უმაღლესი ხარისხი არის ჩვენი მთავარი ნიშა - „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე
უმაღლესი ხარისხი, არის ჩვენი მთავარი ნიშა და დარწმუნებული ვარ, რომ კომპანია „ანაგისთვისაც“ ეს ღირებულება უმთავრესია, - ამის შესახებ „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე მამუკა იმედაშვილმა ბიზნეს ინსაიდერში განაცხადა.
„სამშენებლო სექტორში საქმიანობის 35 წელი და 300-მდე პარტნიორი კომპანია, რომელიც „ანაგს“ ჰყავს, ეს არის ძალიან დიდი გამოცდილება და სამშენებლო ბაზარზე ეს კომპანია ძალიან დიდი ნდობით სარგებლობს. სწორედ ეს სიკეთე გადაკონვერტირდება „მეტროპოლი ქავთარაძის“ პროექტის მობინადრეებისთვის და მათ ექნებათ შესაძლებლობა იცხოვრონ ისეთ სახლში, რომელიც მათ ჩაიფიქრეს“, - განაცხადა მამუკა იმედაშვილმა.
რაც შეეხება პროექტს „მეტროპოლი ქავთარაძე“, როგორც კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, აქვს რამდენიმე კონკურენტული უპირატესობა.
„პირველი, ესაა ადგილმდებარეობა. პროექტი მდებარეობს ქალაქის ცენტრში, საბურთალოზე. პროექტში წარმოდგენილი იქნება ორი 25 სართულიანი კორპუსი, რომელიც განთავსდება 17 ათას კვ/მ-დე მიწის ფართობზე. თვითონ კომპლექსში წარმოდგენილი იქნება 534 ბინა, ერთსაძინებლიანით დაწყებული და პენტჰაუსებით დასრულებული. მომხმარებლის ყველა ტიპის მოთხოვნაზე მოვერგეთ. პროექტში წარმოდგენილი იქნება კომერციული და საოფისე ფართები. შენობებს ექნება 5 დონიანი საპარკინგე სივრცე. რაც შეეხება გარე ტერიტორიას, აქ იქნება საფეხმავლო და გარე ბილიკები. ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები. ცალკე სივრცე იქნება გამოყოფილი საბავშვო ბაღისთვის.
ეს ყველაფერი გამოარჩევს ამ პროექტს, თუმცა ჩემი აზრით, პროექტს ექსკლუზიურობას სძენს ერთი ჰექტარი გამწვანებული ზონა, რომელიც ჩვენს მობინადრეებს მყუდრო გარემოს შეუქმნის“, - განაცხადა მამუკა იმედაშვილმა.
დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ და სამშენებლო კომპანია „ანაგი“ იწყებენ თანამშრომლობას. ეს არის პროექტი „მეტროპოლი ქავთარაძე“. სადაც სამშენებლო სამუშაოებს შეასრულებს სამშენებლო კომპანია „ანაგი“ რომელსაც 35 წლიანი გამოცდილება აქვს სამშენებლო სექტორში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.