაგრამ იშვიათად ხვდება ყურადღების ცენტრში.

კომუნალური ტარიფების ზრდის ფონზე ეს დანაკარგი სულ უფრო მძიმე ტვირთად აწვება ბიზნესს. სწორედ ამ პრობლემების გადასაჭრელად შეიქმნა ქართული სტარტაპი Sazeo.

რას აკეთებს Sazeo?

Sazeo შენობის მართვის ჭკვიანი სისტემაა (BAS - Building Automation System), რომელიც შენობის ყველა საინჟინრო პროცესს - გათბობას, გაგრილებას, ვენტილაციას, განათებას - ერთ ციფრულ პლატფორმაში აერთიანებს და ავტომატურად მართავს.

პრინციპი მარტივია: სისტემა მუდმივად აკვირდება, სად, როდის და რამდენი ენერგია იხარჯება, და მოხმარებას რეალურ საჭიროებას არგებს. ცარიელ ოთახში განათება ითიშება, სამუშაო საათების შემდეგ კლიმატ-კონტროლი ეკონომიურ რეჟიმზე გადადის, მენეჯმენტი კი მთელ შენობას დისტანციურად, ერთი ეკრანიდან აკონტროლებს.

შედეგი ხელშესახებია - ელექტროენერგიის ხარჯების შემცირება 30%-მდე.

70+ შენობა მთელ საქართველოში

Sazeo-ს ორწლიანი გზა ქართულ ბაზარზე შთამბეჭდავია: კომპანიამ ავტომატიზაციის სისტემები უკვე 70-ზე მეტ შენობაში დანერგა, მოთხოვნა კი უფრო და უფრო იზრდება. დღეს მის კლიენტებს შორის არიან წამყვანი ბანკები, კლინიკები, სკოლები, სპორტული კომპლექსები, სავაჭრო ქსელები და სასტუმროები - ანუ ზუსტად ის სექტორები, სადაც შენობების ენერგომოხმარება ოპერაციული ხარჯების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპონენტია.

ამ შედეგით  კომპანიამ მთავარი სტერეოტიპიც დაამსხვრია - რომ შენობის ავტომატიზაცია აუცილებლად ძვირადღირებული და რთული პროცესია. Sazeo-ს მიდგომა საპირისპიროს ამტკიცებს: სისტემის დანერგვა შენობის ფუნდამენტურ გადაკეთებას არ მოითხოვს, მიღებული შედეგები კი ფინანსურად არათუ ხარჯიანი, არამედ მომგებიანია.

კომფორტი და ეკონომია

მნიშვნელოვანია, რომ ენერგოეფექტურობა არა კომფორტის ხარჯზე, არამედ პირიქით კომპორტის გაზრდის პარალელურად მიიღწევა. ავტომატიზებული სისტემა შენობაში სტაბილურ, ოპტიმალურ გარემოს ქმნის: ტემპერატურა, ჰაერის ხარისხი და განათება ყოველთვის საჭირო დონეზეა, ადამიანური ფაქტორის ჩარევის გარეშე.

ბიზნესისთვის ეს ორმაგი მოგებაა: ნაკლები ხარჯი და უკეთესი გარემო თანამშრომლებისა და მომხმარებლებისთვის.

მომავლის შენობები დღეს შენდება

ენერგოეფექტურობა აღარ არის მხოლოდ „მწვანე" ტრენდი - ის გრძელვადიან წარმატებაზე ორიენტირებული ბიზნესის სტრატეგიული გადაწყვეტილებაა. ყოველი დაზოგილი კილოვატი პირდაპირ აისახება კომპანიის ფინანსურ მდგრადობასა და კონკურენტუნარიანობაზე.

Sazeo პარტნიორებთან ერთად სწორედ ასეთ - ჭკვიან, ეკონომიურ და კომფორტულ შენობებს ქმნის.

გაინტერესებთ, რამდენი ენერგია იხარჯება ზედმეტად თქვენს შენობაში? დაუკავშირდით Sazeo-ს გუნდს უფასო კონსულტაციისთვის.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image უხილავი ხარჯი ბიზნესებისთვის, რომელზეც არავინ საუბრობს

12.06.2026.16:15

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა