მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ვახორციელებთ და ვაერთიანებთ მაშტაბურ პროექტებს, რომელზეც მოთხოვნა არ წყდება - VR Holding

news image
mbc image

დეველოპერული კომპანია VR Holding-ი, რომელიც 2010 წელს ბიზნესმენ ნოშიკო ნამორაძის მიერ დაარსდა, დღეისათვის რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს და ერთ-ერთი წამყვანი უძრავი ქონების დეველოპერული კომპანიაა, რომელმაც ქართულ ბაზარზე სამშენებლო ინდუსტრიაში ერთ-ერთმა პირველმა დანერგა უმაღლესი სტანდარტი. ამ დროისათვის კომპანია სათავეში უდგას ისეთ მიმდინარე პროექტებს, როგორიცაა VR KRTSANISI RESORT RESIDENCE, VR SHEKVETILI FOREST〜BEACH | BY PARAGRAPH, VR VAKE SKYVIEW TOWER და „როიალ თაუნჰაუსი“.

რა ეტაპზეა დღეისათვის VR Holding-ის მიერ დაწყებული პროექტები და როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები, დეტალებზე Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში VR Holding-ის მარკეტინგის მენეჯერმა მანანიკო ნამორაძემ ისაუბრა.

- როგორია დღეისათვის VR Holding-ის საინვესტიციო პორტფელი და მთლიანობაში რამდენი განხორციელებული და მიმდინარე პროექტია კომპანიის ბალანსზე? ასევე საინტერესოა მიმდინარე პროექტის მასშტაბები და დასრულების ვადები?

- VR Holding არის კომპანია, რომელიც აერთიანებს რამდენიმე მიმდინარე და დასრულებულ პროექტს. პირველი პროექტი რომლითაც VR Holding-მა ბაზარზე საქმიანობა დაიწყო არის „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“. ეს არის გამორჩეული პროექტი, რადგან პირველი რესორტული ტიპის დასახლებაა თბილისის ყველაზე დიპლომატიურ უბანში, კრწანისში. ეს არის პროექტი, სადაც ყველაფერი ერთ სივრცეშია გაერთიანებული. ეს არის პროექტი, რომელიც პირდაპირ ასახავს პრემიუმ ხარისხს, როგორც სამშენებლო, ისე ინფრასტრუქტურულ ნაწილში. ეს არის პროექტი, რომელიც გამოირჩევა მრავალფეროვანი და ინოვაციური ინფრასტრუქტურით. მხოლოდ „კრწანისი რესორტ რეზიდენსში“ არის 45 მეტრიანი აუზი ქვიშის სანაპიროთი და ზღვის ტალღების იმიტაციით. მხოლოდ ჩვენთან არის ამდენი სპორტულ მოედანი და რეკრეაციული სივრცე. იქიდან გამომდინარე, რომ პროექტი რესორტული ტიპისაა მცხოვრებლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ ჩვენი სერვისებით სახლიდან გაუსვლელად.

„როიალ თაუნჰაუსები“ იმ ადამიანებისთვის არის გათვლილი ვისაც უნდა, რომ იცხოვროს ერთ დიდ კომპლექსში, მაგრამ ამავდროულად ჰქონდეს საკუთარი გამოყოფილი სივრცე. „როიალ თაუნჰაუსში“ მცხოვრები ადამიანები ისარგებლებენ ყველა იმ სერვისითა და ინფრასტრუქტურით, რომელსაც სთავაზობს „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“, რადგან „როიალ თაუნჰაუსები“ სწორედ „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ ტერიტორიაზეა განლაგებული.

გარდა ამისა, გასულ წელს დავიწყეთ უკვე ჩვენი ახალი პროექტის VR Shekvetili Forest~Beach | By Paragraph -ის გაყიდვები. VR Shekvetili Forest~Beach | By Paragraph დანიშნულების ახალი ადგილია შავიზღვისპირეთში, რომელიც ოთხივე სეზონის აქტიური ცხოვრებისთვისაა გათვლილი. პროექტი სასტუმრო პარაგრაფის მომიჯნავედ 40 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენდება. ინოვაციური და მრავალფუნქციური პროექტისთვის ლოკაცია გამორჩეული ბუნებრივი მახასიათებლების გამო შეირჩა: გამაჯანსაღებელი მაგნიტური ქვიშა, ნოტიო სუბტროპიკული და იონიზირებული ჰავა; მრავალწლოვანი ბიჭვინთის ფიჭვნარი და სამკურნალო თვისებებით გამორჩეული მაგნიტური სანაპირო, ზღვის სუფთა წყალი. ეს არის საცხოვრებელი ადგილი, რომელიც მომავალი მობინადრეების ჯანმრთელობაზე სასიკეთო გავლენას მოახდენს. პროექტი მოიცავს სხვადასხვა ტიპის საცხოვრებლებს, ლიმიტირებული ოდენობის პრემიუმ ხარისხის ვილებს, 5-ვარსკვლავიან საცხოვრებლებსა და სასტუმროს, ინოვაციურ აუზებს, სპასა და ველნეს ცენტრს, ავთენტურ და სხვადასხვა

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა