უწყვეტი ინოვაცია და 20 წლიანი გამოცდილება ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე – „ვანილა ივენთის“ ისტორია
„ვანილა ივენთი“ არის ივენთ-კომპანია, რომელსაც ღონისძიებების ორგანიზებისა და მართვის სფეროში 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს, როგორც ქართულ ბაზარზე, ისე საერთაშორისო მასშტაბით. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს, თინათინ ნიჟარაძე ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ ბაზარზე ოპერირება და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
დაახლოებით 20 წელია, რაც ჩვენი კომპანია ბაზარზე ოპერირებს. მომხმარებლებს ვთავაზობთ Full event management მომსახურებას, რაც მოიცავს ღონისძიების დაგეგმვას, ორგანიზებას, შესრულებასა და კრეატიულ კონცეფციაზე მუშაობას.
ვმართავთ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს, მათ შორის გახსნის ცერემონიებს, Team building-ებს, სადღესასწაულო და გალა ღონისძიებებს, Award და დაჯილდოების ცერემონიებს, კონფერენციებსა და კონგრესებს. პრაქტიკულად, ვფარავთ Event management-ის სფეროში არსებულ თითქმის ყველა მიმართულებას.
ამასთან ერთად, მომხმარებლებს ვთავაზობთ Private ღონისძიებების ორგანიზებასაც, მათ შორის ექსკლუზიურ და განსხვავებულ ქორწილებს, იუბილეებსა და სხვა ტიპის კერძო წვეულებებს ფიზიკური პირებისთვის.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
20 წლის წინ ივენთ-მენეჯმენტის სფერო საქართველოში პრაქტიკულად უცნობი იყო. მომხმარებლების მოზიდვა და შენარჩუნება საკმაოდ რთულ პროცესს წარმოადგენდა, რადგან ეს სერვისი ახალი იყო და ბევრმა კომპანიამ თუ ფიზიკურმა პირმა ჯერ კიდევ არ იცოდა მისი მნიშვნელობის შესახებ.
ამ წლების განმავლობაში ბაზარი მნიშვნელოვნად განვითარდა და გაფართოვდა. დღეს უკვე ივენთ-ინდუსტრია ბევრად უფრო სტრუქტურირებული გახდა - კრეატიული სააგენტოები ამზადებენ ღონისძიებების კონცეფციებს, დამოუკიდებლად მუშაობენ დეკორაციისა და ფროდაქშენის მიმართულებით, ხოლო ივენთ-კომპანიები პროცესის სრულ მართვაზე არიან ორიენტირებულნი.

წლებთან ერთად, განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა კომპანიების მხრიდან, რომლებიც დღეს ღონისძიებებს უკვე მნიშვნელოვან მარკეტინგულ და საკომუნიკაციო ინსტრუმენტად განიხილავენ.
მსოფლიოს მასშტაბით არსებული ტენდენციები დღეს უკვე საქართველოშიც აქტუალურია. სფერო იმდენად განვითარდა, რომ ღონისძიებებზე სულ უფრო ხშირად ხდება საერთაშორისო სელებრითებისა და მოწვეული ბენდების ჩამოყვანა. ფაქტობრივად, ივენთ-ინდუსტრია საქართველოში განვითარების დონით დიდწილად უახლოვდება საერთაშორისო სტანდარტებს.

რა თქმა უნდა, მოთხოვნის მასშტაბი განსხვავებულია, რადგან საქართველო შედარებით მცირე ბაზარია და მომხმარებლის შესაძლებლობებიც განსხვავდება, თუმცა ბოლო 20 წლის განმავლობაში სფერომ ძალიან დიდი პროგრესი განიცადა.
გარდა სრული ივენთ-მენეჯმენტის მომსახურებისა, ჩვენ ასევე გვაქვს Rental მიმართულება, რომელიც უზრუნველყოფს ღონისძიებებისთვის საჭირო ინვენტარისა და ტექნიკური აპარატურის მიწოდებას.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს გარდა, ღონისძიებებს ვმართავთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშიც, როგორც ქართველი, ისე უცხოელი მომხმარებლებისთვის. ჩვენი საქმიანობა გეოგრაფიულად არ არის შეზღუდული და მზად ვართ ღონისძიებები მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ჩავატაროთ.
სხვადასხვა პერიოდში ღონისძიებები გაგვიმართავს კორეაში, მადრიდში, სამხრეთ საფრანგეთსა და დუბაიში. შესაბამისად, აქტიურად ვმუშაობთ გასვლითი ღონისძიებების მიმართულებითაც.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
ჩვენი კონკურენტული უპირატესობები პირველ რიგში გამოცდილება და პროფესიონალიზმია, ასევე მუდმივი სწრაფვა ინოვაციისა და სიახლეებისკენ. ვმონაწილეობთ მრავალ საერთაშორისო გამოფენაში, ვატარებთ ტრენინგებს ჩვენი გუნდისთვის, რაც საშუალებას გვაძლევს ვიყოთ ინოვაციურები და მუდმივად მივყვეთ მსოფლიო ივენთ-ტენდენციებს.

ტექნოლოგიური შესაძლებლობებიც ჩვენი ძლიერი მხარეა, მსოფლიოს თითქმის ნებისმიერ ქვეყანაში გვყავს პარტნიორი სასტუმრო ან კომპანია, რაც საშუალებას გვაძლევს ჩვენი ღონისძიებები ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ჩავატაროთ.
ასევე ჩვენი მთავარი უპირატესობა არის სიყვარული ღონისძიებების მიმართ. ყოველი ღონისძიება, იქნება ეს კახეთში, მესტიაში თუ თბილისში, ჩვენი გუნდისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულია. თითოეულ დეტალს უდიდესი ენთუზიაზმით და პროფესიონალიზმით ვუდგებით.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
კომპანიას აქვს ოფისები სამხრეთ საფრანგეთში, დუბაიში და იტალიაში. ჩვენი მიზანია მომხმარებლებს მივაწოდოთ ინფორმაცია ამის შესახებ,
გვსურს მომხმარებლებს ვაცნობოთ, რომ თუ ადრე ქორწილს წინანდალში გეგმავდნენ, ახლა მათ ჩვენი დახმარებით შეუძლიათ ღონისძიების ჩატარება რომში, საბერძნეთში ან ნებისმიერ სხვა საინტერესო ლოკაციაზე.
ცნობისთვის, „ვანილა ივენთის“ გუნდი 50-მდე თანამშრომელს აერთიანებს და ფუნქციურად დიფერენცირებულ, თუმცა ერთმანეთთან მჭიდროდ კოორდინირებულ მიმართულებებს მოიცავს.
საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: ქალაქი თბილისი, ზ. საკანდელიძის #10
ვებგვერდი: https://vanillaevents.ge/
ელ. ფოსტა: info@vanillaevents.ge

სხვა სიახლეები
რა შედეგებით დაბრუნდა „ანიგოზი“ SIAL Paris 2026-დან და როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები
29.10.2026.18:00
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებითა და მხარდაჭერით, SIAL Paris 2026-ზე საქართველო 31 ქართული კომპანიითა და 3 თემატური პავილიონით იყო წარმოდგენილი. გამოფენაში მონაწილეობა ქართული პროდუქციის ცნობადობის გაზრდას, ახალი ბიზნესკავშირების დამყარებასა და საექსპორტო ბაზრების გაფართოებას ემსახურება.
მონაწილე კომპანიებს შორის ქართული კაკლის მწარმოებელი კომპანია „ანიგოზიც“ იყო. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ანა ქევხიშვილი Business Insider Georgia-სთან საუბრისას აღნიშნავს, ამჟამად რამდენიმე პოტენციურ პარტნიორთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, პარალელურად კი კომპანია საახალწლო სეზონისთვის ემზადება, რომელიც პროდუქციაზე მაღალი მოთხოვნით გამოირჩევა.
როგორ შეაფასებდით SIAL Paris 2026-ის გამოფენას და კომპანიისთვის რამდენად შედეგიანი იყო მასში მონაწილეობა?
SIAL Paris 2026 ჩვენი კომპანიისთვის ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი ღონისძიება იყო. ყველა საერთაშორისო გამოფენა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართული პროდუქციის ცნობადობის ზრდაში და ახალი საექსპორტო ბაზრების გაფართოებაში. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღონისძიებაა SIAL Paris, რომელიც ევროპაში საკვებისა და სასმელების ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოფენაა.

ჩვენი კომპანია რეგულარულად მონაწილეობს აღნიშნულ გამოფენაში და ყოველწლიურად ვიღებთ დადებით უკუკავშირსა და მნიშვნელოვან ბიზნესშედეგებს.
წლევანდელი წელიც არ ყოფილა გამონაკლისი. ამჟამად აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ რამდენიმე პოტენციურ პარტნიორთან, რომლებსაც გამოფენის ფარგლებში ჩვენი პროდუქცია გავაცანით - ახალი მოსავლის ქართული კაკალი. იმედი გვაქვს, რომ წარმატებით დასრულდება და საფუძველს ჩაუყრის ახალ, გრძელვადიან ბიზნესთანამშრომლობას.
აწარმოებთ თუ არა ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს რომელიმე ქვეყანასთან ექსპორტის მიმართულებით?
დიახ, მოლაპარაკებები გვაქვს. როგორც არსებულ ძველ პარტნიორებთან, ასევე ახლებთან რომლებიც გამოფენის ფარგლებში გავიცანით.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები წლის დარჩენილი პერიოდისთვის?
ახლოვდება ჩვენთვის ყველაზე მაღალ მოთხოვნადი წინა საახალწლო პერიოდი და ვემზადებით გაორმაგებული ძალისხმევით მუშაობისთვის როგორც ადგილობრივბაზარზე რეალიზაციის მიმართულებით, ასევე საერთაშორისო ბაზარზე საექსპორტო აქტივობებისთვის.
