ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი GITA -სა და Partisia Blockchain- ს შორის
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და Partisia Blockchain- ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ორმხრივი შეთანხმების მთავარი მიზანია, საქართველოში მრავალმხრივი გამოთვლითი (MPC) და ბლოკჩეინის ტექნოლოგიების გამოყენებით, ინოვაციების ხელშეწყობა.
მემორანდუმის ფარგლებში, GITA და Partisia Blockchain მჭიდრო თანამშრომლობას იწყებენ, რაც, ერთის მხრივ, გულისხმობს Partisia Blockchain-ის აქტიურ ჩართვასა და მონაწილეობას ქართულ ბლოკჩეინსა და Web3 ეკოსისტემაში, მეორეს მხრივ კი, Partisia Blockchain თავის რესურსებს გაუზიარებს GITA-ს პროგრამების ფარგლებში აღნიშნული სფეროთი დაინტერესებულ პირებს, საჭიროებისამებრ გრანტებისა და ტექნიკური მხარდაჭერის გაწევის გზით.
Partisia Blockchain აქტიურად ჩაერთვება GITA-ს საგანმანათლებლო პროგრამებშიც და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მონაწილეთა ცნობიერებისა და ცოდნის ამაღლებაში ბლოქჩეინ ტექნოლოგიების მიმართულებით.
ნაყოფიერი თანამშრომლობის მიზნით, GITA ასევე იქნება შუამავალი Partisia Blockchain-სა და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს შორის, როგორც საქართველოს საჯარო და კერძო სექტორებთან, ისე აკადემიურ წრეებთან. დაიგეგმება blockchain/Web3.0-ის რეგიონული ერთობლივი ღონისძიებები.
Partisia Blockchain-ი კონფიდენციალურობის დაცვის, ურთიერთთანამშრომლობისა და მდგრადი ბლოკჩეინის გადაწყვეტილებების ლიდერია, რომელიც უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულ, გამჭვირვალე და დეცენტრალიზებულ მმართველობას.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.