მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ULC Terminal-ი ინფრასტრუქტურას აფართოებს - ინვესტიცია ₾10 მილიონია

news image
mbc image

გაზრდილი მოთხოვნის ფონზე ლოგისტიკური კომპანია ULC Terminal – იუ ელ სი ტერმინალი სასაწყობე ინფრასტრუქტურას აფართოებს. როგორც Business Insider Georgia-სთან ULC Terminal-ის დირექტორმა და ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიორგი ჯანყარაშვილმა განაცხადა, ULC Terminal-მა უკვე დაიწყო ახალი სასაწყობე სივრცის მშენებლობა.  სასაწყობე სივრცე გააერთიანებს I კატეგორიის (A კლასის) თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილ საბაჟო ტერმინალებს, საოფისე და ადმინისტრაციულ შენობა-ნაგებობებს. 

 ჩვენ ვქმნით ერთიან ლოგისტიკურ ჰაბს, სადაც ერთ სივრცეში გაერთიანდება ყველა საბაჟო სერვისი - იმპორტიორი და საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიების პროცესების ეფექტური მართვის, მინიმალური დროისა და ხარჯების, ასევე სახელმწიფოსთან ურთიერთობის გამარტივების მიზნით.

  „ახალი, თანამედროვე სტანდარტების საწყობის მშენებლობა გაფორმების ეკონომიკური ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.  ჩვენი პროექტი სრულიად საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება რისთვისაც მადლობას ვუხდით საქართველოს ბანკს და მის გუნდს. ვფიქრობთ საბანკო სექტორის მსგავსი ტიპის მხარდაჭერა შეუფასებელია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის. 
მეორე ფაზის ფარგლებში 10 000 კვ/მ-მდე სასაწყობე სივრცის მშენებლობა  პროცესი 2026 წლის დასაწყისისთვის დასრულდება . სამშენებლო სამუშაოების კუთხით ULC Terminal-ის პარტნიორია „შპს ჰორიზონტ“

პროექტის განხორციელების შედეგად ULC Terminal-ის ტვირთბრუნვა 70%-ით გაიზრდება. ინვესტიცია სრულიად ქართულია და მეორე ფაზის განხორციელებისთვის 10 მლნ ლარის ინვესტიცია ხორციელდება. შედეგად შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები - დაახლოებით 30 ადამიანის დასაქმებაა დაგეგმილი,“ - აცხადებს გიორგი ჯანყარაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ULC Terminal-ის საკუთრებაშია 3.5 ჰა ტერიტორია, რომლის ათვისებაც A კლასის სასაწყობე მეურნეობების მშენებლობით ეტაპობრივად ხდებოდა. ULC Terminal-ის საბაჟო საწყობით სარგებლობა შეუძლიათ როგორც საერთაშორისო გადამზიდ კომპანიებს, ასევე კერძო კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ ტვირთის იმპორტ/ექსპორტისა და რეექსპორტის პროცედურებს, ასევე საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვებს საქართველოს ტერიტორიაზე.

იუ ელ სი ტერმინალი როგორც ლოგისტიკური ჰაბი ვფიქრობთ თავის მხრივ გააძლიერებს საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკურ შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს მის განვითარებას რაც საქართველოს როგორც ქვეყნის ერთ ერთი პრიორიტეტული მიმართულება არის.  - განმარტავს ULC Terminal-ის თანადამფუძნებელი.

სასაწყობო მეურნეობა საშუალებას იძლევა დამუშავდეს ყველა ტიპის და სირთულის როგორც საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული, ასევე კომერციული დანიშნულების ტვირთები და განხორციელდეს ყველა სახის საბაჟო პროცედურა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა