მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7206.3
0.0042
flag
AZN 1.5279
-0.0002
flag
CNY 38.92
-0.0142
flag
EUR 2.9047
-0.0061
flag
GBP 3.4831
0.0017
flag
KZT 57.42
0.0006
flag
TRY 0.0519
-0.0001
flag
USD 2.597
-0.0003
news banner

უნივერსიტეტი არის სივრცე, სადაც აქცენტი აკადემიურ ცოდნაზე კეთდება - პროფესიული განათლება კი უფრო პრაქტიკულია და ორიენტირებულია იმაზე, რომ სტუდენტმა ოპტიმალურ დროში შეიძინოს კონკრეტული უნარები l გიორგი მარიამიძე

news image
mbc image

უნივერსიტეტი, ერთი მხრივ, არის სივრცე, სადაც აქცენტი უფრო აკადემიურ ცოდნაზე კეთდება. პროფესიული განათლება კი უფრო პრაქტიკულია და ორიენტირებულია იმაზე, რომ სტუდენტმა ოპტიმალურ დროში შეიძინოს კონკრეტული უნარები დასასაქმებლად, - აცხადებს  სქილვილ შვეიცარიული კოლეჯის დამფუძნებელი და თბილისის შვეიცარიული საერთაშორისო სკოლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გიორგი მარიამიძე, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო.

გიორგი მარიამიძის შეფასებით, საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებთან ერთად პროფესიული სასწავლებლების არჩევის შესაძლებლობაც მიეცათ, მნიშვნელოვნად წაახალისებს პროფესიული განათლების განვითარებას და კადრების ეფექტიან დასაქმებას შეუწყობს ხელს.

„საკანონმდებლო ნაწილში ზოგადი ტენდენცია და დინამიკა ცალსახად პოზიტიურია. განათლების მიმართულებით გამოვყოფდი ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებას. აბიტურიენტებს, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებენ, უკვე აქვთ შესაძლებლობა, უნივერსიტეტებთან ერთად პროფესიული სასწავლებლებიც აირჩიონ. ეს ფაქტი ძალიან გვახარებს, რადგან ამ პროცესში უნივერსიტეტსა და კოლეჯს თავისი მკაფიო როლი აქვთ.

უნივერსიტეტი, ერთი მხრივ, არის სივრცე, სადაც აქცენტი უფრო აკადემიურ ცოდნაზე კეთდება. პროფესიული განათლება კი უფრო პრაქტიკულია და ორიენტირებულია იმაზე, რომ სტუდენტმა ოპტიმალურ დროში შეიძინოს კონკრეტული უნარები დასასაქმებლად. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე პროფესიული სასწავლებლების პრესტიჟი ჯერ კიდევ არ არის გათანაბრებული წამყვან უმაღლეს სასწავლებლებთან და ხშირად კოლეჯში სწავლა ნაკლებად პრესტიჟულად მიიჩნევა. ის ფაქტი, რომ საკანონმდებლო დონეზე ეს არჩევანი გათანაბრდა, ვფიქრობ, მნიშვნელოვნად წაახალისებს პროფესიული განათლების სექტორს და, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს კადრების ეფექტიან დასაქმებას“, - აღნიშნა მარიამიძემ. 

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სასაწყობე მეურნეობებისა და ლოგისტიკური ცენტრების მიმართულებით განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს - მიხეილ ნამადოვი

03.11.2026.19:00

სასაწყობე მეურნეობებისა და ლოგისტიკური ცენტრების მიმართულებით განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს , - ამის შესახებ Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ნამადოვმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„სასაწყობე მეურნეობებისა და ლოგისტიკური ცენტრების თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ საწყის პერიოდში ვართ. განვითარების საკმაოდ დიდი პოტენციალი არსებობს. ჩვენ მხოლოდ წელს დაახლოებით 30 000 კვადრატული მეტრი A კლასის ფართობი შევიყვანეთ, შეგვყავს უკვე ექსპლუატაციაში და იმავე ტრენდის შენარჩუნებას ვაპირებთ მომავალ წლებშიც, სულ მცირე.

გარდა ამისა, მოთხოვნას ზრდის როგორც შიდა ბაზარი, ისე ელექტრონული კომერცია და ქსელების განვითარება. ასევე, სატრანზიტო ტვირთების გადამუშავებას აპრიორი სჭირდება ეს მომსახურება, განსაკუთრებით საბაჟო საწყობების თვალსაზრისით.

ხშირად მითქვამს და გავიმეორებ: საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო საბაჟო პროცედურები გვაქვს ტრანზიტის რეჟიმში ტვირთების მართვის კუთხით და ამ პოტენციალს მაქსიმალურად ვიყენებთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა შუა აზიაზეა საუბარი, ვინაიდან ვიცით, რა მდგომარეობაშიც არიან. ალტერნატივა მხოლოდ ირანი, საქართველო და რუსეთია და დღევანდელ პირობებში ჩვენ მათთვის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური პარტნიორი ვართ“, - აცხადებს მიხეილ ნამადოვი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა