უკრაინაში ომის გამო შეჩერებული ექსპორტი განახლდა და პირველი შეკვეთაც მივიღეთ - ,,ფარკონი"
სანელებლების მწარმოებელი ცნობილი ბრენდი ,,ფარკონი" უკრაინაში ექსპორტისთვის განაახლებს.
როგორც კომპანიის ექსპორტ-იმპორტის მენეჯერმა გიორგი ალფაიძემ Business Insider Georgia-ს გაუცხადა, ომამდე აქტიურად გადიოდნენ უკრაინაში და ეს მიმართულება დროებით დაკეტილი იყო. ამ ეტაპზე უკრაინიდან კომპანიამ შეკვეთა მიიღო და ახალი პარტიის გასაგზავნად ემზადება.
,,ჩვენი ბრენდი უკრაინაში გადიოდა ომამდე და უკვე განვაახლებთ ექსპორტს. ამისთვის პარტნიორები მზად არიან, ჩვენს გამოვთქვით მზაობა და ახალ პარტიას მალე გავაგზავნით, კონკრეტულ ვადაზე ჯერ ვერ ვისაუბრებთ. პარალელურად ,,ფარკონი" გადის ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-ს ბაზრებზე, რაც ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულებებია", - ამბობს გიორგი ალფაიძე.
კომპანიის ექსპორტ-იმპორტის მენეჯერმა Business Insider Georgia-თან მიმდინარე წელიც შეაფასა და აღნიშნა, რომ წარმოებაში მნიშვნელოვანი ზრდაა, რაც მომავალშიც გაგრძელდება.
,,ძალიან აქტიური წელია, USAID-ის (სოფლის მეურნეობის პროგრამა) დახმარებით დანადგარები მივიღეთ და ახალი შენობა-ნაგებობა გავაფართოვეთ. ძალიან გვეხმარება საქართველოს მთავრობაც. ამ მხრივ დიდ დახმარებას გვიწევს გლობალურ გამოფენებში მონაწილეობა, რამაც ჩვენი კომპანიის ცნობადობა ძალიან გაზარდა.
ზოგადად, გამოფენა ჩვენთვის და ქართული ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ქართული ბრენდების ექსპორტზე წარდგენა დამოუკიდებლად საკმაოდ რთულია. გლობალურ გამოფენებში მონაწილეობით გვეძლევა საშუალება, რომ უცხოური ბრენდების შეკვეთით ვაწარმოოთ პროდუქცია ქართულ ბაზარზე და ექსპორტზე გავიდეს, როგორც Made in Georgia. ამ ეტაპზე ვთანამშრომლობთ მსხვილ უცხოურ დამკვეთებთან, რომლებიც ქართული სანელებლებით დაინტერესდნენ. ვიმედოვნებთ, რომ ხარისხის და წარმოების კონტროლის ეტაპების გავლის შემდეგ, გავაფორმებთ კონტრაქტებს და დავიწყებთ შეკვეთებზე მუშაობას", - აღნიშნა გიორგი ალფაიძემ.
ცნობისთვის, 1997 წელს დაფუძნებული კომპანია ,,ფარკონი" 2 საწარმოს ფლობს, სადაც ველური სამკურნალო მცენარეების, ტყის ხმელი კენკრის, დაფნის ფოთლისა და სანელებლების გადამუშავება მიმდინარეობს. სანელებლების დიდი ნაწილი ადგილობრივ ბაზარზე იყიდება სამკურნალო მცენარეები კი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებში გადის ექსპორტზე.
კომპანიაში 40-მდე ადამიანია დასაქმებული.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.