უნაღდო დანახარჯები ფარმაციაზე წლიურად 17% -ით გაიზარდა - TBC Capital
TBC Capital განახლებულ პუბლიკაციას ,,მომხმარებლის დანახარჯების დინამიკა - ივლისი 2026” აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, 2026 წლის აგვისტოში თიბისი ბანკის არხებით გაწეული მომხმარებელთა უნაღდო დანახარჯები და ტრანზაქციების რაოდენობა წლიურ ზრდას განაგრძობს.
სასტუმროებში უნაღდო დანახარჯები წლიურად 22%-ით გაიზარდა. 2026 წლის აგვისტოში რესტორნებში უნაღდო დანახარჯები წლიურად 21%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 40 ლარს გაუტოლდა. ამავე თვეში ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უნაღდო დანახარჯები წლიურად 18%-ით გაიზარდა.
,,ჯამური უნაღდო დანახარჯების წლიური ზრდა დადებითია - 2026 წლის აგვისტოში თიბისი ბანკის არხებით ჯამური უნაღდო დანახარჯები და უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად, შესაბამისად, 20 % და 16%-ით გაიზარდა.
ამავე პერიოდში თიბისი ბანკის არხებით გაწეულ ჯამურ უნაღდო დანახარჯებში
რეზიდენტებმა 79%, ხოლო არარეზიდენტებმა 21% დაიკავეს. ჯამური უნაღდო დანახარჯების ყველაზე დიდი წილი სურსათს უკავია - 2026 წლის აგვისტოში თიბისი ბანკის არხებით გაწეული ჯამური უნაღდო დანახარჯების 26% სურსათზე, ხოლო 17% რესტორნებში გაწეულ ხარჯებზე მოდის.
ამავე თვეში სურსათზე უნაღდო დანახარჯები წლიურად 19%-ით გაიზარდა, ხოლო
საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 18 ლარს გაუტოლდა. სურსათსა და
უალკოჰოლო სასმელებზე ინფლაციამ 5% შეადგინა . სამომხმარებლო საქონელზე ჯამური დანახარჯების 60% მოდის - 2026 წლის აგვისტოში, თიბისი ბანკის არხებით, ჯამური უნაღდო დანახარჯების განაწილებამ სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებაზე, შესაბამისად, 60 % და 40 % შეადგინა.
ამავე პერიოდში, თიბისი ბანკის არხებით საქონელზე გაწეულ ჯამურ უნაღდო
დანახარჯებში 44 %-იანი წილი სურსათზე გაწეულმა ხარჯებმა დაიკავა. სასტუმროებში უნაღდო დანახარჯების უდიდეს წილს არარეზიდენტები იკავებენ - 202 6 წლის აგვისტოში სასტუმროებში თიბისი ბანკის არხებით გაწეული უნაღდო
დანახარჯები წლიურ ჭრილში 22%-ით გაიზარდა, ხოლო ერთ ტრანზაქციაზე
საშუალო დანახარჯმა 485 ლარი შეადგინა.
ამავე თვეში თიბისი ბანკის არხებით სასტუმროებში გაწეული ჯამური უნაღდო
დანახარჯები რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის, შესაბამისად, 19% და
81%-ად განაწილდა . არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები
სასტუმროებში წლიურად გაიზარდა - 2026 წლის აგვისტოში, თიბისი ბანკის არხებით, რეზიდენტების მიერ სასტუმროებში გაწეული უნაღდო დანახარჯები წლიურად 5%-ით გაიზარდა. საშუალო დანახარჯი 207 ლარს გაუტოლდა.
ამავე თვეში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები სასტუმროებში 26%-ით
გაიზარდა გასული წლის აგვისტოსთან შედარებით. საშუალო დანახარჯმა ერთ
ტრანზაქციაზე 704 ლარი შეადგინა. უნაღდო დანახარჯები რესტორნებში
წლიურად მზარდია - 2026 წლის აგვისტოში რესტორნებში უნაღდო დანახარჯები წლურად 21%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო ტრანზაქციის მოცულობამ 40 ლარი შეადგინა.
ამავე თვეში თიბისი ბანკის არხებით რესტორნებში გაწეული უნაღდო
დანახარჯების 64 % რეზიდენტებმა, ხოლო 36% არარეზიდენტებმა დაიკავეს. რესტორნებში რეზიდენტების საშუალო ტრანზაქციის მოცულობა 30 ლარია - 2026 წლის აგვისტოში თიბისი ბანკის არხებით რესტორნებში რეზიდენტების
უნაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში 24%-ით გაიზარდა. საშუალო ტრანზაქციის
მოცულობა 30 ლარი დაფიქსირდა.
ამავე თვეში რესტორნებში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები წლიურად
17%-ით გაიზარდა. რაც შეეხება საშუალო დანახარჯს ერთ ტრანზაქციაზე,
მაჩვენებელი 99 ლარს გაუტოლდა. ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უნაღდო
დანახარჯების წლიური ზრდა დადებითია - 2026 წლის აგვისტოში თიბისი ბანკის არხებით ტანსაცმელსა და აქსესუარებზე გაწეული უნაღდო დანახარჯები წლიურად 18%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯის მოცულობამ ერთ ტრანზაქციაზე 108 ლარი შეადგინა.
ამავე პერიოდში თიბისი ბანკის არხებით ტანსაცმელსა და აქსესუარებზე გაწეული
ჯამური უნაღდო დანახარჯების განაწილებამ რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს
შორის, შესაბამისად, 74% და 26% შეადგინა. არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები ტანსაცმელსა და აქსესუარებზე მზარდია - 202 6 წლის აგვისტოში რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები ტანსაცმელსა და აქსესუარებზე 16%-ით გაიზარდა გასული წლის აგვისტოსთან შედარებით. საშუალო ტრანზაქციის მოცულობამ 94 ლარი შეადგინა. ამავე თვეში არარეზიდენტების მიერ ტანსაცმელსა და აქსესუარებზე გაწეული უნაღდო დანახარჯები წლიურად 25%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 186 ლარს გაუტოლდა. საწვავზე უნაღდო დანახარჯების დინამიკა მზარდია - 2026 წლის აგვისტოში, თიბისი ბანკის არხებით, საწვავზე უნაღდო დანახარჯები წლიურად 25%-ით გაიზარდა. საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 64 ლარს გაუტოლდა.
ამავე პერიოდში მანქანის შეკეთებასთან დაკავშირებული უნაღდო დანახარჯები
წლიურად 7%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯმა 35 ლარი შეადგინა. უნაღდო დანახარჯები ფარმაციაზე წლიურად 17% -ით გაიზარდა - 2026 წლის აგვისტოში თიბისი ბანკის არხებით ფარმაციაზე გაწეული უნაღდო დანახარჯები წლიურად 17%-ით გაიზარდა. რაც შეეხება საშუალო დანახარჯის მოცულობას ერთ ტრანზაქციაზე, მაჩვენებელი 29 ლარს გაუტოლდა.
ამავე თვეში უნაღდო დანახარჯები პირად ჰიგიენაზე თიბისი ბანკის არხებით
წლიურ ჭრილში 14%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯმა 81 ლარი შეადგინა. უნაღდო დანახარჯები ელექტრონიკაზე წლიურ ჭრილში გაიზარდა - 2026 წლის აგვისტოში, თიბისი ბანკის არხებით, ელექტრონიკაზე უნაღდო დანახარჯები წლიურად 13%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში ავეჯსა და მოწყობილობებზე გაწეული უნაღდო დანახარჯები 17%-ით გაიზარდა გასული წილს აგვისტოსთან შედარებით. უნაღდო დანახარჯები სამშენებლო მასალებზე წლიურად 11% -ით გაიზარდა - 2026 წლის აგვისტოში თიბისი ბანკის არხებით სამშენებლო მასალებზე გაწეული უნაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში 11%-ით გაიზარდა", - აღნიშნულია TBC Capital-ის ანგარიშში.
სხვა სიახლეები
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
09.10.2026.13:28
Hilton-ის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს, Wyndham-ის რეზიდენციებისა და საერთაშორისო გუნდების წარდგენით არქი გრანდ ავენიუ განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. პროექტში ინვესტიციის ჯამური მოცულობა 2 მილიარდ ლარს შეადგენს.
8 ოქტომბერს, გრანდ ავენიუზე, ცოტნე დადიანის ქ. 32-ში, არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის საზეიმო პრეზენტაცია გაიმართა. ქალაქის ახალი ცენტრის განვითარებაში ჩართული საერთაშორისო პარტნიორები საქართველოში სპეციალურად ღონისძიებისთვის ჩამოვიდნენ და პროექტის ხედვა მოწვეულ სტუმრებს, მედიის წარმომადგენლებსა და არქელებს წარუდგინეს.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თბილისის მერი და მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს.

პრეზენტაციის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი ქალაქის ახალი ცენტრის განვითარების ახალი ეტაპისადმი მიძღვნილი სიმბოლური ხელმოწერისა და კაფსულის საძირკველში განთავსების ცერემონია გახდა, რომელშიც არქის წარმომადგენლებთან ერთად საერთაშორისო პარტნიორებიც მონაწილეობდნენ.
„არქი გრანდ ავენიუ ქალაქის ახალი ცენტრია - ადგილი, სადაც თბილისის ისტორიული მემკვიდრეობა თანამედროვე ცხოვრების შესაძლებლობებს დაუკავშირდება. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩვენი მიზანია, საცხოვრებელი, სასტუმრო, კომერციული და საზოგადოებრივი სივრცეები ერთიან გარემოდ განვავითაროთ. გვინდა, შევქმნათ უბანი, რომელიც ქალაქს ახალ შესაძლებლობებს მოუტანს და ადამიანებისთვის ცხოვრების, მუშაობისა და დასვენების გამორჩეულ ადგილად იქცევა“, - ილია წულაია, არქის დამფუძნებელი და თავმჯდომარე.

21 ჰექტარზე დაგეგმილი მრავალფუნქციური უბანი 15 ჰექტარ რეკრეაციულ ზონას მოიცავს, სადაც მზიურის პარკზე დიდი რეკრეაციული სივრცე განთავსდება. დასასვენებელი და საბავშვო სივრცეები, ველობილიკები, სკეიტპარკი და ურბანული ამფითეატრი აქტიური ცხოვრებისა და დასვენებისთვის მრავალფეროვან გარემოს შექმნის.
სპორტული და გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა პადელის ცენტრს, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნებს, 3 200 კვ.მ ფართობის მეგა ჯიმსა და სპას გააერთიანებს. უბანში ასევე განთავსდება რესტორნები, გასართობი სივრცეები, სკოლა და საბავშვო ბაღი. დაგეგმილი მიწისქვეშა გვირაბი კი ქალაქის ახალ ცენტრს წერეთლის გამზირთან რამდენიმე წუთში დააკავშირებს.
არქი გრანდ ავენიუს პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი ყოფილი ვაგონთმშენებელი ქარხნის თანამედროვე ტრანსფორმაციაა. ისტორიული მემკვიდრეობის სრული შენარჩუნებით, ქარხანა გასტრონომიულ ჰაბს, საერთო სამუშაო, კომერციულ და გასართობ სივრცეებს გააერთიანებს და თბილისში მიზიდულობის ახალ ცენტრად ჩამოყალიბდება.
ქარხნის რენოვაციას ლონდონური არქიტექტურული სტუდია Benoy უძღვება. პროცესში ასევე ჩართულია Alkaş & Han Spaces, რომელიც სავაჭრო და სოციალური თავშეყრის სივრცეების განვითარებაზე სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობს.
გრანდ ავენიუს გენერალური გეგმის შექმნასა და Hilton-ის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს არქიტექტურაზე Chapman Taylor-ის მადრიდის სტუდია მუშაობს. გენერალურ გეგმასა და ლანდშაფტის დიზაინზე ასევე მუშაობს ავსტრალიური კომპანია OCULUS, რომელსაც ლანდშაფტის დიზაინერი ბობ ერლი უძღვება. Wei Yap Architecture, ვეი აპ ოის სტუდია, პროექტის მთლიან განვითარებაშია ჩართული და ქალაქის ახალი ცენტრის არქიტექტურულ კონცეფციაზე მუშაობს.
საერთაშორისო პარტნიორების თანამშრომლობა პროექტში აერთიანებს არქიტექტურის, ლანდშაფტის, სტუმარმასპინძლობისა და კომერციული სივრცეების განვითარების გამოცდილებას. პრეზენტაციაზე მოწვეული სტუმრები ახალი ეტაპის დეტალებსა და თითოეული გუნდის ხედვას უშუალოდ მათი წარმომადგენლებისგან გაეცნენ.
საზეიმო საღამომ საერთაშორისო პარტნიორების წარდგენა, ოფიციალური გამოსვლები, სიმბოლური ხელმოწერის ცერემონია და მუსიკალური პროგრამა გააერთიანა.

არქი გრანდ ავენიუს ახალი ეტაპის პრეზენტაციას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღი მოჰყვება — 24 ოქტომბერს არქი გრანდ ავენიუში დიდი ფასდაკლების დღე გაიმართება. განსაკუთრებული შეთავაზება მხოლოდ ერთი დღით იმოქმედებს და ბინების შეძენა ექსკლუზიურად ამ დღისთვის განსაზღვრულ ფასად იქნება შესაძლებელი, რომელიც აღარ განმეორდება. გასულ წელს დიდი ფასდაკლების დღეზე არქი გრანდ ავენიუში რეკორდული რაოდენობის — 644 ბინა — გაიყიდა.
„არქი ჯგუფის” შესახებ
„არქი ჯგუფი“ რეგიონის ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ჰოლდინგია. ჯგუფში შემავალი „არქი ფროფერთი“ საქართველოს #1 დეველოპერული კომპანიაა, ბაზრის 18%-ზე მეტი წილით. 2006 წელს ილია წულაიასა და მისი პარტნიორების მიერ დაფუძნებულ კომპანიას 55-ზე მეტი დასრულებული პროექტი აქვს და 70 000-ზე მეტ არქელსა და 34 ქვეყნიდან ინვესტორებს აერთიანებს. 2025 წელს კომპანიამ 3 000-ზე მეტი ბინა გაყიდა.
ჯგუფის საქმიანობა ასევე მოიცავს განახლებად ენერგეტიკას - ჰიდრო, მზისა და ქარის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 219 მეგავატს შეადგენს. „არქი“ საერთაშორისო ბაზრებზეც ვითარდება, მათ შორის ფლორიდაში.
Benoy-ის შესახებ
Benoy, ლონდონური არქიტექტურული სტუდია. ის მართავს პროექტებს ათეულობით ქვეყანაში და სპეციალიზდება მასშტაბური გენერალური გეგმების, აეროპორტების, სავაჭრო ცენტრებისა და მრავალფუნქციური კომპლექსების შექმნაში. დღეს სტუდია არქი გრანდ ავენიუს ფარგლებში ყოფილი ვაგონთმშენებელი ქარხნის თანამედროვე ტრანსფორმაციის პროცესს უძღვება. განახლებული ტერიტორია გასტრონომიულ, საერთო სამუშაო, კომერციულ და გასართობ სივრცეებს გააერთიანებს.
Alkaş-ის შესახებ
Alkaş საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც სავაჭრო და სოციალური თავშეყრის სივრცეების განვითარებაზე მუშაობს. Alkaş-ის ექსპერტიზა სავაჭრო ცენტრებისა და PropTech-ის გლობალურ განვითარებას მოიცავს. არქი გრანდ ავენიუში კომპანია ყოფილი ქარხნის თანამედროვე და ინოვაციურ სივრცედ გარდაქმნაშია ჩართული.
Chapman Taylor Madrid Studio-ის შესახებ
Chapman Taylor-ის მადრიდის სტუდია საერთაშორისო არქიტექტურული კომპანიის ნაწილია. გრანდ ავენიუში სტუდია გენერალური გეგმის შექმნასა და Hilton-ის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს არქიტექტურაზე მუშაობს. Chapman Taylor მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი საერთაშორისო არქიტექტურული სტუდიაა, რომელსაც 60-წლიანი ისტორია, 70-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდო და მსოფლიოს მასშტაბით განხორციელებული მრავალი გამორჩეული პროექტი აქვს.
OCULUS-ის შესახებ
OCULUS წამყვანი ავსტრალიური კომპანია და ინტერდისციპლინური დიზაინის სტუდიაა, რომელიც ლანდშაფტის არქიტექტურაში, ურბანულ დიზაინსა და არქიტექტურაში სპეციალიზდება. კომპანია ბობ ერლიმ დააარსა, რომელიც ახლა არქი გრანდ ავენიუს გენერალური გეგმისა და ლანდშაფტის დიზაინის შექმნის პროცესს ხელმძღვანელობს.
Wei Yap Architecture-ის შესახებ
Wei Yap Architecture ავსტრალიელ-სინგაპურელი არქიტექტორის, ვეი აპ ოის სტუდიაა, რომელსაც 25 წელზე მეტი გლობალური გამოცდილება აქვს ავსტრალიის, აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და კავკასიის ბაზრებზე. სტუდია არქი გრანდ ავენიუს მთლიან პროექტშია ჩართული და ქალაქის ახალი ცენტრის არქიტექტურულ კონცეფციას ქმნის.