მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

USAID-ის და გორგიას პარტნიორობის ფარგლებში, „გორგიას ხელოსანთა აკადემია" დაარსდა

news image
mbc image

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრმა კომპანია „გორგიამ" და USAID-ის პროგრამამ „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს. აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის ფარგლებში, „გორგიას ხელოსანთა აკადემია" დაარსდა, რომელიც ორი წლის განმავლობაში 700-მდე ადამიანს შეასწავლის პროფესიულ საქმიანობას. 

 

პროექტი ითვალისწინებს  ექვსთვიანი  მოსამზადებელი კურსის შექმნას, რომელშიც დარგის ევროპელი სპეციალისტები სტუდენტებს საკუთარ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას გაუზიარებენ. კურსები ჩატარდება საქართველოს ხუთ სხვადასხვა ქალაქში, კერძოდ თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისსა და თელავში.

 

USAID-ისა და „გორგიას" პარტნიორობის ფარგლებში, „გორგიას ხელოსანთა აკადემიაში" დაინტერესებული პირები შეისწავლიან სანტექნიკას, კაფელ-მეტლახის დაგებას, თაბაშირ-მუყაოს სამუშაოებს, იატაკის დაგებას, კარ-ფანჯრების მონტაჟს, სახურავის მონტაჟს.

 

კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატები და მომავალში დასაქმდებიან „გორგიას" პარტნიორ კომპანიებში.

 

გორგიას აღმასრულებელი დირექტორის თორნიკე გურულის განცხადებით, „გორგია" წლებია  ხელოსნებისთვის სხვადასხვა საგანმანათლებლო კურსს ატარებს და ამ კურსების განვითარება საგანმანათლებლო პროგრამებად, საშუალებას მისცემს კომპანიას უფრო კვალიფიციური ხელოსნები მოამზადოს სამშენებლო-სარემონტო ინდუსტრიაში. „ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მომწოდებლების ჩართულობა საგანმანათლებლო პროცესებში ხელოსნებს ახალ სტანდარტებს გააცნობს, რაც ამ მიმართულებით ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია" აცხადებს თორნიკე გურული. 

 

"საქართველოს ბიზნეს ასოციაციისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენი წევრი კომპანიების ასეთი მასშტაბური წარმატებები, რაც მნიშვნელოვანია არამხოლოდ „გორგიასთვის", როგორც ბიზნეს ოპერატორისთვის, არამედ მნიშვნელოვანია მთლიანად ქვეყნისთვის. კვალიფიკაციის ამაღლება და პროფესიულ პროგრამებში აქტიური ჩართულობა არის ის ერთადერთი გზა, რომელიც შეამსუბუქებს კვალიფიციური კადრების დეფიციტს, რაც მუდმივად უმწვავეს პრობლემად სახელდება BAG ინდექსში. კიდევ ერთხელ მადლობა USAID-ს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის, ასევე მადლობა „გორგიას" ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძალიან მალე ვიხილავთ იმ პოზიტიურ შედეგებს, რომელიც ამ თანამშრომლობას აუცილებლად მოჰყვება" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა