მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7239.8
0.0232
flag
AZN 1.5842
-0.0003
flag
CNY 39.397
-0.0013
flag
EUR 3.1505
0.0041
flag
GBP 3.6329
-0.0005
flag
KZT 58.03
0.0004
flag
TRY 0.0598
-0.0002
flag
USD 2.6932
-0.0004

ვაჭრობის ფინანსირების თანამედროვე ტენდენციები და მათი გავლენა ბიზნესზე - ინტერვიუ გალინა ოგანესიანთან

news image

16 - 17 აპრილს თბილისში, EBRD-ის, ADB-ის, ICC Georgia-ისა და საქართველოს ბანკის ინიციატივით რეგიონული კონფერენცია „Digital Trade for Growth in the Middle Corridor : Foundations, Finance and Adoption“ გაიმართა, რომელმაც ციფრული ვაჭრობისა და სავაჭრო ფინანსირების თანამედროვე ტენდენციები გააერთიანა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო როგორც ადგილობრივმა, ისე რეგიონის ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებმა, კერძო სექტორის ლიდერებმა და სფეროს ექსპერტებმა, რომლებმაც საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩოებზე, სავაჭრო პროცესებში გაციფრულების გავლენაზე, თანამედროვე ციფრული სავაჭრო ფინანსური ინსტრუმენტებსა და ციფრული აქტივების პოტენციალზე ისაუბრეს.

ვაჭრობის ფინანსირების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე, ბანკის როლზე ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე, ახალი პროდუქტების დანერგვის პროცესზე და იმ ხედვაზე, რომელიც სფეროს განვითარებას სამომავლოდ განსაზღვრავს საქართველოს ბანკის კორპორაციული ბიზნესის ვაჭრობის დაფინანსების გაყიდვების სამსახურის უფროსი გალინა ოგანესიანი გვესაუბრა. 

ვაჭრობის ფინანსირება დღეს ერთ-ერთ საკვანძო ინსტრუმენტად მიიჩნევა. როგორია მისი როლი ბიზნესისთვის და რატომ არის ის განსაკუთრებით აქტუალური მიმდინარე გარემოში?

ვაჭრობის ფინანსირების პროდუქტის მთავარი მიზანია რისკების შემცირება და ფინანსირების უზრუნველყოფაა. ნებისმიერი გარიგების შემთხვევაში, ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია ოპტიმალური პირობები - მინიმალური რისკითა და ხარჯით.

დღევანდელ ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურად ცვალებად გარემოში, სადაც ბიზნესს უწევს ოპერირება, ვაჭრობის ფინანსირების პროდუქტი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან ინსტრუმენტს - როგორც ლიკვიდობის მართვის, ისე პარტნიორებთან სანდოობის გაზრდის თვალსაზრისით.

ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მაშინ,  როდესაც გარიგებაში ერთ-ერთი მხარე განვითარებადი ბაზრიდან არის. ასეთ შემთხვევაში ბანკი მხოლოდ გადახდის არხს არ წარმოადგენს, არამედ ძლიერი მექანიზმია, რომელიც ამცირებს გადახდის, სამართლებრივ და ლიკვიდობის რისკებს და ზრდის გარიგების სანდოობას საერთაშორისო პარტნიორებისთვის.

როგორია თქვენი, როგორც კორპორაციული ბიზნესის ვაჭრობის დაფინანსების გაყიდვების სამსახურის უფროსის მთავარი ხედვა ვაჭრობის ფინანსირების განვითარებასთან მიმართებით?

ჩვენი მიზანია, ბიზნესს შევთავაზოთ მათ საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტები, რომლებიც ერთდროულად უზრუნველყოფენ რისკების მართვასა და ფინანსურ ეფექტიანობას.  სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, რითაც ვქმნით უფრო ფართო პლატფორმას კლიენტებისთვის. ძლიერი პოზიციონირება საერთაშორისო დონეზე გვაძლევს შესაძლებლობას ჩვენს პარტნიორ ბიზნესებს შევთავაზოთ უფრო მოქნილი და სტრუქტურირებული პროდუქტი, რომელიც თავის მხრივ დაეხმარებათ დანახარჯებისა და რისკების მინიმიზაციაში.

ნებისმიერი ტიპის ვაჭრობის ფინანსირების პროდუქტი დაკავშირებულია გადახდისა ან შესრულების რისკთან. შესაბამისად, გარიგების სტრუქტურირების დროს დაცული უნდა იყოს საერთაშორისო მიდგომები, როგორც იურიდიული, ასევე AML კუთხით. დროულად გაანალიზებული რისკი, ქმნის დამატებით შესაძლებლობებს.

პარალელურად, აქტიურად ვმუშაობთ სავაჭრო ფინანსირების პროცესების გაციფრულებაზე, რათა ჩვენი პარტნიორებისთვის პროდუქტის გამოყენება უფრო მარტივი და კომფორტული გავხადოთ. ამ მიმართულებით კი ერთ-ერთი პიონერები ვართ ბაზარზე. 

საქართველოს ბანკი პარტნიორ ბიზნესებს მხოლოდ საბანკო პროდუქტებს არ აწვდის, არამედ სრულ კონსულტაციურ მხარდაჭერას სთავაზობს. რას გულისხმობს ეს პროცესი პრაქტიკაში და რა მნიშვნელობისაა ეს ბიზნესისთვის?

საქართველოს ბანკი, ბიზნესის მთავარი პარტნიორი ბანკია. შესაბამისად, ჩვენი მიდგომა ეფუძნება ბიზნესის საჭიროებების სიღრმისეულ ანალიზს და მათზე მორგებული გადაწყვეტილებების შეთავაზებას. ამასთანავე, ვთავაზობთ კონსულტაციას არა მხოლოდ კონკრეტული გარიგების ფარგლებში, არამედ სტრატეგიული განვითარების კუთხითაც, რათა ბიზნესმა უფრო ეფექტიანად მართოს ოპერაციები და გააფართოოს საქმიანობა.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმპორტ-ექსპორტის მიმართულებით, სადაც საერთაშორისო პარტნიორისთვის მნიშვნელოვანია, რომ კომპანიას ჰყავდეს ძლიერი ძლიერი პარტნიორი ბანკის სახით, რომელიც უზრუნველყოფს რისკების დაზღვევას და მართვას.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, რაც ბიზნესს ეხმარება სწორი და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში.  სწორედ ეს წარმოადგენს ჩვენი ხედვის ძირითად საფუძველს - მხარი დავუჭიროთ პარტნიორ ბიზნესებს  კიდევ უფრო მეტად განავითარონ ბიზნესი.

როგორ ცვლის გაციფრულება ვაჭრობის ფინანსირებას და რა არის ბანკის როლი ამ პროცესში? რა პოტენციალს ხედავთ ქართული ბაზრისთვის?

მიუხედავად იმისა, რომ პროცესების დიდი ნაწილი ქაღალდზეა დაფუძნებული, გაციფრულება მნიშვნელოვნად ცვლის ამ რეალობას. მომხმარებლისთვის ის ზრდის გამჭვირვალობას, ამცირებს ხარჯებს და აჩქარებს პროცესებს. ასევე ქმნის შესაძლებლობას ბიზნესის სისტემებთან ინტეგრაციისთვის.

საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიზანია ისეთი ეკოსისტემის შექმნა, სადაც დოკუმენტების გაცვლა, დამოწმება და დამტკიცება სრულად ციფრულად და ავტომატიზებულად განხორციელდება. აღნიშნული ცვლილებების იმპლემენტაციისთვის კი აუცილებელია საერთაშორისო პრაქტიკებისა და გამოცდილების გაზიარება. დაგეგმილი კონფერენციაც ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ამ მიმართულებით.

ამ მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ციფრული გარანტიის დანერგვა. პროცესი, რომელიც ადრე რამდენიმე ეტაპს მოიცავდა (ბანკში ვიზიტი, დოკუმენტაციის წარდგენა, განაცხადის განხილვა და ხელმოწერა), დღეს სრულად გაციფრულებულია. შედეგად, ბიზნესს შესაძლებლობა აქვს სატენდერო გარანტია დისტანციურად, წუთებში მიიღოს.

როგორც ვიცით, ღონისძიება საქართველოს ბანკის, EBRD,ის, ADB-ისა და ICC-ის თანამშრომლობით ტარდება, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ფორმატის ღონისძიებები ქვეყნისთვის და საქართველოს რა როლს ხედავთ რეგიონულ ჭრილში?

მსგავსი კონფერენციები ქმნის მნიშვნელოვან პლატფორმას საერთაშორისო დიალოგისთვის, აძლიერებს საქართველოს პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე და ქმნის დამატებითშესაძლებლობებს როგორც ფინანსური სექტორისთვის, ისე ბიზნესისთვის.

შუა დერეფნის კონტექსტში, საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონულ ვაჭრობაში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ჩართულობა სავაჭრო ფინანსირებასთან დაკავშირებული საუკეთესო პრაქტიკებისა და ციფრული ტენდენციების განხილვაში.

ამგვარი ღონისძიებები ერთის მხრივ ადგილობრივ ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას გაიზიაროს საერთაშორისო გამოცდილება, რათა გააუმჯობესონ ოპერაციული პროცესები, მეორეს მხრივ კი - საქართველომ გააღრმაოს პარტნიორობა რეგიონთან  და იყოს წამყვანი ქვეყანა ვაჭრობის ფინანსირებასთან დაკავშირებულ ინიციატივების დანერგვაში.

news banner news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ვორკშოპი „AgriTech და GreenTech ინოვაციები“ გაიმართება

24.04.2026.18:42

27 აპრილს, 17:00 საათზე, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბიზნესის წარმომადგენლებისა და დაინტერესებულ პირებისთვის ვორქშოპი - „AgriTech და GreenTech ინოვაციები“ გაიმართება. შეხვედრას თამთა მამულაიძე და გოგა საათაშვილი გაუძღვებიან.

ვორქშოპი დაეთმობა თანამედროვე ტექნოლოგიების როლს სოფლის მეურნეობისა და აგრობიზნესის განვითარებაში. მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნას იმ ინოვაციურ მიდგომებზე, რომლებიც ბიზნესებს ეფექტიანობის ზრდაში, რესურსების უკეთ მართვასა და მდგრადი განვითარების მიმართულებით წინსვლაში ეხმარება.

შეხვედრის ფარგლებში განიხილება:

• AgriTech ტექნოლოგიების მნიშვნელობა თანამედროვე სოფლის მეურნეობაში;

• მწვანე ტექნოლოგიები და მდგრადი წარმოების პრაქტიკა;

• რესურსების ეფექტიანი მართვა აგრობიზნესში;

• ინოვაციების გამოყენება ბიზნესის ზრდისა და განვითარებისათვის.

ვორკშოპის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, იმსჯელონ აგრობიზნესში ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვის რეალურ შესაძლებლობებზე და მიიღონ პრაქტიკული რეკომენდაციები საკუთარი საქმიანობისთვის.

ღონისძიება 27 აპრილს, 17:00 საათზე საქართველოს ბანკის 4B სივრცეში გაიმართება.

საქართველოს ბანკი, ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, აგრძელებს შეხვედრების სერიას, რომლის მიზანია მეწარმეებისა და ბიზნესების მხარდაჭერა ცოდნის გაზიარებით, პრაქტიკული გამოცდილებისა და თანამედროვე ტენდენციების გაცნობით. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა