USDT-ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank-ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი
Silk Bank მობაილბანკში კრიპტოაქტივებთან დაკავშირებულ შესაძლებლობებს აფართოებს. მომხმარებლებს, რომლებსაც აქამდე კრიპტოს ყიდვა და გაყიდვა შეეძლოთ, უკვე USDT-ის გადარიცხვის ფუნქციაც ექნებათ.
ახალი სერვისის ამოქმედებას ბანკი სპეციალური შეთავაზებით იწყებს. შეზღუდული დროით Silk Bank-ის მობაილბანკში მომხმარებლები USDT-ს 0% საკომისიოთი შეიძენენ და ასევე საკომისიოს გარეშე გადარიცხავენ.
USDT სტაბილური ქოინია, რომლის ღირებულება აშშ დოლართან არის მიბმული. მისი გამოყენება მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, კრიპტოაქტივი არა მხოლოდ შეიძინონ ან გაყიდონ, არამედ სხვა მისამართზე გადარიცხვისთვისაც გამოიყენონ. Silk Bank-ის ახალი ფუნქციის მთავარი მიზანიც სწორედ ამ პროცესის გამარტივებაა. მომხმარებელს USDT-ის შეძენა და გადარიცხვა პირდაპირ მობაილბანკიდან შეუძლია, დამატებითი პლატფორმების გამოყენების გარეშე. კამპანიის პერიოდში კი ორივე ოპერაციაზე 0%-იანი საკომისიო იმოქმედებს.
Silk Bank-ის კრიპტოს ფროდაქთ ოუნერის ალექსანდრე დგებუაძის თქმით, სტაბილური ქოინების როლი გლობალურ გადარიცხვებში სწრაფად იზრდება და მათი გამოყენება სულ უფრო ფართო მასშტაბს იძენს.
„ტენდენცია ცალსახაა. გლობალური გადარიცხვების ლანდშაფტი იცვლება და სტაბილური ქოინები ამ ცვლილების მნიშვნელოვანი ნაწილია. უკვე ვხედავთ, რომ სტაბილური ქოინებით შესრულებული ტრანზაქციების მოცულობა Visa-სა და Mastercard-ის მაჩვენებლებსაც უსწრებს და ეს მხოლოდ დასაწყისია.
ზუსტად ერთი წლის წინ Silk Bank-მა, პირველად საქართველოში, მომხმარებლებს კრიპტოს ყიდვა-გაყიდვის შესაძლებლობა შესთავაზა. დღეს ამ შესაძლებლობას USDT-ის გადარიცხვაც ემატება. მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ კრიპტოაქტივი გადარიცხვის საშუალებადაც გამოიყენონ.

ამ პროდუქტის შექმნისას ჩვენი მთავარი მიზანი იყო, მომხმარებლისთვის პროცესი მაქსიმალურად მარტივი და კომფორტული გაგვეხადა. სწორედ ამიტომ ახალი სერვისის გაშვებას სპეციალური შეთავაზებით ვიწყებთ. შეზღუდული დროით USDT-ის გადარიცხვა 0%-იანი საკომისიოთი იქნება შესაძლებელი“, – ამბობს კრიპტოს ფროდაქთ ოუნერი ალექსანდრე დგებუაძე.
ახალი ფუნქციით სარგებლობა პირდაპირ Silk Bank-ის მობაილბანკიდან არის შესაძლებელი. მომხმარებელი ირჩევს USDT-ის შეძენის ან გადარიცხვის ოპერაციას და კამპანიის მოქმედების პერიოდში ტრანზაქციას საკომისიოს გარეშე ასრულებს.
ამ სიახლით Silk Bank-ის მობაილბანკში კრიპტოაქტივების გამოყენების შესაძლებლობები კიდევ ერთი ფუნქციით ფართოვდება. ყიდვა-გაყიდვის შემდეგ მომხმარებლებისთვის უკვე USDT-ის გადარიცხვაც ხელმისაწვდომია.
სხვა სიახლეები
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
21.09.2026.15:44
თიბისი ერთადერთი ბანკია საქართველოდან, რომელმაც Euromoney-ს ჯილდო საუკეთესო კორპორატიული ბანკის კატეგორიაში უკვე მესამედ მოიპოვა. საერთაშორისო ფინანსური გამოცემის აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს თიბისის ლიდერულ პოზიციას კორპორატიული საბანკო მომსახურების ბაზარზე, სადაც ბანკს 43%-იანი წილი აქვს დაკრედიტების მიმართულებით.
Euromoney-მ თიბისი გამორჩეული შედეგების, ინოვაციების, ციფრული ტრანსფორმაციისა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომისთვის დააჯილდოვა. თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით ბანკი ამარტივებს ბიზნეს პროცესებს პარტნიორებისთვის; კომპანიებს სწრაფ და შეუფერხებელ სერვისებს აწვდის და მათი ბიზნესის უწყვეტობას უზრუნველყოფს.
2025 წელს თიბისიმ კორპორატიული ბანკინგის საოპერაციო მოდელში ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები, მათ შორის AI Analyst Copilot, დანერგა, რომელმაც საკრედიტო დოკუმენტაციის მომზადების პროცესი ავტომატიზებული გახადა. ხელოვნური ინტელექტისა და პროცესების გაუმჯობესების შედეგად, დაფინანსების გაცემის დრო წლიურად 11%-ით შემცირდა.
ბანკმა ასევე დანერგა უცხოურ ვალუტაში ვაჭრობის ონლაინ მოდული, რომელიც მომხმარებლებს ინტერნეტ- და მობაილბანკში რეალურ დროში კურსის შეთანხმებისა და ტრანზაქციების შესრულების შესაძლებლობას აძლევს. ამ განახლებებმა გაზარდა ოპერაციული ეფექტიანობა და კიდევ უფრო გააუმჯობესა მომხმარებლის გამოცდილება.
კორპორატიულ მომხმარებლებთან ურთიერთობის მართვის (CRM) სისტემის განვითარებამ კი ბანკს შესაძლებლობა მისცა, ბიზნესების საჭიროებებზე კიდევ უფრო მეტად მორგებული შეთავაზებები შეექმნა. შედეგად, ბიზნესწინადადებების 70% ახალ თანამშრომლობაში გადაიზარდა.
„ვამაყობთ, რომ Euromoney-ს ნომინაციაში - საუკეთესო კორპორატიული ბანკი - ყოველ ჯერზე თიბისი იმარჯვებს. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ კორპორატიული ბანკინგის ბაზრის ლიდერები ვართ - თიბისი პირველია კორპორატიულ დეპოზიტებში, სესხებსა და ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებაში. 6 700-ზე მეტი კორპორატიული მომხმარებელი გვყავს და ეს ნიშნავს, რომ საქართველოში უმსხვილესი ბიზნესები სწორედ ჩვენ გვენდობიან. Euromoney-ს ჯილდო ჩვენი გუნდის ყოველდღიური მუშაობის, ინოვაციებისა და მომხმარებლებთან გრძელვადიანი პარტნიორობის შედეგია. ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებებითა და საუკეთესო გამოცდილების შექმნით ვაგრძელებთ კერძო სექტორთან პარტნიორობას და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას,“ - მერი ჩაჩანიძე, თიბისის კორპორატიული საბანკო ბიზნესის მართვის დირექტორი.