უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
ინტერნეტი განუსაზღვრელ შესაძლებლობებს გვაძლევს სწავლისთვის, ურთიერთობისა და შემოქმედებისთვის, ტექნოლოგიური პროგრესისთვის. ამავდროულად, რიგი საფრთხეების თავიდან ასარიდებლად მისი უსაფრთხოდ გამოყენება უნდა ვიცოდეთ. განსაკუთრებით კრიტიკულია ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება მოზარდებისთვის, ვინაიდან ისინი ინტერნეტში ძალიან დიდ დროს ატარებან. ახალ პლატფორმებს ადვილად ითვისებენ, თუმცა რისკების შეფასებას ყოველთვის სათანადოდ ვერ ახდენენ.
თებერვლის ეს კვირეული უსაფრთხო ინტერნეტს ეძღვნება და საქართველოს საბანკო ასოციაცია კიდეც ერთხელ შეგახსენებთ კიბერუსაფრთხოების საბაზისო წესებს.
რომელი საფრთხეებია დაკავშირებული ინტერნეტის გამოყენებასთან?
ყალბი შეთავაზებები, პირადი ინფორმაციის გამოძალვა (ფიშინგი მათ შორის), ონლაინ თაღლითობა, ვირუსებისა და მავნე პროგრამების გავრცელება ინტერნეტზე დაერთებულ მოწყობილობებში და კიბერბულინგი (აგრესიული კომენტარებით და შეტყობინებებით შევიწროება ონლაინ). აღნიშნულ რისკებსა და საფრთხეებს ერთობლივად უნდა გაუმკლავდნენ მოზარდები, მათ მშობლები და სასწავლო დაწესებულებები.
რჩევები მშობლებს
რჩევა სასწავლო დაწესებულებებს
რჩევა მოზარდებს
და ბოლოს, კიბერჰიგიენის საბაზისო წესები ყველასთვის:
სხვა სიახლეები
პარტნიორები მიხვდნენ, რომ მხოლოდ ჩრდილოეთის დერეფანზე მიბმა მათთვის უტოპიაა და მაქსიმალურად ცდილობენ ალტერნატიული მიმართულებების განვითარებას - Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორი
25.05.2026.19:00
საქართველო თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე ლოგისტიკაში ყველა ძირითად სატრანსპორტო მიმართულებას ეფექტურად იყენებს, ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ნამადოვი განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში ლოგისტიკური გადაზიდვები თითქმის თანაბრად ნაწილდება რკინიგზის, საზღვაო და სახმელეთო მიმართულებებს შორის, ხოლო საერთო პროცესში დაახლოებით 10%-იანი წილი საჰაერო გადაზიდვებზე მოდის.
„ამიტომ, თუნდაც ერთი რგოლის განვითარება პირდაპირ ახდენს გავლენას მთლიან პროცესზე. მაგალითად, თუ გამართული პორტები და მაღალი დონის მომსახურება გვაქვს, შემდგომში ამ კონტეინერების გადაზიდვა რეგიონულ მასშტაბზე უკვე რკინიგზითა და ავტოტრანსპორტით ხდება.
ამავდროულად, ვინაიდან ჩვენ უკვე რეგიონულ ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოვყალიბდით, გასათვალისწინებელია, რომ ცენტრალურ აზიას არ აქვს ზღვაზე გასასვლელი და იქ გადაზიდვების დაახლოებით 95% სარკინიგზო და სახმელეთო მარშრუტებზე მოდის ანუ, ჩვენ პრაქტიკულად მულტიმოდალურ გადაზიდვებზე გადავედით. პირობითად, თუ ამერიკიდან შემოდის კონტეინერი, ცენტრალურ აზიაში მას ტრაილერით ვაგზავნით, და პირიქით - იქიდან ტვირთები რკინიგზით შემოგვაქვს და შემდგომ ზღვით ვამისამართებთ. ეს კომპლექსური სისტემაა, სადაც სამივე რგოლი შეთანხმებულად უნდა მუშაობდეს“,- აღნიშნა ნამადოვმა.
მისივე განმარტებით, საქართველო საერთაშორისო პარტნიორებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი და სტაბილური ლოგისტიკური მიმართულება ხდება.
„სხვათა შორის, პანდემიის შემდგომ პირველი ფილიალი ალმათიში გავხსენით. იმ პერიოდში, როდესაც იქ ჩავდიოდი, მართალია, მენტალურად და ტრადიციებიდან გამომდინარე ჩვენს მიმართ კეთილგანწყობა იგრძნობოდა და მათთვის ახლობელი ვიყავით, თუმცა, როგორც ლოგისტიკური ჰაბი და ბიზნესპარტნიორი, მათგან საკმაოდ შორს ვდგავარდით.
სამწუხაროდ, ომმა შეცვალა ეს რეალობა, რაც ჩვენი მარშრუტისთვის დადებითი აღმოჩნდა. დღეს შუა დერეფანი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, არასანქცირებული მარშრუტია, რომელსაც ძალიან აქტიურად იყენებენ. პარტნიორები ბოლოს და ბოლოს მიხვდნენ, რომ მხოლოდ ჩრდილოეთის დერეფანზე მიბმა მათთვის უტოპიაა და მაქსიმალურად ცდილობენ ალტერნატიული მიმართულებების განვითარებას. ასევე აღვნიშნავდი, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვა წლიდან წლამდე საგრძნობლად იზრდება და ეს აშკარაა, განსაკუთრებით თვალსაჩინოა ქართული ექსპორტის ზრდა შუა აზიის მიმართულებით“, - აღნიშნა გადამზიდავი კომპანიის ხელმძღვანელმა.